ვარიკოზის დროს არ შეიძლება: დილამდე ცეკვა, წონის მომატება, მჯდომარე ძილი და ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება

437

ვარიკოზული ვენები განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, როცა სისხლძარღვებს სისხლი მთელ სხეულში ეფექტურად ვერ გადააქვს. ვენები დაგრეხილი ან მათი შინაგანი სტრუქტურა დაზიანებული შეიძლება იყოს. ეს დაუშვებელია.

ვარიკოზის დროს უყურადღებო არ უნდა იყოთ

ვარიკოზის დროს დაავადების უმნიშვნელო სიგნალებიც არ უნდა გამოგრჩეთ. ფეხებში ვარიკოზული ვენები იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინოა ვენების გამოჩენა კანის ზედაპირზე, როგორც წესი, ფეხის ქვედა ნაწილში. ამას კანის ზედაპირთან სისხლის დაგროვება იწვევს. გარდა ამისა, ვარიკოზული ვენების დროს შეიძლება განვითარდეს შეშუპება, სიმძიმე დაზიანებულ არეში და წყლულები სისხლის ნაკადის დარღვევის გამო. ორგანიზმის სიგნალების უგულებელყოფა და თვითნებაზე მიშვება დაუშვებელია. მთელი რიგი ფაქტორები ვარიკოზული ვენების განვითარების რისკს ზრდის. ასაკოვან ქალებს ეს დაავადებები უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე კაცებს და ახალგაზრდა ქალებს. წონაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე ხალხს ამ დაავადების განვითარებისადმი მეტი მიდრეკილება აქვს.

რა დაგეხმარებათ და რა არის კატეგორიულად აკრძალული ვარიკოზის დროს?

როგორც ორგანიზმის ან მისი რომელიმე ნაწილის (ამ შემთხვევაში სისხლძარღვების სისტემის) ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა, ვარიკოზული ვენები გულისხმობს რიგ შეზღუდვებს, რომელიც პაციენტმა უნდა დაიცვას. მაგალითად, ვარიკოზის დროს ფეხების ძლიერ დატვირთვა არ შეიძლება. სპორტის სრულად გამორიცხვა საჭირო არაა, უბრალოდ დატვირთვა ოპტიმალური უნდა იყოს. მეორე მხრივ, ვარიკოზის დროს ფეხების პასიურობა არ შეიძლება. კიდურების მოძრაობა სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს. თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, ქვედა კიდურებში წნევა იზრდება. რა დაგეხმარებათ და რა მოგიტანთ ზიანს?

ვარიკოზული ვენების დროს არ შეიძლება სირბილი, ხტუნვა. დაემშვიდობეთ სტეპ აერობიკას, კლასიკურ აერობიკას, ორთაბრძოლის გაკვეთილებს, ირლანდიურ და აფრიკულ ცეკვებს, სადაც ბევრი ხტუნვაა. დაუშვებელია სტატიკური ვარჯიშები, როგორიცაა კალანეტიკა, ძალოვანი ვარჯიშები.

დაიმახსოვრეთ: ვარიკოზის დროს 3-5 კგ–ზე მეტის აწევა არ შეიძლება. სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშეთ მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც ვარიკოზული ვენების მქონე პაციენტებთან მუშაობის სპეციალური კურსი გავლილი აქვს. დასაშვებია აუზი, ვარჯიშები, რომლებიც მჯდომარე ან მწოლიარე პოზაში უნდა შეასრულოთ, იოგა, პილატესი.

ვარიკოზის დროს ზოგიერთი სახის მასაჟიც უკუჩვენებულია. ქილებით მასაჟი არ შეიძლება. ე.წ. „თაფლის მასაჟიც“ გამორიცხეთ.

და ბოლოს, ვარიკოზის დროს წონა უნდა აკონტროლოთ. არასწორი კვება, მისი უკიდურესი გამოვლინებით, სიმსუქნეს იწვევს. ეს, როგორც მინიმუმ, ფეხებზე ზედმეტი დატვირთვაა. რეკომენდებულია, რაციონიდან ზედმეტად კალორიული პროდუქტები გამორიცხოთ. რაციონში C ვიტამინის პროდუქტები ჩართეთ. ვენებს აძლიერებს და მათ ელასტიურობას ზრდის. C ვიტამინით მდიდარია ფორთოხალი, მარწყვი და პაპაია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს