რჩევები, როგორ შექმნათ მდიდრული და მოვლილი იერი მინიმალური ბიუჯეტით

571

ყოველწლიურად ჩნდება სულ უფრო მეტი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც იშვიათი პრობლემის მქონე ადამიანებსაც დახმარებას ჰპირდება. დიდი არჩევანი კარგია, მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ ზოგიერთ საშუალებას ჩვენი ჯიბე ვერ წვდება? Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე მინიმალური დანახარჯით.

„არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს მხოლოდ მოუვლელი ქალი“ – ამბობს დროში გამოცდილი გამონათქვამი. ამავდროულად, სამყარო არ ჩერდება და „მოვლილობის“ ცნება მეტ ნიუანსს და ახსნას იძენს. ამ დროში სილამაზის ინდუსტრიაში, მასობრივი ტენდენციების მიდევნებით, ჩნდება საშუალებები რევოლუციური თვისებებით და ფუნქციებით.

ამის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ბევრი ქალი ვერ ახერხებს გახმაურებული და მრავლისშემძლე ახალი საშუალებების გამოყენებას. ნუთუ თუ არ გამოიყენებთ ზოგიერთ სილამაზის საშუალებას ან არ ეწვევით სილამაზის სალონს რეგულარულად, ხელს მოაკლებთ საკუთარ თავს? Vivien ასე არ თვლის. გთავაზობთ საუკეთესო ხრიკებს, როგორ დახარჯოთ ნაკლები ყოველდღიურ ხარისხიან მოვლაზე და მდიდრულად გამოიყურებოდეთ.

საბავშვო შამპუნი

საბავშვო შამპუნი მთელი ოჯახისთვის იდეალურია. მასში ნაზი გამწმენდი ნივთიერება შედის. შეღებვით, დასავარცხნი მოწყობილობების თერმული ზემოქმედებით ან ცივი ამინდით დასუსტებული თმის მფლობელებისთვის კარგი ალტერნატივაა. ტანის დასაბანადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. რჩევა მათთვის, ვისაც მშრალი და მგრძნობიარე კანი აქვს. შამპუნით არა მხოლოდ თავი, არამედ მთელი ტანი შეგიძლიათ დაიბანოთ. ასე შხაპგელზე ფულს დაზოგავთ. ორივე საშუალება შეიცავს მსგავს გამწმენდ კომპონენტებს, თუმცა შხაპგელით თავის დაბანას არ გირჩევთ. შხაპგელი შეიცავს უფრო აგრესიულ ნივთიერებას, რომელიც თმას მშრალს და მტვრევადს ხდის.

კოსმეტიკური ზეთები

კოსმეტიკური ზეთი ნებისმიერი პრობლემის პანაცეაა. იაფი ნატურალური საშუალება ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტანის კრემი, ტუჩის, ქუთუთოს და კუტიკულის ბალზამი. პრობლემურ ადგილებში შეგიძლიათ წაისვათ. მაგალითად, გამონაყარზე (ჩაის ხის ზეთი) ან სტრიებზე (ქოქოსის ზეთი), გაიკეთოთ სახის და თმის ნიღაბი (სელის, ნუშის, ჟოჟობას ზეთები).

ზოგიერთი ზეთი შეგიძლიათ დალიოთ. მაგალითად, ქაცვის, ქოქოსის, სელის. ასე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას მოაწესრიგებთ, ხოლო მაღალი კვებითი ღირებულება ორგანიზმს გაავსებს სასარგებლო ნივთიერებებით, რაც თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობაზე აისახება.

ვიტამინები

ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უფრო ეფექტური შეგიძლიათ გახადოთ. ამისთვის რამდენიმე წვეთი ვიტამინი დაუმატეთ. თხევადი ვიტამინები, როგორიცაა ზეთი, აფთიაქში შეგიძლიათ მოძებნოთ. იაფია და საშუალებაში დამატებით მის სასარგებლო თვისებებს ზრდის. ვიტამინები შეგიძლიათ დაუმატოთ შამპუნს, ბალზამს, თმის და სახის ნიღაბს, კრემს.

მინი შეფუთვა

ბევრი ქალი არ ყიდულობს ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებას, რადგან შიშობს, რომ მისთვის შეუფერებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დემოკრატიული მოვლის პროდუქტების შემთხვევაში ამის გადატანა ადვილია, რადგან შეუფერებელი კრემი ან შრატი საცდელად სხვას შეგიძლიათ მისცეთ. გთავაზობთ საინტერესო ხრიკს: პროფესიონალური კოსმეტიკის ზოგიერთი ბრენდი სრული ზომის შეფუთვების გარდა მინი ვერსიებსაც ყიდის. ასეთი შეიძინეთ. ეკონომიური გამოყენებისას სიამოვნების რამდენიმე კვირით გახანგრძლივებას შეძლებთ.

ხაზის ეფექტი

ხშირად თმის კოსმეტიკური ბრენდები გვთავაზობს სტანდარტულ ხაზს – შამპუნი, ბალზამი და ნიღაბი. ბალზამსა და ნიღაბს შორის განსხვავება მცირეა. ნიღაბი უფრო მეტ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ბალზამი. სწორედ ამიტომ, მთელი ხაზის ერთად გამოყენება საჭირო არაა. მაქსიმალური ეფექტისთვის გამოიყენეთ ზეთებსა და ვიტამინებზე დაფუძნებული ხელნაკეთი თმის ნიღაბი ან პროფესიონალური სალონური ბრენდების საშუალებები.

და ბალზამი?

შეუძლებელია, არაფერი ვთქვათ თმის ბალზამზე. მას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, როგორც შამპუნს. ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ თმის დაბანისას, არამედ შემდეგ. თმა აღარ დაიმუხტება და დამყოლი გახდება, თუ ნახევარ წვეთ საშუალებას მშრალ თმაზე წაისვამთ. ბალზამი დეპილაციისთვის შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა. თავისი ტექსტურის წყალობით კანს ეკვრის და თმას უფრო ფარავს, ვიდრე სპეციალური საპარსი საშუალებები. პროცედურის შემდეგ კანზე სირბილის შეგრძნებას ტოვებს. ასეთი ეფექტისთვის თვალი შეგიძლიათ დახუჭოთ, რომ ბალზამი სწრაფად იხარჯება.

თვალის მოვლა

ბოლო დროს თვალის პატჩები დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვალის კრემზე უფრო ეფექტურია და დილით გამხნევებაში გვეხმარება. ბევრისთვის მისი ყოველდღე გამოყენება ფუფუნებაა. პატჩის მსგავსი სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ ბამბის დისკები და ცოტა საკვები ინგრედიენტები: კიტრის წვენი, კვერცხის ცილა ან შავი ჩაი. დისკები ამ პროდუქტებში დაასველეთ და ქუთუთოებზე დაიდეთ. მეტი ეფექტისთვის წვეთი სააფთიაქო E ვიტამინი დაუმატეთ.

პროფესიონალური მოვლა სახლში

ზოგჯერ პრობლემური კანის მფლობელებს პროფესიონალი კოსმეტოლოგის დახმარების გარეშე სახის კარგად მოვლა უჭირთ. თუ ეს თქვენზეა, დაფიქრდით, რომ კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები ყოველდღიურ მოვლაში ჩართოთ. რა თქმა უნდა, სპეციალისტთან პროცედურებზე ხშირი სიარული ძვირია. დროს და ფულს ზოგავთ, თუ შეიძენთ დარსონვალს (მოწყობილობა, რომელიც დენის ზემოქმედებით სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, რაც ბევრ კოსმეტიკურ პრობლემას აქრობს) ან სახის ულტრახმოვან წმენდის აპარატს. ასეთი მოწყობილობები მარტივად გამოსაყენებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მათ კოსმეტოლოგთან ვიზიტის დროს აწყდება. მათი ღირებულება მოკლე დროში ანაზღაურდება.

მაკიაჟი „ყველაფერი ერთში“

რაზე ღირს დაზოგვა მოვლის თუ დეკორატიულ კოსმეტიკაზე? ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მაკიაჟის საშუალებებზე, რადგან მისი გაკეთება მარტივი და საინტერესოა. ყველას ახსოვს ბებიების მეთოდი, ტუჩსაცხის გამოყენება რუმიანის ნაცვლად. ზედმეტ საშუალებაზე დაზოგვის კარგი მეთოდია. ყვრიმალებზე ტუჩსაცხის გამოყენებით მოიშორებთ მარადიულ პრობლემას, რაც ტუჩის და რუმიანის ფერის შეუსაბამობას ეხება. მაკიაჟი უფრო ჰარმონიული გახდება. ამ პრინციპით შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ან ყვრიმალის ტინტი ან სტიკი, რომელიც სპეციალურად ამ ზონებისთვის შექმნილია.

სინამდვილეში, ტუჩსაცხი ფანტაზიისთვის შექმნილია, განსაკუთრებით მარჯვე ხელებისთვის, რომლებმაც ფულის დათვლა იციან.

მაგალითად, თხევადი ტუჩსაცხით თვალის საინტერესო მაკიაჟი შეგიძლიათ გაიკეთოთ, ჩრდილების და ლაინერის ნაცვლად გამოიყენეთ. კიდევ ერთი პუნქტი კოსმეტიკაზე დასაზოგად, ჰაილაითერი. მის ნაცვლად სახის გარკვეული ნაწილების ამოსანათად ღია ბზინვარე ჩრდილები შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ გაქვთ მხოლოდ ჩრდილები მსხვილი ბზინებით, ამ მიზნით არ გამოიყენოთ. ასე ვულგარულ ბზინვარებას მიიღებთ. ჰაილაითერის ჩრდილებით ჩანაცვლების წესი საპირისპირო მხარესაც მოქმედებს. ჰაილაითერი თვალის ჩრდილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ არ გადააჭარბოთ! კიდევ ერთი საშუალება, რომელიც არაპირდაპირი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, სახის კორექტორი. კორექტორი რამდენიმე ჩრდილის პალეტში იყიდება, ამიტომ სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად გამოგადგებათ. პირველ რიგში, ღია ფერით თვალის ნიუდ მაკიაჟი შეგიძლიათ გაიკეთოთ. მეორეც, მუქი ფერით წარბები შეგიძლიათ გამოკვეთოთ. როგორც ხედავთ, სილამაზის საშუალებებზე ეკონომია სილამაზეზე ეკონომიას არ ნიშნავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს