ღივები თესლის პატარა ყლორტებია, რომელიც ბევრ კერძში და სალათში გამოიყენება. ხრაშუნა ტექსტურის და ახალი გემოს გარდა, ყლორტები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
„მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით და შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, როგორიცაა C ვიტამინი, რკინა და კალიუმი. გარდა ამისა, შეიცავს ღირებულ ფერმენტებს, როგორიცაა ამილაზა და პროტეაზა, რომლებიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობენ“ – ამბობს იგორ სტროკოვი, ნუტრიციოლოგი.
ღივები მდიდარია უჯრედისით, რომელიც ნაწლავების მუშაობას სტიმულირებს, ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის, წონის კლებას და შიმშილის გრძნობის დათრგუნვას ხელს უწყობს.
ნუტრიციოლოგი ღივების სხვა სასარგებლო თვისებებს ასახელებს.
ღივების მიღებას ჯანმრთელობისთვის რიგი უპირატესობა აქვს.
- დაბალი კალორიულობა. ხორბლის ღივები დაბალკალორიული პროდუქტია. საშუალოდ, 100 გრამი ღივი 30-40 კალორიას შეიცავს.
- ანტიოქსიდანტური ეფექტი. ღივები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელთაც უჯრედების დაზიანების თავიდან აცილება შეუძლიათ. მაგალითად, E ვიტამინი, კაროტინოიდები ან ფლავონოიდები.
- უნივერსალური გამოყენება: ღივები სხვადასხვა კერძში კვებითი ღირებულების გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
„ხორბლის ღივები ნერვულ სისტემას აღადგენს და სისხლის წარმოქმნას აუმჯობესებს“.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.