5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც მკერდის სილამაზეს ანადგურებს

561

ქალის მკერდი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ზოგიერთმა გავრცელებულმა შეცდომამ მისი გარეგნობის და ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

თუ დავფიქრდებით, უმეტესობა ჩვენგანი მკერდს ყურადღებას არ აქცევს. გახსოვთ, როდის შეამოწმეთ ბოლოს მკერდი? ერთი შეხედვით, ასე არაა, მაგრამ მკერდი სხეულის მგრძნობიარე ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

თუ გსურთ, რომ თქვენი მკერდი ჯანმრთელი დარჩეს, დამატებითი ძალისხმევა გაიღეთ და ყოველდღე პროფილაქტიკური ზომები ჩაიტარეთ, რომ დაავადებები თავიდან აიცილოთ.

აღმოჩნდა, რომ ბევრი ქალი გაუცნობიერებლად იძენს ჩვევებს, რომლებმაც მკერდის ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

Vivien გთავაზობთ სიას, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ, თუ ჯანმრთელი და კარგი ფორმის მკერდის შენარჩუნება გსურთ.

მტერი №1 ყავა

შვედმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს, რომ დღეში 3 და მეტი ფინჯანი ნატურალური შავი ყავის დალევა აწეულ მკერდს ფორმას ადვილად უკარგავს. კვლევაში, რომელშიც 300 მოხალისე ქალი მონაწილეობდა, ნათქვამია, რომ ამ სასმლისადმი სიყვარული მკერდის ზომას 17%–ით ამცირებს!

დაიმახსოვრეთ: სხეულის სილამაზისა და თქვენი ჯანმრთელობისთვის წყალზე უკეთესი ჯერ არ გამოუგონიათ.

მტერი № 2 რუჯი

ყველა ქალმა უნდა დაიმახსოვროს წესი: მკერდის მზეზე მიშვერა არ ღირს და მით უფრო დამცავი კოსმეტიკის გარეშე გარუჯვა. პირველ რიგში, ასე მკერდი უშნოვდება. სოლარიუმებში ულტრაიისფერი სხივები ისე აშრობს კანს, რომ შემდეგ მკერდი სიმკვრივეს და ელასტიურობას კარგავს, საბოლოოდ იწელება.

თუ მზიან ამინდში დეკოლტეს ზონას აშიშვლებთ, მკერდის კანზე კრემი სპფ 30–ით ან უფრო მაღალი აუცილებლად წაისვით.

მტერი № 3 არასწორი ბიუსჰალტერი

ბევრ ქალს ბრენდებისა და სილამაზის რბოლაში ავიწყდება ბიუსჰალტერის მთავარი ფუნქცია, მკერდის სწორად მხარდაჭერა. ძვირადღირებულმა ბიუსჰალტერმაც სტრიები შეიძლება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს: მკერდს ძალიან შეიძლება მოუჭიროს, გაწელოს, ზედმეტად დააწვეს. შედეგად, ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ამის შეიძლება მოჰყვეს მთელი ლიმფური დრენაჟის დარღვევა, რის გამოც ტოქსინები ორგანიზმიდან აღარ გამოვა.

როგორ მივხვდეთ, რომ ბიუსჰალტერი შეუფერებელია? ძალიან მარტივად: ბიუსჰალტერი, რომელიც ზურგზე ცოცავს ან მკერდს შემავსებლით აწვება, მთავარი ნიშნებია, რომ თქვენთვის არაა.

მტერი № 4 მუცელზე ძილი

მკერდი შედგება ცხიმოვანი ქსოვილებისგან, რომლებიც საკმაოდ მოქნილი და ელასტიურია, ამიტომ თქვენი ძილის პოზა მის ფორმაზე გავლენას ახდენს. გვერდზე ან მუცელზე წოლით მკერდის ფორმა არათანაბარი გახდება.

ზურგზე დაწოლას გირჩევთ. ასე სახეზე ნაოჭებსა და ნაკეცებსაც მოიშორებთ.

მტერი № 5 ვარჯიში სპეციალური ტოპის გარეშე

სპორტული ბიუსჰალტერის გარეშე ვარჯიშით მკერდის ლამაზი ფორმა შეიძლება დააზიანოთ. ხშირად განმეორებადი ან მაღალი დატვირთვით ვარჯიში მკერდს ხტუნვას და შედეგად გაწელვას აიძულებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მკერდის ჩამოწელვა და მხრების ტკივილი. რეკომენდებულია, ვარჯიშის დროს ჩაიცვათ შესაბამისი სპორტული ტოპი, რომელიც მკერდს მხარს უჭერს, მაგრამ არ უჭერს.

ალბათ, ლამაზი მკერდის, და არა მხოლოდ მისი, მთავარი მტერია მოწევა. თამბაქოს მოწევა ყველა სახის სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე სარძევე ჯირკვლების ჩამოწევის ალბათობას ზრდის.

მეცნიერებმა ამ ფენომენის მიზეზი ჯერ ვერ გაარკვიეს, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ სიგარეტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ანადგურებს ელასტინს. ეს ცილოვანი სტრუქტურაა, რომელზეც მკერდის კანის ტონუსი და სიმკრივე დამოკიდებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს