რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც 100 წელზე მეტისაა: რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

1564

Vivien გთავაზობთ, გაიაროთ რორშახის ფსიქოლოგიური ტესტი. მიღებული შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. ზუსტი ტესტი თითქმის 100 წლის წინ შეიქმნა. გაიგეთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ფსიქოდიაგნოსტიკმა ჰერმან რორშახმა ეს პიროვნების ტესტი 1920-იან წლებში ჩაატარა, მაგრამ დღემდე აქტუალობას არ კარგავს.

პიროვნების ტესტი ფსიქოლოგიური ტესტია, რომელიც პიროვნების ხასიათის ძირითად თვისებებს აფასებს. ასეთი ტესტები გვეხმარება გამოვავლინოთ ემოციური და ქცევითი მხარეები, რომლებიც თითოეულ ადამიანში უფრო გამოკვეთილია.

დღევანდელი ტესტის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ, როგორ აღგიქვამენ სხვები, რას ფიქრობენ თქვენზე.

ზოგჯერ ყველას აინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები მასზე. ზოგს საკუთარ ქცევაში თავდაუჯერებლობის უსიამოვნო გრძნობა იპყრობს, როცა ნერვიულობს, თუ რას ფიქრობენ სხვები მის ქცევაზე. ზოგი გარშემომყოფების აზრის მიმართ უფრო თავშეკავებულია. ვერ გავაკონტროლებთ, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ღირებულებების, სტანდარტების და ცრურწმენების ნაკრები, რომელიც სხვების აღქმას განსაზღვრავს. ზოგის თვალში კარგი ადამიანი ვართ, სხვების – ცუდი!

საკმარისია სურათს შეხედოთ და გვიპასუხოთ, რა დაინახეთ პირველად, რომ გაიგოთ, სხვების აზრი თქვენზე. სურათს მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედეთ, რომ ტესტის შედეგი მაქსიმალურად ზუსტი გამოვიდეს. პიროვნების ტესტში გულწრფელობა მნიშვნელოვანია.

გაფრთხილებთ, რომ მსგავსი ტესტები ასპროცენტიანი არაა, მაგრამ სარგებელი ნამდვილად აქვს. ერთგვარი დამხმარეა თვითანალიზსა და საკუთარი თავის ღრმად შეცნობის პროცესში. ტესტიდან მიღებული ინფორმაცია საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

მზად ხართ? რა დაინახეთ პირველად სურათზე?

ტესტის შედეგები

კაცის სახე

თუ პირველად კაცის სახე დაინახეთ, სხვები ფიქრობენ, რომ სიმართლის თქმის არ გეშინიათ. ძლიერი და პირდაპირი ხართ. თქვენთან ურთიერთობისას ხშირად თავს არაკომფორტულად გრძნობენ.

მწარე სიმართლის თქმა გიყვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესიერად კომუნიკაცია არ შეგიძლიათ. უბრალოდ, თუ რაღაცას ფიქრობთ, პირდაპირ ამბობთ. ეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მომენტებს ეხება. ფიქრობთ, რომ გულახდილობა ურთიერთობას რეალურს და გულწრფელს ხდის. სამწუხაროდ, ყველა ამისთვის მზად არაა.

ნამდვილად გჯერათ, რომ სიმართლე ყოველთვის ტკბილი არაა და ხალხს ზოგჯერ სიმართლის თქმა სჭირდება, თუნდაც უსიამოვნო იყოს. გულწრფელობას და გულახდილობას აფასებთ.

თქვენში ბევრი კარგი რამ არის. რთულ სიტუაციებშიც სანუგეშო სიტყვებს პოულობთ. ზრუნავთ მათზე, ვინც თქვენს გვერდითაა. შეგნებულად ირჩევთ სიტუაციებს, სადაც საჭიროა გულახდილობა და კომპლიმენტების გაკეთება, რომელიც სხვებს განწყობას უმაღლებს.

საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხართ, მლიქვნელობას ვერ ვიტანთ და ელით, რომ თანამოსაუბრეც თქვენ მიმართ გულწრფელი იქნება. სიტყვას ყოველთვის ასრულებთ. ტრაბახი არ გიყვართ. არ მოგწონთ, როცა გეხუმრებიან.

გოგო ან გოგოები

გარშემომყოფებს უყვართ, თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან სხვების განწყობის, ემოციების გაგება და მათი შევსება შეგიძლიათ. უბრალო ადამიანი ხართ, თქვენთან თითქმის ყველაფერზე მოლაპარაკება შეიძლება.

ბუნებით ძალიან მგრძნობიარე, ხშირად ემოციებით სავსე ხართ. საზოგადოებაში საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე ხშირად საუბრობთ. არ გიყვართ კონფლიქტი, ამიტომ კამათში ჩართვას ერიდებით.

უპირატესობას ანიჭებთ მოლაპარაკებას, კომპრომისზე წასვლას, სიტუაციიდან გამოსვლის პოვნას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. სხვების კრიტიკას გაურბიხართ, ცდილობთ არავის გრძნობები არ შელახოთ. თუნდაც სხვისი საქციელი არ მოგწონდეთ, მის მხარეს დგებით, მის გრძნობებს განიცდით, მის გაგებას ცდილობთ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეთ. ასეთი მიდგომა გეხმარებათ თანამგრძნობიარე დარჩეთ. გესმით, რომ ასეთი ქცევა გეხმარებათ იყოთ მოქნილი და გამგებიანი.

მეგობრები და ახლობლები ყოველთვის ამბობენ, რომ თქვენთან თავს კარგად გრძნობებენ, რომ ეხმარებით სიმშვიდის და კომფორტის მოპოვებაში. ამავდროულად, ჰიპერმგრძნობიარე და ძალიან ემოციური ხართ.

ყველაფერი ერთად

თუ ყველაფერი ერთდროულად დაინახეთ, ძალიან კომუნიკაბელური ხართ, ურთიერთობის ნიჭი გაქვთ. სხვებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. სხვების მიმართ ინტერესს ხშირად ავლენთ, კითხვებს უსვამთ და მათ ისტორიებს ისმენთ. დარწმუნებული ხართ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საინტერესო ამბავი, რომლიდანაც რაღაც ახლის სწავლა შეიძლება. მთავარია, მოსმენა ვიცოდეთ.

ცდილობთ, რომ სხვები პირველი შთაბეჭდილებით არ შეაფასოთ. ფიქრობთ, ყველას შეუძლია შეიცვალოს ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, როცა სიტუაცია სულ სხვა ადამიანად გვაქცევს. უცნობებთან ინტერესით ურთიერთობთ, საერთო ინტერესებს და სასაუბრო თემას ეძებთ, ხშირად ეს ახალ მეგობრულ ნაცნობობას იწვევს.

სხვების საზღვრებს იცავთ და საკუთარ აზრს ყოველთვის პატივისცემით გამოხატავთ. გარდა ამისა, თქვენი მოსაზრების თავზე მოხვევას არ ცდილობთ. გარშემომყოფები გაფასებენ იმის გამო, რომ შეგიძლიათ მოსმენა, თანაგრძნობა, სხვისი განცდების გაზიარება, მათ საუბარში ნებისმიერი ცვლილების დაჭერა და მათი განწყობის მხარდაჭერა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს