კისრის ტკივილმა ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. მწვავე, ყრუ ან პულსირებადი შეიძლება იყოს. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ თავის მობრუნებაც გვიჭირს. მსგავსი პრობლემა ოფისის თანამშრომლებს ხშირად აწუხებთ. კისრის დისკომფორტის მიზეზი ხშირად ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაა. სხეულის ამ ნაწილში ტკივილის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს და მათში გარკვევა აუცილებელია.
რატომ გვტკივა კისერი?
კისრის არეში ტკივილის ზუსტი მიზეზის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. სწორად დასმული დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობა პრობლემას მალე დაგავიწყებთ, თან დიდი ხნით ან შესაძლოა სამუდამოდ. თერაპიის ხანგრძლივობაზე დაავადების სიმძიმე გავლენას ახდენს.
ტკივილი მხოლოდ კისრის არეში შეიძლება იგრძნოთ ან სხვა ორგანოებს და ნაწილებს გადაეცემოდეს. ზოგჯერ ცერვიკალგია ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეულია. მსგავსი ალბათობა ტომოგრაფიით უნდა გამოირიცხოს.
კისერი სხეულის საკმაოდ მგრძნობიარე ნაწილია. მასში დისკომფორტს შინაგანი ორგანოების პათოლოგიების პროვოცირება შეუძლია. მსგავსი პრობლემა თითქმის ყველას აწუხებს. ზოგიერთში ტკივილი რამდენიმე საათში ან დღეში თავისით ქრება, სხვებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
კისრის ტკივილის ხშირი გამეორება სახიფათო სიგნალია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.
ხერხემლის კისრის ნაწილის ტკივილი რამდენიმე სახეობად კლასიფიცირდება. ყველაზე ხშირად ზურგის პათოლოგიების შედეგია:
- თიაქარი;
- ათროზი;
- მალების დაშორება;
ტრავმის შედეგები მთელი ცხოვრებაში შეიძლება იგრძნოთ.
კისრის დისკომფორტი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზით, მათ შორისაა:
- ახალწარმონაქმნი;
- რევმატიზმი;
- ენდოკრინული დარღვევები;
- ინფექციური დაავადებები;
ხშირად კისრის ტკივილი მიოფასციალური სინდრომის შედეგია. ის კისრის კუნთების ხანგრძლივი დატვირთვის, ზედმეტი გაცივების გამო ვითარდება. ამ შემთხვევაში ტკივილი ზომიერად ინტენსიური და ხანმოკლეა. თავის შეზღუდული მოძრაობა, კუნთების სპაზმი ახლავს. კისრის არეში შეიძლება იყოს შემჭიდროება, ხოლო ტკივილი ზეწოლის დროს მოხდეს. ასეთი დისკომფორტი უმეტესად თავისით გადადის.
კისრის ოსტეოქონდროზი უფრო სერიოზულია. ამ დაავადებაში იგულისხმება ხერხემლის დეგენერაციულ–დისტროფიული დაზიანება. ის მალთაშუა დისკების დეფორმაციის და დაზიანების ფონზე ვითარდება. ნაკლებად ელასტიური ხდება, რაც მალთაშუა სახსრების დატვირთვას, ართროზს და ნერვული დაბოლოებების გაჭედვას იწვევს. ასაკთან ერთად ხრტილები იფიტება, მალებს შორის დაშორება მცირდება, რაც კავშირების დაზიანებას იწვევს.
ფაცეტური სახსრების დისფუნქცია არანაკლებ საშიშია. ეს კისრის დისკომფორტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
სახსრების ზედაპირებზე ხრტილების დასუსტებას ახლავს ძვლოვანი წანაზარდები, მათ ოსტეოფიტებს უწოდებენ. ისინი მალებს შორის სივრცეს ამცირებენ, რის გამოც ნერვული დაბოლოებები იჭედება. მსგავ შემთხვევაში ჩნდება ყრუ ტკივილი, რომელიც თანდათან იზრდება, მისი ინტენსივობა დაბალია. ჩვეულებრივ, დისკომფორტი დილით გაღვიძებისას ჩნდება. მას იწვევს არაკომფორტულ პოზაში, მაგალითად, მაღალ ბალიშზე, ძილი. მოძრაობისას ტკივილი ძლიერდება, ხოლო მშვიდ მდგომარეობაში თითქმის არ იგრძნობა. დისკომფორტი კეფის ან ყურის მიდამოში შეიძლება იგრძნოთ.
კისრის ტკივილი თიაქრის ან მალთაშუა დისკის ამოვარდნის შედეგი შეიძლება იყოს. ზურგის ტვინის შეკუმშვა ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის დარღვევას, მტკივნეულ სინდრომს იწვევს. ხშირად პულსირებადი ტკივილი დახრის ან თავის უკან გადაწევისას ძლიერდება.
როცა ზურგის ტვინი თიაქრით დიდხანს შეკუმშულია, ზურგის ტვინის მიმოქცევა ირღვევა, ასეთ შემთხვევაში კისრის მიელოპათიასგან გვაქვს საქმე. ტკივილს არა მხოლოდ კისერში, არამედ ბეჭებსა და მხრებში ვგრძნობთ. მოძრაობისას ტკივილი იზრდება და მედიკამენტის მიღების შემდეგ მცირდება.
რა გავაკეთოთ კისრის ტკივილის დროს?
კისრის ტკივილის დროს თვითმკურნალობა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. მსგავს შემთხვევაში დიაგნოზის დასმა აუცილებელია. ბევრი ადამიანი, რომელთაც კისრის ტკივილი აწუხებთ, ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას ეძებენ, სადაც მსგავსი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები აღწერილია. ასეთი მიდგომა არასწორია.
თუ კისრის დისკომფორტი რამდენიმე დღე ან კვირა არ ქრება, ნევროლოგთან მიღებაზე ჩაეწერეთ. ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევებს, რომელიც ჩვეულებრივ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას და კომპიუტერულ ტომოგრაფიას მოიცავს. ორივე მეთოდი კისრის მდგომარეობის შესაფასებლად და დიაგნოზის დასასმელად დიდ ინფორმაციას იძლევა.
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერულ ტომოგრაფია კისრის, ზურგის, კუნთების და შინაგანი ორგანოების ტკივილის დროს ინიშნება. სხვადასხვა პათოლოგიის დროულად გამოსავლენად შეუცვლელია მეთოდია. მათი დახმარებით ექიმი სწორი მკურნალობის დანიშვნას ახერხებს.