ლიმონი, ყავა, მაღვიძარა და სხვა დილის რიტუალები, რომლებიც გაღვიძებაში დაგეხმარებათ

342

თუ დილით ადგომა გიჭირთ, ამ რიტუალების დახმარებით დღის კარგად დაწყებას შეძლებთ. გამამხნევებელი რიტუალები ყველაზე ბუზღუნა ადამიანებსაც დღის ენერგიულად დაწყებას აიძულებს.

იმ ადამიანებს შორის ხართ, ვისაც დილით გაღვიძება უჭირს? ამის დასრულება შეგიძლიათ. გიზიარებთ დილის რიტუალებს, რომლებიც დღის დაწყებას გაგიადვილებთ.

აირჩიეთ სწორი ხმა

„როცა გამკივანი, ხმამაღალი მაღვიძარა გაღვიძებთ, გასაკვირი არაა, რომ ცუდ განწყობაზე დგებით. ჩაანაცვლეთ სასიამოვნო მელოდიით ან საყვარელი რადიოთი, რომ ნაზად გაღვიძება შეძლოთ!“ – ამბობს თერაპევტი ირინა ანდრეევა.

ადრე გაიღვიძეთ, რომ დილის სტრესი მოიშოროთ

დილით უდიდესი სტრესფაქტორია დროის ნაკლებობა. გამოსავალი: ადრე ადექით, რომ დღე მოდუნებულად დაიწყოთ. ბიორითმი მკვეთრად არ შეცვალოთ, უბრალოდ ნელ–ნელა ახალ რეჟიმზე გადადით: ყოველ დილით მაღვიძარა ერთი წუთით ადრე დააყენეთ.

გაიწელეთ

„საწოლშივე გაღვიძებისთანავე გაიწელეთ, რომ „მძიმე ძილიდან“ გამოხვიდეთ. კისერი ფრთხილად გაწელეთ და საფეთქლები დაიზილეთ. სხეულის სურვილებს ინტუიციურად მიჰყევით“.

დაიწყეთ დილა შხაპით, საყვარელი მუსიკით და სირბილით

შამპუნი და შხაპგელი, რომელიც შეიცავს გამაგრილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ციტრუსი, ფორმაში სწრაფად მოგიყვანთ. ჩართეთ საყვარელი მუსიკა და ენდორფინების გამოყოფა გაზარდეთ.

სუფთა ჰაერზე რამდენიმე ნაბიჯის გავლა ყოველთვის უნდა იყოს ვარიანტი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაგიდასთან მუშაობთ და მთელი დღე ოფისის ჰაერს სუნთქავთ.

ფანჯრები გააღეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ

წვიმს და/ან დრო ან სურვილი არ გაქვთ, რომ სამსახურის დაწყებამდე გარეთ გახვიდეთ? პრობლემა არაა. დილით ფანჯრები გააღეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

„დილის ყავაში ცუდი არაფერია. მით უფრო, დღეს მხნედ და ჯანსაღად დაიწყებთ, თუ ორგანიზმს უზმოზე კოფეინით მყისიერ შოკს არ მოუწყობთ“.

აი, რატომ უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი დილით

ციტრუსი არა მხოლოდ შხაპგელში გარედან სტიმულირებს, არამედ ორგანიზმს შიგნიდან აღვიძებს.

„როგორც ტუტე საკვები, ლიმონი ორგანიზმში მჟავებს აბალანსებს. თუ უზმოზე დალევთ, ღამით დაგროვებულ ტოქსინებს გამოდევნით. ასევე საჭმლის მონელებას ხელს შეუწყობთ“

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს