თუ შეამჩნიეთ, რომ ეს ხდება, იცოდეთ, თქვენი სახლი გათვალვაზე ყვირის

1120

ჩვენი სახლი ჩვენს შინაგან მდგომარეობას ასახავს. ჩვენი ენერგეტიკა სახლის ენერგეტიკასთან გადაჯაჭვულია. დროთა განმავლობაში ვხვდებით იმ ადგილის ნაწილი, სადაც ვცხოვრობთ. ყველა ის პროგრამა, ენერგია, რომელსაც გარედან ვიღებთ, ასე თუ ისე სახლის ენერგიას ერევა. სწორედ ამიტომ, გათვალვისას სახლიდან სხვადასხვა მინიშნებას და გაფრთხილებებს მივიღებთ. Vivien გიამბობთ, რომელ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ჯადო და ავი თვალი სახლში

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, გატეხილი დანაა. მნიშვნელობა არ აქვს, დანა ძველია თუ ახალი. ახალ დანაზე განსაკუთრებით კარგად მუშაობს. მაგალითად, დანა შეიძლება ახლახან შეიძინეთ და უკვე სახელური დაუზიანდა. დანის ხარისხსა და ფასსაც მნიშვნელობა არ აქვს. მსგავსი რამ ხარისხიან დანაზეც შეიძლება მოხდეს.

დანის პირი შეიძლება ძალიან გამრუდებული იყოს, თუმცა მექანიკური დაზიანება არ ჰქონდეს. დანის პირი შეიძლება სწრაფად ბლაგვდებოდეს, თუნდაც დილით გალესოთ. ეს ყველაფერი მიგანიშნებთ, რომ სახლის მფლობელი ჯადოსნურ მარტოობაზე გათვალეს. თუ მკითხველებს შორის გასათხოვარი გოგონები არიან, სამზარეულოში დანების მდგომარეობა შეამოწმეთ.

ცალკე აღსანიშნავია ისეთი გაუმართაობა, როგორიცაა გატეხილი წვერი. დანა ძლიერი და მთელი შეიძლება იყოს, მაგრამ გატეხილი წვერით. ეს მექანიკური დაზიანება შეიძლება იყოს, მაგრამ მამაკაცზე ჯადოსნურ რიტუალს ძალიან ჰგავს. კერძოდ, მამაკაცური ძალის დაკარგვაზე მიმართულია.

თუ სახლში ცხოვრობს წყვილი და რაღაც პრობლემები აქვს, დანის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. თუ დანის წვერი მარტოხელა გოგოს სახლში გატყდა, ეს ჯადოს ნიშანია, რომ მამაკაცი მის სახლში დიდხანს არ დარჩეს.

მინიშნებები სახლიდან

შემდეგი მინიშნება სახლიდან, რომ ყველაფერი რიგზე არაა, ფეხსაცმელია. თუ ზუსტად გახსოვთ, რომ ჩუსტები სწორად იდო, როცა სახლიდან გახვედით, ხოლო დაბრუნებისას სხვადასხვა მხარეს გაფანტული ან სხვა ადგილას დაგხვდათ, ეს სახიფათო ნიშანია. თუნდაც ვიღაც შემთხვევით შეეხო ან ცხოველმა მისით ითამაშა. ეს ნიშანია, რომ ფეხსაცმლის მფლობელზე ჯადოა გაკეთებული. ყველაზე ცუდია, როცა ჩუსტები სხვადასხვა ოთახში გაფანტულია.

სახლში ცუდი ენერგეტიკის კიდევ ერთი ნიშანია, კვების პროდუქტების სწრაფად გაფუჭება. ახალი მაცივარი, ახალი პროდუქტები, მუდმივი კონტროლი – ეს ყველაფერი ვერ დაგეხმარებათ, თუ ჯანმრთელობაზე გათვალული ხართ.

თუ ამჩნევთ ობს არა მხოლოდ ნაყიდ პროდუქტზე ან ამჟავებულ რძემჟავა პროდუქტზე, ჯანმრთელობაზე დაფიქრდით. გამოკვლევები ჩაიტარეთ და ქრონიკულ დაავადებებზე შემოწმება გაიარეთ.

ხალხში გავრცელებულია სახელწოდება „ობობის ჯადო“. ეს კრებითი სახელია, რომელიც ყველაზე ხშირად მიუთითებს იმას, რომ სახლში, ხშირად ერთ ოთახში, ბევრი ქსელი და ობობაა.

მუდმივი დალაგებაც საქმეს არ შველის. ობობის გარდა შეიძლება იყოს ბუზების გროვა, განსაკუთრებით ზამთარში. ეს ნიშანია, რომ სახლის მფლობელებზე ერთ–ერთის გარდაცვალებაზე გათვალვაა გაკეთებული. ამ შემთხვევაში სასწრაფო ზომა უნდა მიიღოთ.

სხვა ნიშნები

და ბოლოს, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ე.წ. ქურდობაზე. გათვალვა ქურდობაზე ან ხანძარზე. როგორ აღმოვაჩინოთ? ნივთები და ტანსაცმელი პატარა მრგვალ ნახვრეტებზე შეამოწმეთ. გარეგნულად ჩრჩილის ნახვრეტს ჰგავს. ჯადოს მოსაშორებლად ნახვრეტიანი ნივთები უნდა დაწვათ. ასე ადვილად გაარკვევთ, ვისგან იყო გათვალვა – მაწყენართან ხანძარი მოხდება.

რა გავაკეთოთ, თუ ყველა მაჩვენებელი გათვალვას მიუთითებს და სიტუაცია მეორდება? ჯადოქართან გაქცევა საჭირო არაა. მათგან მეტი უსიამოვნება შეიძლება მიიღოთ. ჯერ დამოუკიდებლად გამკლავება სცადეთ.

პირველ რიგში, გაანალიზეთ, რამდენად ხშირად ხდება უცნაური რამ, როდის დაიწყო. ვისთან გქონდათ ამ დროს მჭიდრო კომუნიკაცია და რაზე საუბრობდით. მეორეც, გატეხილი ნივთი ან საგანი, რომელზეც ჯადოა გაკეთებული, აუცილებლად მოიშორეთ. უმჯობესია დაწვათ.

მესამეც, მომავალში ასეთ სიტუაციებს დააკვირდით და მეორე ნახევარს, შვილებს და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციეთ. ძლიერი ოჯახი ხომ აუღებელი ციხესიმაგრეა.