დისანია – საშინელი ნაკლებად შესწავლილი დაავადება, რომელიც შემოდგომაზე ხშირდება

1450
დისანია - საშინელი ნაკლებად შესწავლილი დაავადება, რომელიც შემოდგომაზე ხშირდება
დისანია - საშინელი ნაკლებად შესწავლილი დაავადება, რომელიც შემოდგომაზე ხშირდება

თუ დილით ლოგინიდან ადგომა გიჭირთ, ამასთან პათოლოგიურად ზარმაცი არ ხართ და ძალიან გვიან არ დაწოლილიხართ, არსებობს ალბათობა რომ თქვენ გაქვთ აშლილობა, სახელად დისანია. დისანია ძალიან ჰგავს კლინომანიას – ობიექტური მიზეზის გარეშე ლოგინში წოლის პათოლოგიური სურვილი.

დისანია დაღლილობა არ არის

ბევრს ლოგინიდან ადგომა უჭირს, მაგრამ დისანია ჩვეულებრივი სიზარმაცე არაა. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს დაღლილობას, სიზარმაცეს, გულგრილობას და ძალების ამოწურვას, მაგრამ დისანიის დროს ადამიანები ობიექტური მიზეზის გარეშე ხშირად შფოთვას განიცდიან.

თუ მომენტი როცა უნდა ადგეთ, სერიოზულ სტრესში გაგდებთ, სავსებით შესაძლებელია დისანია გქონდეთ. ადამიანებს, რომლებიც ამ სინდრომით იტანჯებიან, ხშირად დეპრესიის და შფოთვის დიაგნოზს უსვამენ. ის შეიძლება ჰქონდეს ასევე ადამიანებს, რომლებიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ცხოვრობენ.

იმის გამო, რომ მედიცინა დისანიას არ ცნობს, მისი გავრცელების სტატისტიკა უცნობია.

როგორ ვიმკურნალოთ?

არსებობს კარგი იდეები, რომლებიც შეიძლება მკურნალობის მეთოდად ჩავთვალოთ, თუ რა თქმა უნდა ძილის გახანგრძლივებას არ ჩავთვლით. არსებობს აპლიკაცია Sleep Cycle, რომელიც თქვენ ძილის უფრო მსუბუქი ციკლის დროს გაგაღვიძებთ და ასე თავს ნაკლებად დაღლილად იგრძნობთ.

მიუხედავად იმისა, დისანიის სერიოზული ფორმა გაწუხებთ თუ უბრალოდ ლოგინში დიდხანს დარჩენის სურვილი გაქვთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა – ადრე დაწოლა. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც ადრე უნდა ადგეს. და პირიქით, თუ თქვენ ღამე მუშაობთ, დილით რამდენიმე საათით უფრო დიდხანს იძინეთ.

თქვენ ხომ არ გაწუხებთ დისანია? როგორ აიძულებთ საკუთარ თავს დილით ადგომას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს