უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის, ხომალდის გახსნა ან შეუშვით ცვლილებების ქარი თქვენს ცხოვრებაში

411

ივნისის მეორე ნახევარი – პერიოდი, როცა უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის, ხომალდის ძლიერი და შესანიშნავი ენერგია დედამიწაზე იმოძრავებს. პორტალი იხსნება 18 ივნისს, ახალი მთვარის დღეს, ხოლო იხურება 27 ივნისს, როცა მერკური, მზესთან ერთად, ტყუპებსა და კირჩხიბს შორის საზღვარს გადაკვეთს და მას დიდი მანძილით დაშორდება.

შეგახსენებთ, რომ ხომალდის კარიბჭე ტყუპებისა და კირჩხიბის საზღვარზე მდებარეობს. სხვათა შორის, 18-24 ივნისის პერიოდში დაბადებულნი ამ დიდებული უმაღლესი ნიშნის იღბლიანი წარმომადგენლები არიან, რადგან მათი მზე დაბადების მომენტში სწორედ ამ ორი ნიშნის საზღვარზე იყო, ხომალდის შესასვლელი გახსნილი იყო. ადამიანები, რომელთანაც, როგორც მინიმუმ, ორი პლანეტა ან მთვარე ტყუპების საზღვარზეა, კირჩხიბიც მისი წარმომადგენელია.

18-27 ივნისის პერიოდში პლანეტები, რომლებიც ხომალდს ხსნიან, ქმნიან ძლიერ კონფიგურაციას, რომელიც მოიცავს ბედის ღერძს, მთვარეს, მზეს, შემდეგ მერკურიც მის თავზე ამოვა. ეს ნიშანია, რომ ამ დღეებში წარსულის შეცდომები შეგიძლიათ წარმატებით გამოასწოროთ და ამით მომავალზე დადებითად იმოქმედოთ. ასეთი პლანეტარული ურთიერთქმედება გვაძლევს დაფიქრების, ღრმა რეფლექსიის, ცნობიერების და პირადი აღმოჩენების ტრანსფორმაციის, ბედის შეცვლის მომენტებს. ამ დღეებში ყველას ექნება შანსი, რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოუშვას, დაიწყოს მნიშვნელოვანი პროექტი, პროგრამა ან პროცესი. შანსი არ გაუშვათ, ფანჯარა და კარი ფართოდ გააღეთ, თქვენს სამყაროში ცვლილებების ქარი შემოუშვით. დატოვეთ კომფორტის ზონა, რომელიც ჭაობია, საიდანაც თავის დაღწევა დროთა განმავლობაში უფრო რთულდება.

რა ენერგიებს გვიგზავნის უმაღლესი ნიშანი ხომალდი? ის განახლების მოთხოვნილებებს ზრდის, ცვლილებების სურვილს აძლიერებს, ზოგში თავგადასავლების და გარისკვის სურვილს ამძაფრებს. გარისკვის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ცაში მარსის და ვენერას ლილიტი ლომში მეფობს, რაც გვაფრთხილებს, რომ ზედმეტად არ ვიჩქაროთ და იმპულსურად არ ვიმოქმედოთ, რადგან ეს ყოველთვის კარგად არ დასრულდება.

ამ დღეებში ინტუიციურად შეიძლება იგრძნოთ, საიდან უბერავს ცვლილებების ქარი, საით ღირს გზის გაგრძელება. ქვეცნობიერად ვიჭერთ იმას, რაც სწორი გადაწყვეტილების და არჩევანის მიღებაში გვეხმარება.

ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში ახალ ტალღაზე გადავლენ, ცვლილებისკენ კურსს აიღებენ, ხომალდის იალქნებს ამ ტრანსფორმაციული ენერგიებით გაავსებენ, წაგებულნი არ დარჩებიან. ის, ვინც აირჩევს კომფორტის ჩვეულ ზონას, რომელიც ნაკლებად მოსახერხებელი, მაგრამ ნაცნობია, ცვლილებებს კარს დაუხურავს, სიზარმაცით და შიშით იმოქმედებს, შანსს ხელიდან გაუშვებს. თუ ახლა რამე თქვენს ცხოვრებაში შემოიჭრება, რამაც შეიძლება დიდი ცვლილებები გამოიწვიოს, კარი ფართოდ გააღეთ, ცვლილებები თქვენს ბედში შემოუშვით, წადით იქ, სადაც არის შიში, სირთულე და დაძაბულობა, სადაც საჭიროა ძალისხმევა საკუთარ თავში და არა ბრძოლა საკუთარ თავთან.

ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ  ინფორმაციას და ხალხს, რომელიც თქვენს სივრცეში იჭრება. ეს შეიძლება იყოს ბედის ნიშანი, რომელიც სწორ მიმართულებას ან გადაწყვეტილებას მიგანიშნებთ.

სხვათა შორის, ხომალდის ენერგია ხელს უწყობს მოგზაურობას, საცხოვრებლის შეცვლას, ახალ ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლას. თუ ამაზე ფიქრობთ, ბედის ნიშანი არაერთხელ მიიღეთ, დროა გაბედულად იმოქმედოთ. სამოგზაუროდ კარგი პერიოდია. ალბათ, ახლა გარემოს შეცვლის, სადმე წასვლის, ხომალდის მოწოდების შეგრძნების სურვილი გაგიჩნდათ!

მინდა გიამბობთ ამ უნიკალურ ადამიანებზე, რომელთა ნატალურ რუკაზე დაბადებიდან ეს უმაღლესი ნიშანი ხომალდი გახსნილია. ხომალდის ადამიანი სამყაროსა და ახალი ცოდნისთვის გახსნილია. ზედმეტად კომუნიკაბელური, მსუბუქი, მოქნილი და ცნობისმოყვარეა. მასში ძლიერი ინტუიცია და წარმოუდგენლად განვითარებული ინტელექტი გაერთიანებულია. ახასიათებს მეწარმეობა, გამჭრიახობა, გამომგონებლობა, საქმიანი უნარი. ცვლილებები და ბედის გამოწვევები არ აშინებს. უნარი აქვს ჰარმონიაში იყოს ბუნების ძალებთან, საერთო კოლექტიურ ქვეცნობიერთან. აქედან ინტუიციურ დონეზე ინფორმაციას იღებს, რაც მსოფლიო ცვლილებების დაჭერასა და სწორი მიმართულების არჩევაში ეხმარება. კარგი ლიდერული პოტენციალი აქვს, რაც ეხმარება მართოს ხალხი, რომელთაც განახლება, ცვლილებები სჭირდებათ, მაგრამ ეშინიათ და საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. სხვებისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის, მათთვის სიბნელეში შუქურაა. ეს ერთდროულად ამოცანა და საჩუქარია!

მნიშვნელოვანია, რომ ხომალდის ადამიანმა არ დაკარგოს საღი აზრი, აზროვნების სიცხადე, ობიექტურობა, აღქმის უნარი. თავისი ან სხვისი ცრუ მოსაზრებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს, ცარიელმა ილუზიებმა და იდეებმა არ უნდა შეიპყროს. ხომალდის მიზანია ჭეშმარიტების აღმოჩენა და შეცნობა, ცხოვრების აზრის, ახლის გაგება, თავის ეგრეგორის ძიება, თან ნებისმიერი შიშის, სირთულის და შფოთვის გადალახვა. მისთვის მნიშვნელოვანია ოცნების ქონება, თან აუცილებლად უნდა იყოს ჭეშმარიტება, მისი. მხოლოდ ასე მიზნისკენ მიმავალი გზა ზუსტი და სწრაფი იქნება. ხომალდი წარსულსა და მომავალს შორის კავშირს ამყარებს, სხვებისთვის ახალ ჰორიზონტებს ხსნის, აჩვენებს, რომ ახალი სამყაროსკენ გზა მშვენიერია, ხოლო შიში და შეზღუდვა მხოლოდ მნახველის თვალშია.

ხომალდის ადამიანისთვის უკუჩვენებულია სტაგნაცია და რუტინა. ხომალდის უნარის გამოყენებას შეძლებს მხოლოდ მაშინ, როცა მოძრაობს და ახლის მიღწევას ცდილობს. მომავლის შიში და თავდაუჯერებლობა, ოპტიმიზმის და რწმენის დაკარგვა მასში უმაღლესი ნიშნის ენერგიებს ბლოკავს, ცვლილებების შესაძლებლობას ართმევს, უბედურს ხდის, მამოძრავებელ ძალას, ცხოვრების აზრს და სიხარულს ართმევს.

შეჯამებისთვის, 18-27 ივნისი საჩუქარია მათთვის, ვინც ცხოვრებას არ ცვლიდა და მასთან ერთად არ იცვლებოდა, როცა ამას გარემოება მოითხოვდა, ვინც რეალობა სიხარულსა და შთაგონებას მოკლებულ ჭაობად აქცია, ცხოვრების და მოქმედების სურვილი დაკარგა. სამყარო კარგ შანს გაძლევთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამჯერად ნუ შეშინდებით!