დიეტოლოგი: როგორ დალიოთ ყავა ისე, რომ გახდომაში დაგეხმაროთ

784

სასმელით უნდა ისიამოვნოთ რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშთან და ნოყიერ საკვებთან ერთად.

მაშინ, როცა ბევრი ადამიანი კოფეინიან სასმელს სვამს დილაობით ენერგიის გასაზრდელად, ზოგი ჯანმრთელობისთვის მის სარგებელზე საუბრობს. ყავა წონის დაკლებაში შეიძლება დაგეხმაროთ.

„ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინს შეუძლია ნივთიერებათა ცვლა 3-11%–ით დააჩქაროს. რაც უფრო ჩქარია ნივთიერებათა ცვლა, მით უფრო ადვილად წვავთ ცხიმს და, შესაბამისად, იკლებთ წონაში. თუმცა მხოლოდ ეს გახდომაში ვერ დაგეხმარებათ. გახდომის ნებისმიერ გეგმაში უნდა ჩართოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის ვარჯიშები, ძალოვანი ვარჯიშები და ჯანსაღი, ნოყიერი დიეტა, რომ ჯანმრთელად დაიკლოთ და შედეგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ“ – ამბობს დიეტოლოგი ვასილისა პონომარევა.

კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ კოფეინს მოიხმარდნენ, მით მეტად მცირდებოდა სხეულის მასის ინდექსი, ცხიმოვანი მასა და წონა. მთლიანობაში, მიმდინარე მეტანალიზი აჩვენებს, რომ კოფეინის მიღება ხელს უწყობს წონის, სხეულის მასის ინდექსის და ცხიმოვანი დეპოზიტების შემცირებას.

ზოგიერთ შემთხვევაში კოფეინის მოქმედებამ ძილზე საპირისპირო ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს.

„კოფეინის და წონის კლების შერეული კვლევების და საბოლოო პასუხის არარსებობის გათვალისწინებით, უბრალოდ ყავით ისიამოვნეთ, თუ თქვენთვის და თქვენი ცხოვრების წესისთვის შესაფერისია. თუ კოფეინს არ სვამთ, კოფეინის ჩვევის შეძენა არ ღირს იმის იმედად, რომ გახდომაში დაგეხმარებათ“.

წონის კლების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას ზომიერების დაცვა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ყოველდღე ფინჯანი ყავის დალევა ნორმალურია. თუ რაიმე სახის გულის დაავადება გაწუხებთ, ყავის ყოველდღე დალევა არ შეიძლება, რადგან არტერიული წნევა შეიძლება გაზარდოს.

ძალიან ბევრ კოფეინს ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

თუ გახდომას არ ცდილობთ, დალიეთ იმდენი ყავა, რამდენსაც ჩვეულებრივ სვამთ, იმ პირობით, რომ რეკომენდებულ 400 მგ კოფეინს არ აჭარბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები და თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს