იპოვეთ 16 უზუსტობა სურათზე. ჩახლართული თავსატეხი უფროსებისთვის

478

ლოგიკური აზროვნება არა მხოლოდ სასკოლო ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა განავითაროთ. ამ მიზნით გამოგადგებათ ამოცანები, თავსატეხები, სხვადასხვა ტიპის დავალებები. ასეთი ამოცანების ამოხსნისას ლოგიკა და დაკვირვება უნდა გამოიყენოთ. შედეგად, ერთდროულად რამდენიმე უნარს განავითარებთ. ამოხსენით საინტერესო ამოცანა ყურადღებიანობაზე. პასუხს წინასწარ არ ჩახედოთ.

ძალიან უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად ბევრი სწორი პასუხი გასცეთ. არ დანებდეთ, თუ პირველ რამდენიმე წუთში სურათზე გამოსახული უზუსტობის ნახევარიც ვერ იპოვეთ. ამოცანა დროზე დამოკიდებული არაა.

საინტერესო ამოცანა ყურადღებიანობაზე: როგორ ამოხსნათ

სურათი–თავსატეხი შეცდომებით

სურათს, რომელზეც მზიანი დღეა გამოსახული, ყურადღებით დააკვირდით. კარგად შეისწავლეთ. ყურადღება მიაქციეთ ხეებს, სახლს, გოგონას, რომელიც ძაღლს ეთამაშება, და სხვა დეტალებს (თუნდაც უმნიშვნელო მოგეჩვენოთ). ასე ამ ფერად სურათ–თავსატეხზე 16 უზუსტობას იპოვით. რა შეცდომები დაუშვა მხატვარმა სპეციალურად ამ სურათის შექმნისას?

სწორი პასუხები

  1. თუ სახლის ნომერს შეხედავთ, რაღაც მნიშვნელოვანს დაინახავთ. აქ არის პირველი უზუსტობა. როგორც ცნობილია, სახლის ნომერი ნული არ შეიძლება იყოს.
  2. შემდეგი შეცდომა ქარის მიმართულებაა. მილიდან ამოსულ კვამლს შეხედეთ. კვამლი ერთ მხარეს იფანტება, ხოლო ხეები მეორე მხარეს გადახრილია.
  3. რომელი სეზონია გამოსახული? გოგონას კაბის შემხედვარე ვხვდებით, რომ თბილი სეზონია. თუმცა ზოგიერთ ხეს ფოთლები დაცვენილი აქვს, არადა ამის დრო არაა.
  4. ცხენს შეხედეთ. იქ გადის, სადაც უკვე დახნულია. სინამდვილეში, ცხენი უნდა წავიდეს არა წინ, არამედ მოპირდაპირე მხარეს.
  5. შემდეგ უზუსტობას დიდხანს მოძებნა არ სჭირდება. ცხენი მარტო ხნავს. სინამდვილეში, უნდა არსებობდეს მხვნელი, რომელიც გუთანს დაიჭერდა.
  6. რას იტყვით ცალუღის არ არსებობაზე? ცხენზე უნაგირი არის, ამიტომ ცალუღიც უნდა იყოს.
  7. სახლს კარგად დააკვირდით. კიბე თვალშისაცემია. ის არის, მაგრამ კარი არაა.
  8. აქვე კიდევ ერთ შეცდომას ვხედავთ. ფარდა გარედან არის დაკიდული და არა შიგნიდან. ეს ნათელი უზუსტობაა.
  9. სახლთან ახლოს არის ფიჭვის ხე. კარგად დათვალიერებისას შეამჩნევთ, რომ მის ტოტებზე სულ სხვა ხეა.
  10. გოგონას, რომელიც ძაღლს ეთამაშება, ყურადღება მიაქციეთ. ადამიანის ჩრდილი ერთ მხარესაა, ძაღლის – მეორე მხარეს.
  11. კიდევ ერთი მსგავსი შეცდომა. თუ სახლის ჩრდილს შეხედავთ, სახურავს ვერ დაინახავთ. ჩრდილზე მილიც არაა.
  12. ღობეზეც ყველაფერი რიგზე არაა. მის ჩრდილს დააკვირდით. კუტიკარი 5 ვერტიკალური დაფისგან არის დამზადებული, მაგრამ ჩრდილი მხოლოდ ოთხს ხვდება.
  13. ამ სურათში პროპორციებიც პრობლემაც არის. თივით დატვირთული ურიკა ადამიანზე მაღალია. ეს მაშინ, როცა უკანა ფონზე მდებარეობს.
  14. ცხვრებთანაც ყველაფერი მარტივად არაა. ერთ–ერთ მათგანს ფეხი აკლია.
  15. სურათზე ნათელი დღეა გამოსახული. მაშინ რატომ ჩანს ცაზე ვარსკვლავები? ასეთი რამ შეუძლებელია იყოს.
  16. ბოლო უზუსტობა, ფოთლები ხეზე, რომელიც მარჯვენა მხარეს მდებარეობს. არყის არაა. მისი ფოთლები უფრო ღვიას წააგავს.

თუ დახმარების გარეშე ყველა უზუსტობა იპოვეთ, შეგიძლიათ ამ შესანიშნავი შედეგით იამაყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს