ერთი შეხედვით, ივნისში აგარაკზე საქმე მცირდება, თუმცა თითოეულ კულტურას თვალყური სჭირდება. ეს განსაკუთრებით ეხება ყაბაყს, პომიდორს და ყველა სახის კომბოსტოს. ამ კულტურებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მებაღეობის სამყაროში ყველაფრის დროულად გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი გაშვებული მომენტიც ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ. ივნისში კომბოსტოს, ყაბაყის და პომიდვრის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. წლის ამ პერიოდში მცენარეები მავნებლების, საკვები ნივთიერებების დეფიციტის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეები არიან და ბევრ მორწყვას მოითხოვენ.
Vivien გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას მომავალი მოსავლის გასაზრდელად. ამ მოქმედებების შესრულებით მცენარეს ზრდასა და ნაყოფიერებაში დაეხმარებით.
კომბოსტოზე ზრუნვა
კომბოსტოს განვითარების ყველა ეტაპზე ზოგადი მოვლა სჭირდება, მაგრამ შუა ივნისში მუხლუხოს, ლოქორას და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ სასწრაფოდ უნდა დაამუშავოთ. მავნებლები ამ თვეში განსაკუთრებით აქტიურდებიან.
თუ ქიმიკატების გამოყენება არ გსურთ, კომბოსტოს მავნებლებისგან დასაცავად კალცინირებული სოდა გამოიყენეთ. 3 ს/კ ასეთი სოდა, 10 ლ წყალი წყალი და 30 გ ნებისმიერი საპონი (სარეცხი საპონი უკეთესია) აურიეთ. კომბოსტო ასეთი „საკვებით“ კარგად დაამუშავეთ.
ყაბაყზე ზრუნვა
ყაბაყს დიდი რაოდენობით კვება სჭირდება, ანუ სასუქის მიწოდება. კალციუმის და კალიუმის შემცველი სასუქები გამოიყენეთ. „ბოროგუმი“ იდეალურია. ყაბაყის მულჩირება რეკომენდებულია. ბოსტნეულს ბევრი სითხე სჭირდება.
პომიდორზე ზრუნვა
პომიდორზე ნამხრის აცლა სჭირდება. ამის გარეშე მოსავლიანობა შემცირდება. მოაშორეთ ყველა ნამხარი ერთის გარდა, რომელიც პირველი ყვავილოვანი მტევნის შემდეგ ვითარდება, ანუ 2 ღერო დატოვეთ.
5-6 მტევნის შემდეგ თავები შეგიძლიათ გადაჭრათ, რომ მთელი ძალა მსხვილი ნაყოფის ფორმირებაზე დახარჯოს. მორწყვა არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ ძირში მორწყეთ. ფოთლებზე სითხემ სხვადასხვა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს.
ამით ივნისში კულტურებზე ზრუნვა არ მთავრდება. არ დაგავიწყდეთ მორწყვა, სარეველებისგან გაწმენდა და მავნებლებზე მცენარეების ყოველდღიური შემოწმება. სიცხეში მცენარე საღამოს ან სადილის შემდეგ გვიან მორწყეთ.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პომიდვრის შესახებ
- პომიდორი თითქმის ნებისმიერი ტიპის ნიადაგში შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ კარგად დრენაჟირებულია და საკმარის მზის სინათლეს იღებს. პომიდვრისთვის იდეალურია, თუ PH 6,0-დან 6,8–მდეა, თუმცა 7,5–იც შეუძლია აიტანოს.
- კალიფორნიის უნივერსიტეტის მებაღეობის კათედრის ექსპერტის თქმით, პომიდორი რეგულარულად უნდა გადაჭრათ, რომ ჯანსაღ ზრდას და მაქსიმალურ მოსავლიანობას ხელი შეუწყოთ. გასხვლა ჰაერის მოძრაობას აუმჯობესებს, ამიტომ მცენარე ნაკლებად ავადდება.
- პომიდორს სითბო და მზიანი ადგილი უყვარს, მაგრამ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა დაიცვათ, რომ ფოთლების დამწვრობა თავიდან აიცილოთ. გარდა ამისა, ოდნავ სველი კვლების შენარჩუნება მოსავლიანობას ზრდის.
ამ რჩევების დაცვით მცენარეს საჭირო საკვებ ნივთიერებებს მიაწვდით, ბოსტანს მავნებლებისგან დაიცავთ და ხარისხიანი მოსავლის მდიდარ მოსავალს მიიღებთ.