თერაპევტი: ამ რძის პროდუქტების მიღება ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაშიც შეგიძლიათ

264

ლაქტოზის აუტანლობა ბევრ ადამიანს აწუხებს.

ბევრისთვის ცნობილია, რომ ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში რძის მიღება უკუჩვენებულია. ამ პრობლემის დროს ადამიანის ორგანიზმი რძის შაქარს ვერ ითვისებს. თერაპევტ ალექსანდრა ბელოვას თქმით, ლაქტოზის აუტანლობა ყველა სახის რძის პროდუქტზე უარის თქმის მიზეზი არაა. ზოგიერთი მათგანი შეიცავს იმდენად მცირე რძის შაქარს, რომ ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაშიც შეგიძლიათ მიირთვათ.

მწიფე ყველი. ყველის მომწიფების ხანგრძლივობა მასში ლაქტოზის რაოდენობაზე გავლენას ახდენს. პროდუქტის „დაბერების“ მიხედვით ლაქტოზა რძემჟავად იშლება. მათ, ვისთვისაც რძე უკუჩვენებულია, შეუძლიათ მიირთვან დაძველებული ყველი (მათ შორის ჩედარი, გაუდა ან პარმეზანი).

კეფირი. თერაპევტის თქმით, კეფირის დუღილის დროს მასში შემავალი ლაქტოზა იშლება რძემჟავად.

იოგურტი. ეს პროდუქტიც ლაქტოზის აუტანლობის დროს მენიუში შეგიძლიათ ჩართოთ. შაქარი რძეში, რომელიც მის მოსამზადებლად გამოიყენება, ბაქტერიებით იშლება.

კარაქი. ეს რძის პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ორგანიზმი რეაგირებას მოახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კილოგრამობით მიირთმევთ. ერბოშიც ცოტა ლაქტოზაა, ამიტომ ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში მისი მიღება უსაფრთხოა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს