აირჩიეთ ნეიროქსელის მიერ დახატული 1 პორტრეტი და გაიგეთ, როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში

350

საიდუმლო არაა, როგორ ხატავს ნეიროქსელი ადამიანებს. ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარებულია, რომ შეუძლია ფოტოს ნაკლული ნაწილი შეავსოს ისე დამაჯერებლად, რომ ვერასდროს გამოიცნობთ, ვინ გააკეთა. დახატული პორტრეტები ისე გამოიყურება, თითქოს ახლახანს ფოტოგრაფმა გადაიღო.

Vivien გთავაზობთ დეტალურად შეისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატული გამოსახულებები. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. ნეიროქსელი თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს იტყვის.

ნეიროქსელი ადამიანებს ხატავს

თუ პირველი ვარიანტი მოგწონთ, ალბათ, დასახული მიზნების მიღწევას მიჩვეული ხართ. შესაშური ამბიცია გაქვთ. ხალხს მოტივაციას აძლევთ და ეს კარგია.

უცნობ კომპანიაში ახალ ხალხთან საერთო ენას მაშინვე პოულობთ. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის კარგ განწყობაზე ხართ. თუმცა თქვენც გჭირდებათ განმარტოება. მით უფრო, მარტო ყოფნით სიამოვნების მიღება იცით.

მეორე პორტრეტს ირჩევს ის, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ: დამდგარ წყალში ბევრი ბაცილებია. იცით, რას აკეთებთ, რასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებით და უარყოფით მომენტს აანალიზებთ.

თქვენზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, რითაც სხვები ზოგჯერ სარგებლობენ. შეურაცხყოფის უფლებას არავის აძლევთ. თავის დაცვა შეგიძლიათ მაშინაც, როცა გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდათ. ეს პატივისცემას იმსახურებს.

მესამე პორტრეტს, როგორც წესი, ირჩევს ის, ვისაც გარისკვა უყვარს. აკრძალვებს და წესებს არ აღიარებთ. ყოველთვის ისე მოქმედებთ, როგორც გული გკარნახობთ. თქვენ გვერდით უცნობია, რა მოხდება ერთ საათში. თავგადასავლების მოყვარული სული რაღაცის გაკეთება ყოველთვის ცდილობს.

ექსცენტრიული ხასიათის გამო ნათესავებთან და მეგობრებთან ხშირად კამათობთ. ვის არ მოსვლია მსგავსი რამ? მთავარია, იცით, როგორ იპოვოთ ნებისმიერი ადამიანის გულის გასაღები. მხოლოდ ერთი მიმზიდველი გამოხედვა რა ღირს.

პორტრეტი თქვენზე მთელ სიმართლეს ამხელს

თუ მეოთხე პორტრეტი აირჩიეთ, ალბათ, შემოქმედებითი ბუნება გაქვთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ესთეტიკა, თუნდაც საქმე მინიმალიზმს ეხებოდეს. გიყვართ გარემოცვა სილამაზით, რომელიც ჩანს დეტალებში, იქნება ეს სამუშაო დღე თუ დღესასწაული.

თქვენს ირგვლივ ყოველთვის ხალხია. თქვენს კომპანიაში ყოველთვის თბილი და მყუდრო გარემოა. მარტივ ადამიანურ ურთიერთობას ზემდეტი ზიზილ–პიპილების და პათოსის გარეშე აფასებთ. წყენას დიდხანს გულში არ ინახავთ. ფეთქებადი ხართ, მაგრამ სწრაფად მშვიდდებით და თუ საჭიროა, დათმობაზეც მიდიხართ.

მეხუთე პორტრეტს ირჩევს ის, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ: კომპანიის სული. მეგობრები და ნათესავები ცუდ განწყობაზე ვერ წარმოგიდგენენ. თქვენთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. როგორი მწუხარებაც არ უნდა მოხდეს, წინსვლისთვის ძალას პოულობთ.

რაც მთავარია, ნამდვილი მეგობარი ხართ და ყოველთვის იპოვით სიტყვას, რომ მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს. აუცილებელი არაა, რომ ეს ახლობელი იყოს. გაჭირვებულს (ადამიანებს, ცხოველებს) ყოველთვის ეხმარებით. ნამდვილი მისაბაძი მაგალითი ხართ.

მებრძოლი და ამავდროულად მგრძნობიარე პიროვნება მეექვსე პორტრეტს ირჩევს. თქვენზე ამბობენ „ეშმაკს თითი რომ მისცე, მთელ ტანს წაიღებსო“. თქვენი ხასიათის მთავარი თვისება სამართლიანობაა. სინდისის მიხედვით მოქმედებთ და შეგიძლიათ დათმობა, თუ საჭიროა.

თქვენ გვერდით ხალხი თავს დაცულად გრძნობს. თავდაჯერებულობას ასხივებთ. ეს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სამსახურში ვლინდება. სიტყვაზე, ლიდერის როლს კარგად ასრულებთ. სხვების მართვა შეგიძლიათ. ყოჩაღ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს