გაქვთ საყვარელი ნაყინი? მაგალითად, მე ქოქოსის და შოკოლადის ნაყინზე ვგიჟდები. ახლახანს გავიარე ფსიქოლოგიური ტესტი, სადაც ოთხი ვარიანტიდან ერთი ნაყინი უნდა აირჩიოთ. თითქოს სისულელეა, მაგრამ განტვირთვაში დამეხმარა. გავიგე, რა მელოდება უახლოეს მომავალში. თითებს ვაჯვარედინებ და ვისურვებ, ყველაფერი ზუსტად ახდეს.
საყვარელი ნაყინი
მთელი ზაფხული საქმეში გადის. როდის იპოვოთ დრო საკუთარი თავისთვის? ოჯახის და სახლის მიხედვა კარგია, მაგრამ დროა დაისვენოთ და საკუთარ თავზე დაფიქრდეთ. საზაფხულო სეზონის ეკვატორს თითქმის მივუახლოვდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხული რაღაც საინტერესოს და შთამბეჭდავს არ გიმზადებთ.
Vivien გთავაზობთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს. აირჩიეთ საყვარელი ნაყინი ფოტოზე და გაიგეთ, რას ამბობს თქვენზე. დავიწყოთ!
ფსიქოლოგიური ტესტის გაშიფვრა: „აირჩიეთ ნაყინი“
1. თუ კენკრის ნაყინი აირჩიეთ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. საშინლად დაიღალეთ. დროა, შვებულება აიღოთ და გარემო შეცვალოთ. თუ მოახერხებთ, საზღვარგარეთ წასვლა უკეთესია. შაბათ–კვირას აგარაკზე გატარებაც ცუდად არ ჟღერს.
იდეალურია, თუ მარტო ან უახლოეს მეგობართან ერთად დაისვენებთ. მთავარია, გვერდით მეუღლე და შვილები არ იყვნენ. დაე, ოჯახის წევრებმა ეს ცუდად არ მიიღონ. უბრალოდ მოსიყვარულე მეუღლეს საკუთარი თავისთვის დრო სჭირდება! ეს აბსოლუტურად ნორმალურია!
კარგი იქნება, თუ ამ ხანმოკლე დასვენებას ფერადი მოგონებებით შეავსებთ. დაგეგმეთ ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდით, მაგრამ მოგვიანებით სხვა დროისთვის დებდით. ასეთი დასვენების შემდეგ ყოველდღიურ საქმეს სიხარულით დაუბრუნდებით. დარწმუნებული იყავით!
2. თუ ნაღების ნაყინი აირჩიეთ, თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოდის. კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში უნდა შეწყვიტოთ. ასე ბევრ ახალ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მათგან ზოგიერთი თქვენს უახლოეს მომავალში დიდ როლს შეასრულებს.
დადებით ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება მიეცით. გაოცდებით, რომ ამის შიში საჭირო არ იყო, რადგან შიშს დესტრუქციული ხასიათი აქვს. თქვენ კი შექმნილი ხართ იმისთვის, რომ შექმნათ. დარწმუნებული ვართ, რომ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ.
3. თუ ჯოხიანი ნაყინი აირჩიეთ, დარჩენილ ზაფხულს ძალიან პროდუქტიულად გაატარებთ. დასვენების დრო არ გაქვთ, რადგან დღის განრიგშია თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულება. ყველაფერს გააკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
დიდი ალბათობით, საკუთარი ბიზნესის გახსნას შეძლებთ. ამაში დაგეხმარებათ თქვენი სითამამე და შეუპოვრობა. გამორიცხული არაა, გარისკვა დაგჭირდეთ. როგორ ამის გარეშე? გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი ნაბიჯი გამართლებული იქნება, თუ იცით, რისთვის არის ეს ყველაფერი.
4. ბოლო ნაყინს ირჩევენ ქალები, რომლებმაც თავის ფასი იციან. ესაა ძლიერი პიროვნება კრეატიული აზროვნებით. თუ სამფერა ნაყინი აირჩიეთ, ნამდვილად იპოვით მეთოდს, რომ გაერთოთ და განიტვირთოთ, როცა მოწყენილი ხართ.
სხვები თქვენ გვერდით თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობენ. უახლოეს მომავალში ახალი რომანტიკული ეპიზოდი გელით. თუ მარტო ხართ, მალე თქვენს სიყვარულს შეხვდებით. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მალე თქვენს ურთიერთობაში რაღაც განსაკუთრებული მოხდება. უფლება მიეცით რომანტიკას თქვენი ცხოვრება გაავსოს სიყვარულის ფლუიდით.