დიეტოლოგმა დაასახელა სიმინდის 5 სასარგებლო თვისება

464

სიმინდის ყვითელი მარცვლები მდიდარია C ვიტამინით და B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინით, შეიცავს ბევრ კალციუმს, თუთიას, მაგნიუმს და რკინას. გარდა ამისა, მცენარეში ბევრი უჯრედისია, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

სიმინდი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სიმინდი კვების ძირითად პროდუქტად ითვლება. მისი ყვითელი მარცვლები ხვდება გრილზე, სალათში ან პოპკორნის აპარატში“ – ამბობს დიეტოლოგი ვასილისა პონომარევა.

სიმინდი ძალიან სასარგებლოა, რადგან მარცვლეული ჯანსაღი ნახშირწყლებით და მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია. დიეტოლოგი სიმინდის 5 სასარგებლო თვისებას ასახელებს.

  • ყვითელი მარცვლები ორგანიზმს აწვდის ბევრ მნიშვნელოვან ვიტამინს, როგორიცაა A ვიტამინი, B1, B3, B5, B7 (ბიოტინი) და B9 (ფოლიუმის მჟავა) ვიტამინები. ამრიგად, სიმინდი არა მხოლოდ თმის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, არამედ ჰორმონალური ბალანსის რეგულირებას ხელს უწყობს.
  • მნიშვნელოვანი ვიტამინების გარდა, სიმინდი შეიცავს რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს და თუთიას. მასში შემავალი კაროტინოიდები მხედველობას აუმჯობესებს.
  • სიმინდი მაღალი ხარისხის ცილით უზრუნველგვყოფს. მარცვლეული მდიდარია უჯრედისით, რომელიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. ამას ემატება დაბალი კალორიულობა, 100 გრამზე 90 კალორია. სიმინდით ჯანსაღად შეგიძლიათ დაიკლოთ.
  • სიმინდი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ გლუტენის აუტანლობის შემთხვევაშიც მკვებავი ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ.
  • ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა კალიუმი, რკინა, მაგნიუმი და კალციუმი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.