ნევროლოგი: ხშირად ძილში ხელების დაბუჟებას სისხლძარღვების მოჭეჭყვა იწვევს

810

ხშირად ძილის დროს ხელების დაბუჟება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომზე მიუთითებს. ამის შესახებ ამბობს იგორ ორლოვი, ნევროლოგი.

ბევრი ადამიანი აწყდება ისეთ „ფენომენს“, როგორიცაა დაბუჟებული ხელები (ხშირად ერთ ხელში). ნევროლოგი ამ მდგომარეობის მიზეზებს ასუბრობს. მისი თქმით, ძილში ხელების დაბუჟებას ხშირად სისხლძარღვების მოჭეჭყვა იწვევს.

„ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანს ძალიან ღრმად სძინავს და გარკვეულ პოზაში ხელებს თავქვეშ იდებს. ამ დროს სისხლძარღვები იჭეჭყება. როცა ადამიანი იღვიძებს, აღმოაჩენს, რომ ხელი მთლიანად დაბუჟებულია: მგრძნობელობა და მოძრაობა გამქრალია“ – გვიზიარებს ექიმი.

ნევროლოგი ამატებს, რომ მძინარე ადამიანში პულსი და სისხლის მიმოქცევა შენელებულია. შედეგად, სისხლის ცუდი მიწოდებით იტანჯება სხეულის ნაწილები, რომლებთანაც გულიდან სისხლის მისვლას დიდი დრო სჭირდება. განსაკუთრებით ცოტა სისხლი ხვდება თითებში და შეიძლება დაბუჟდეს.

ორლოვი ყურადღებას აქცევს იმას, რომ დილით საწოლიდან ადგომისას ადამიანმა თითქმის მთელი სხეულის ან მისი სხვადასხვა ნაწილის დაბუჟება შეიძლება იგრძნოს. ამ მდგომარეობის დასაძლევად აუცილებელია სისხლის მიმოქცევის გააქტიურება, მოძრაობა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს