სიღარიბის ხაფანგი ან რამდენიმე ჩვევა, რომელიც გამდიდრებაში ხელს გიშლით

817

სიღარიბესთან ბრძოლა იწყება მაშინ, როცა ადამიანი ფსიქოლოგიურად მის ბორკილებს იშორებს. ბევრი ფულის შოვნა საკმარისი არაა, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოთ. სიმდიდრის არსი ხომ მხოლოდ სავსე საფულე არაა.

ზოგიერთი ჩვევა და დოგმა სიღარიბის ხაფანგში გვამწყვდევს. მისგან თავის დასაღწევად უნდა იცოდეთ, რას აკეთებთ არასწორად. Vivien ამის შესახებ გიამბობთ.

სიღარიბესთან ბრძოლა

როცა ფინანსური პრობლემები გვაქვს, ეკონომიურად ხარჯვა გვიწევს. ეს ცუდი ჩვევა არაა, რადგან დამოუკიდებლობას და დისციპლინას გვასწავლის. სისხლით ნაშოვნ ფულს შეგნებულად ვხარჯავთ. თუმცა ზოგჯერ ეს ფანატიზმში გადადის.

მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი მზადაა მთელი ქალაქი რაღაც ფასდაკლების გამო შემოიაროს. ასე ხომ უფრო იაფია! ყველა არ უფიქრდება, რომ თავის ძვირფას რესურს, დროს ხარჯავს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მგზავრობაზე ფულს მაინც ხარჯავთ. ნუთუ ამად ღირს?

ადრე მეც ასე ვიქცეოდი. ახლა მესმის, რომ ზედმეტის გადახდა სჯობს, ვიდრე გზაზე ან სხვა რამეზე ზედმეტი დროის დახარჯვა. დაზოგვის მცდელობისას ბევრი ადამიანი უხარისხო ნივთებს ყიდულობს. მაგალითად, ფეხსაცმელს, რომელიც უკვე მეორე სეზონზე გამოუსადეგარია.

ძვირადღირებული, მაგრამ ხარისხიანი ფეხსაცმლის ყიდვა ღირს. ამ შემთხვევაში რამდენიმე წელი ჩაცმას შეძლებთ. ასეთი შენაძენი გამართლებულია. ასე უთვალავ ნარჩენს თავს აარიდებთ, რადგან გაფუჭებულ ფეხსაცმელს ვერავის აჩუქებთ. მისი ადგილი ნაგავსაყრელზეა.

ტყუილად არ ამბობენ, რომ ძუნწი ორჯერ იხდის. პირად საჭიროებებზე დაზოგვა სისულელეა. უბრალოდ მათი სწორად დაკმაყოფილება უნდა ისწავლოთ. ორგანიზმის ძირითადი მოთხოვნილებების უგულებელყოფა და დაბალი ხარიხის საკვების ყიდვა არ ღირს. ექიმთან ვიზიტიც ბოლო წუთამდე არ უნდა გადადოთ. ბოლოს უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ.

სიღარიბის სხვა ჩვევები

სიღარიბის ხაფანგში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც ფულით შეპყრობილნი არიან. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო ძლიერ გიყვარს ფული, მით უფრო გაგიჭირდებათ მისი გამომუშავება. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობს, სხვა კატეგორიებზე არ ფიქრობს.

ალბათ, გყავთ მეგობრები, რომლებიც ყველაფერს ფულად ექვივალენტად აქცევენ. ისინი ითვლიან, რამდენი დახარჯეს მეგობრებმა საჩუქრებზე, რომ მოგვიანებით იმავე ღირებულების საჩუქრები გაუკეთონ. ასეთი ხალხი სტუმრად ყოფნისას ანგარიშობს, რამდენი დახარჯა მასპინძელმა წვეულების გასამართად.

ფულით ასეთი მანიაკალური გატაცება კარგს არ მოგიტანთ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როგორც წესი, ასეთ ხალხს საფულე ხშირად ცარიელი აქვს.

უფულობაზე ბევრი დოგმა ჩვენი მშობლების წარსულიდან მოდის. სსრკ–ში მცხოვრები საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვერ აძლევდა. ალბათ, გსმენიათ ფრაზა: „კარგად არ ვცხოვრობთ, დასაწყებიც არაფერია“.

თუ ასე ფიქრობთ, ალბათ, ვერ გამდიდრდებით. მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური შეზღუდვაა. ადამიანი თითქოს საკუთარ თავს კარგად ცხოვრებას და მეტის გამომუშავებას უკრძალავს.

ცხოვრებაზე ჩივილის მოსმენა ყველას არ სიამოვნებს. სწორედ ამიტომ, უბედურების მოზიარე მეგობრების ძიება იწყება. თუ ადამიანი ასეთ თანამოაზრეს იპოვის, ამ ორმოდან ამოსვლა უფრო გაუჭირდება. ერთად შეძლებთ საკუთარ უბედურებაში დაადანაშაულოთ ყველა, ოღონდ არა საკუთარი თავი. ეს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში ხელს შეგიშლით.

სიღარიბესთან ბრძოლა: როგორ შეცვალოთ ცხოვრება

რა გააკეთოთ, რომ სიღარიბის დოგმები მოიშოროთ? პირველ რიგში, არა მხოლოდ ფული, არამედ დრო დააფასეთ. ასე მიხვდებით, რომ ეკონომიის გამო დროის მსხვერპლად გაღება უაზროა. ეს ცვლილებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მეორეც, შეადგინეთ ნივთების სია, რომელიც ადრე არასდროს გიყიდიათ, „რადგან ძვირია“. ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავა კაფეში. საკუთარი თავი რეგულარულად გაახარეთ, თუნდაც კვირაში ერთხელ. ასე ნამდვილად არ გაღარიბდებით, სამაგიეროდ მიხვდებით, რომ სამყარო არ დაინგრა და საკუთარ თავზე ზრუნვას იმსახურებთ.

თქვენს ცხოვრებაში ცოტა ფერები შემოიტანეთ. განწყობის ასამაღლებლად უჩვეულო აქსესუარი შეიძინეთ. საჭმელზე ექსპერიმენტები ჩაატარეთ, თუ მომზადება გიყვართ. გააკეთეთ ის, რისიც ადრე გეშინოდათ.

დოგმების შეცვლა გვიანი არასდროსაა. მთავარია, მიზანი და სხვაგვარად ცხოვრების სურვილი გქონდეთ.