კარდიოლოგი: ორშაბათს იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი 

526

ირლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვირის პირველ დღეს ადამიანები ინფარქტისა და ინსულტის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან. კვლევის ჩატარების შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათს პაციენტების კარდიოგრამა ყველაზე ხშირად მიუთითებს ST სეგმენტის დონის მატებას, რაც პარკუჭების მიოკარდიუმსა და მათ მალე კვდომაზე საუბრობს. კარდიოლოგი ოლგა იაკუშევა ირლანდიელი მეცნიერების აღმოჩენაზე კომენტარს აკეთებს.

„სავარაუდოდ, ასეთ ეფექტს გარემოს მკვეთრი ცვლილება იწვევს: დასვენებიდან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი განიცდის ძლიერ სტრესს და ორგანიზმი ასეთი რაოდენობის ნეგატიურ ჰორმონალურ მატებას ვერ უმკლავდება“ – ამბობს კარდიოლოგი.

ასევე ექიმი აღნიშნავს, რომ ორგანიზმის მსგავსი რეაქცია ძლიერი დაძაბულობის ანარეკლია, რომელშიც სხეული იმყოფება. ადამიანები კვირის განმავლობაში დაგროვებული სტრესის მოშორებას ვერ ასწრებენ, რომ უკვე ახალი კვირა დგება. ამის გათვალისწინებით ექსპერტი გირჩევთ, რომ დასვენების დროს სტრესის სწორად მოშორება ვისწავლოთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ კონსულტანცია სპეციალისტთან გაიარეთ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე მკურნალ ექიმს მიმართეთ.