ექიმი: ყავაში რძის დამატება ამცირებს საყლაპავის კიბოს რისკს

301

ყავაში რძის დამატება ადამიანს უკეთ იცავს საყლაპავის ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარებისგან, ამბობს დიეტოლოგი მარია ვოლინკინა.

მისი თქმით, რძიანი ყავის სიყვარული სასარგებლო ჩვევა შეიძლება იყოს. კერძოდ, ექიმის განცხადებით, ყავაში რძის დამატება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.

„მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რძიანი ყავა საყლაპავის კიბოს აფერხებს. ცხელი სასმელი საყლაპავის მგრძნობიარე ქსოვილებს აზიანებს. შედეგად, ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება განვითარდეს. რძე სასმლის ტემპერატურას ამცირებს და ორგანიზმს მის კომფორტულად ათვისებაში ეხმარება“ – ამბობს ექიმი.

ექიმი ამატებს, რომ შავი ყავის მიღება კალციუმის ათვისებას ამცირებს, ხოლო ყავაში რძის დამატება ამ დანაკლისის ანაზღაურებას ხელს უწყობს.

ამავდროულად, ექიმი გაფრთხილებთ, რომ რძიანი ყავის დალევა ყველას არ შეუძლია. სასმელი „მკაცრად უკუჩვენებულია“, თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დარღვევები და დაავადებები, გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები, ნერვული სისტემის დაავადებები გაწუხებთ. გარდა ამისა, ყოველდღე რძიანი ყავის დალევაზე უარი უნდა თქვათ, თუ წონაში დაკლება გსურთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს