ბარძაყების შიდა ნაწილებში კანის გახეხვა მტკივნეულად უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანს აწუხებს, თუ უფრო მეტს არა. ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჭარბწონიანების პრობლემაა, მაგრამ ასე არაა. ჭარბი წონა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ ბარძაყების კანის გახეხვა ფეხების გარკვეული აღნაგობის მქონე ადამიანებსაც აწუხებთ. დიეტა ვერ დაგეხმარებათ, თუ ფეხები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. Vivien გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც ფეხების კანის გახეხვის პრობლემას შეამსუბუქებს ან საერთოდ მოგაშორებთ.
მოკლე ველოსიპედისტის შორტი
კაბის ან ქვედაბოლოს ქვეშ შორტის ჩაცმა კანის გახეხვის წინააღმდეგ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. იყიდეთ თქვენი კანისფერი ველოსიპედისტის შორტი ან სპეციალური შორტი, რომელიც მთავარი ქსოვილის ქვეშ ნაკლებად გამოჩნდება. ამ ხრიკს ბევრი მინუსი აქვს. შორტში ცხელა, ფეხები ოფლიანდება და მსუბუქი კაბის ქვეშ მისი დამალვა რთულია. ვარიანტი შესაფერისია, თუ მკვეთრ შეგრძნებებთან ბრძოლით დაიღალეთ და მზად ხართ ყველაფრისთვის, რომ სიცხეში თავი კომფორტულად იგრძნოთ.
ანტიპერსპირანტი
ძველი ხრიკია, მაგრამ შეგახსენებთ, თუ პირველად გესმით. რამდენიმე წლის წინ მათ, ვისაც გახეხილი კანის პრობლემა აწუხებდათ, „ცხელ წერტილებზე“ მშრალი დეოდორანტის წასმის იდეა გაუჩნდათ.
ბევრის გასაკვირად, მეთოდმა იმუშავა. საშუალება კანს არა მხოლოდ გახეხვისგან იცავს, არამედ ატენიანებს. კანისთვის ცხელი ამინდი ყოველთვის დიდი სტრესია, ასევე გაღიზიანების და გამონაყარის წარმოქმნის რისკი. გახსოვდეთ, რომ ანტიპერსპირანტი უნდა წაისვათ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. უკვე გახეხილ კანზე, რომელზეც ჭრილობებია, აქტიურ მკურნალობაზე უნდა იზრუნოთ.
საბავშვო ტალკი
საზოგადოების აზრით, ტალკი ყველასთვის საუკეთესო ხრიკია. წვრილად დაფქული ფხვნილი, რომლის ნაწილაკები კანს აშრობს, ზედმეტ ტენიანობას აშორებს და კანის გახეხვას თავიდან იცილებს.
ტალკის მთავარი კომპონენტია შთამნთქმელი, რომელიც ტენს შთანთქავს. ყველაზე ხშირად გამოიყენება თუთია ან სახამებელი. კანისთვის უსაფრთხო ნივთიერებები. თუთიის ოქსიდი გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს და ჭრილობას შეხორცებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს. გირჩევთ, საბავშვო ტალკი აირჩიოთ, რომ არანატურალურ შემადგენლობას თავი აარიდოთ.