მოღალატე ცოლზე ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მან თავის ქმარს „რქები დაადგა“. საიდან მოდის ასეთი უცნაური სიტყვათშეთანხმება?
ფილოლოგების აზრით, ამ ფრაზის წარმოშობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
1.ბერძნული
ახალგაზრდა აქტეონი, რომლის მითიც ოვიდის „მეტამორფოზებში“ გვხვდება, ერთხელ თავის ძაღლებთან ერთად სანადიროდ იყო და შემთხვევით დაინახა შიშველ არტემიდეს, რომელიც თავის ნიმფებთან ერთად მდინარეში ბანაობდა. ახალგაზრდა მამაკაცის ცნობისმოყვარეობით გაბრაზებულმა ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია, რომელიც მისმა ძაღლებმა ნაწილებად დაგლიჯეს.
2.ბიზანტიური
ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკ I კომნენს ცოლ-ქმრულ ერთგულებაზე საკუთარი უჩვეულო წარმოდგენები ჰქონდა. ქმარს, რომლის ცოლიც მონარქის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა, ნაკრძალებში ნადირობის უფლება ეძლეოდა. ამასთან იმპერატორის საყვარლის სახლი სპეციალური ნიშნით აღინიშნებოდა: მის ჭიშკარზე სადღესასწაულოდ ირმის რქები ეკიდა.
3.რომაული
წმინდა რომის იმპერიაში სამხედროებს ბრძოლის დროს ქალების თან წაყვანა ეკრძალებოდათ. კანონის დამრღვევს კისერზე ირმის რქას ამაგრებდნენ, რომელიც მებრძოლის უნებისყოფობის სიმბოლო იყო.
4.გერმანული
ძველი გერმანული ტრადიციის მიხედვით, ცოლი, რომლის ქმარიც ომში მიდიოდა, თავის ერთგულ თავზე ირმის რქის მუზარადს იდგამდა, რომელიც სამხედრო ტექნიკის განუყოფელი ნაწილი იყო. ომში წასვლის შემდეგ ქალი საყოველთაოდ გაზრდილი ყურადღების ობიექტი ხდებოდა მამრობით მოსახლეობაში.
თქვენ რომელი ვერსია მიგაჩნიათ ყველაზე უფრო დამაჯერებლად?