უმჯობესია, ლავანდა მისი აქტიური ყვავილობის დროს შეაგროვოთ. ეს მანამ გააკეთეთ, სანამ ყველა კოკორი გაიშლება. ასე ლავანდის გამოშრობისას არ შეგეშინდებათ, რომ ყვავილების უმეტესობა დაცვივდა. ამ მისიას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. მზემ ყვავილები შეიძლება ძლიერ გააუფერულოს და მზა თაიგულებს კაშკაშა იისფერი აღარ ექნება. Vivien გიამბობთ, როგორ გამოაშროთ ლავანდა სწორად, რომ ფერი არ დაკარგოს.
გამომშრალი ყვავილებიდან ლამაზი თაიგულების შესაქმნელად დაიცავით ყველა წესი, რომელიც ეხება მცენარის შეგროვებას, გამოშრობას და შენახვას. საუკეთესო შედეგს მხოლოდ ასე მიიღებთ.
როგორ გამოაშროთ ლავანდა: ყველაფერი სწორად შეგროვებასა და გამოყენებაზე
მცენარის შეგროვების ნიუანსები
ლავანდა გამოსაშრობად გამოსადეგი რომ იყოს, მისი შეგროვებისას შეცდომები არ უნდა დაუშვათ. ასე მიიღებთ იდეალურ თაიგულს, რომელიც დიდხანს არომატიზატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ლავანდა დილით მოჭერით. ეს ნამის გაშრობისთანავე გააკეთეთ.
- ლავანდა წვიმიან დღეს არ შეაგროვოთ. ასე გამომშრალ ყვავილებზე ობის წარმოქმნას თავიდან აიცილებთ.
- ღეროების გადაჭრისას მისი მაქსიმალური სიგრძის დატოვება სცადეთ. საჭიროების შემთხვევაში დამოკლების შანსი ყოველთვის გექნებათ.
ყველაფერი ლავანდის გამოშრობის შესახებ
შეგროვების შემდეგ მცენარის გამოშრობა შეგიძლიათ დაიწყოთ. ღეროები შეკარით, ყვავილების თავები ერთ დონეზე მოათავსეთ. კონები დაკიდეთ თბილ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება. მცენარე ყვავილებით ქვემოთ დაკიდეთ. 10 დღე დაელოდეთ. შემდეგ ზედმეტად გრძელი ღეროები მოაჭერით.
ლავანდის გამოშრობის კიდევ ერთი მეთოდი. ტოტები მაგიდაზე გაშლილ ნატურალურ ქსოვილზე დააწყვეთ. ლავანდა ბნელ, მაგრამ მშრალ ადგილას უნდა იყოს. ერთ ფენად დააწყვეთ. ნატურალური მასალისგან დამზადებული თხელი ქსოვილი დააფარეთ. საჭიროების შემთხვევაში, ზემოდან ლავანდის მეორე ფენა დააწყვეთ.
გამომშრალი ყვავილების გამოყენება
- გამომშრალი ლავანდის თაიგული სახლის დეკორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კედელზე დაკიდეთ ან ლარნაკში სადღესასწაულო მაგიდაზე დადეთ. დიდებულად გამოიყურება.
- გამომშრალი ლავანდა მწერებთან საბრძოლველად იდეალურია. ამ მცენარეს ძლიერი სუნი აქვს, რომელიც მავნებლებს აფრთხობს. ბევრი დიასახლისი ლავანდის თაიგულს შემოსასვლელ კართან კიდებს, რომ შემდეგ სახლიდან მწერების გაგდება არ მოუწიოს.
- მცენარე თეთრეულის არომატიზატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამომშრალი ლავანდა ნატურალური ქსოვილის ტომარაში მოათავსეთ და კარადაში გარეცხილ თეთრეულთან ერთად შეინახეთ.
- ლავანდით მთელ ბინაში არომატი შეგიძლიათ განაახლოთ. 2 ს/კ ლავანდის ყვავილები და 1 ჭიქა წყალი აურიეთ. მიღებული ნარევი ხალიჩას შეასხურეთ, ნახევარი საათის შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
აღსანიშნავია, რომ ახალგადაჭრილი ლავანდის ტოტები პირდაპირ ლარნაკში შეგიძლიათ გაახმოთ (უწყლოდ). მცენარე მინის ჭურჭელში მოათავსეთ და სიბნელეში შეინახეთ. რამდენიმე დღეში ლავანდა გახმება. ფერს და ფორმას წლები შეინარჩუნებს. მთავარია, მზის სხივებისგან დაიცვათ.