ამას ვეღარ ვიხილავთ ან პლუტონის ბოლო დაბრუნება თხის რქის ნიშანში

453

პლუტონი ძალიან ნელი პლანეტაა, რომელსაც ათასწლეულის მეოთხედი სჭირდება მთელ ზოდიაქალურ წრეს რომ შემოუაროს. თითოეულ ნიშანში რამდენიმე ათეული წელი რჩება. Vivien გიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრის და 2024 წლის დასაწყისის მოვლენებს საიდუმლოს ფარდას ახდის.

პლუტონი თხის რქაში ჯერ კიდევ 2008 წელს შევიდა და დაიწყო ტრანსფორმაციული ზემოქმედება ყველა სფეროზე, რომელზეც თხის რქას გავლენა აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ პლუტონი უმაღლესი წესრიგის პლანეტაა, ამიტომ გლობალურ სტრუქტურებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, ერებზე, მთელ პლანეტასა და ცივილიზაციაზე გავლენას ახდენს.

შეგახსენებთ თხის რქის სფეროებს, რომ გასაგები იყოს. პირველ რიგში, ესაა სახელმწიფო და მისი სტრუქტურა, ძალაუფლება და მისი სისტემა, პოლიტიკა და კანონმდებლობა, მასშტაბური, მსხვილი მშენებლობა და ინდუსტრია, გლობალური კორპორაციები და მათი ლიდერები, აქვეა ტერიტორიების, სახელმწიფოების და მათი საზღვრების თემაც.

თხის რქის ენერგია სტაბილური და ნელია, კონსერვატიულია, ცვლილებები არ ახასიათებს. მისთვის უკეთესია იყოს ცუდი, მაგრამ ჩვეული და პროგნოზირებადი. თხის რქის მფლობელის, სატურნის მმართველოში გადადის ყველაფერი, რაც გახდა ფუნდამენტური და მოიპოვა სიმტკიცე, სტაგნაცია, დაჭაობდა. პლუტონი ცვლის ყველაფერს, რაც მოძველდა, რაც არ სურს, ვეღარ იცვლება და ვითარდება. მკაცრად აშორებს პერსპექტიულს, „ცოცხალს“ და განვითარების შესაძლებლობის მქონე ყველაფერს, რაც განვითარებას აფერხებს, რაც დამპალია და გვამის სუნი ასდის, ზუსტად ისე, როგორც გამოცდილი მშენებელი აშორებეს უსარგებლო ყალიბს საძირკველს, რომელმაც თავისი როლი უკვე შეასრულა, რომ გამძლე და ლამაზი სახლის მშენებლობა გაგრძელდეს. სწორედ ასე პლუტონი 2008 წლიდან თხის რქის სფეროებს მართავს. შესაძლოა გახსოვთ, როგორ დაიწყო გლობალური ფინანსური კრიზისი ამ ნიშანში მისი გადასვლისას.

2023 წლის მარტში პლუტონმა თხის რქა დროებით დატოვა და მერწყულში გადავიდა, მაგრამ ზუსტად 3 თვით, რომ გვაჩვენოს მოვლენების მოკლე გეგმა, რომელიც გველოდება მომდევნო 20 წელი, დაწყებული 2024 წლიდან, როცა ეს პლანეტა მერწყულის ნიშანში საბოლოოდ გადავა. მანამდე თავისი რეტროგრადული მოძრაობის პროცესში დაბრუნდა თხის რქაში, სადაც 2023 წლის 11 ივნისიდან 2024 წლის 21 იანვრამდე დარჩება.

ამ 7 თვის განმავლობაში პლუტონი ზოდიაქოს სხვა წერტილებთან ორ მნიშვნელოვან და ძლიერ კავშირს შექმნის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია დაძაბული ასპექტები (კვადრატურა) მსოფლიო ბედის ღერძთან, რაც დიდ და სერიოზულ გლობალურ ტრანსფორმაციაზე საუბრობს. ეს თხის რქის სფეროებზე (სახელმწიფო სტრუქტურა, ძალაუფლების მწვერვალი, პოლიტიკა, ინდუსტრია და ტერიტორიული საზღვრები) დიდი კრიზისის და პრობლემების ფონზე განხორციელდება. პლუტონის და მსოფლიო ბედის ღერძის ურთიერთკავშირი 2023 წლის 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. მეორე კავშირია ჰარმონიული ასპექტი, სექსტილი, პლუტონსა და ნეპტუნს შორის, რაც ადამიანს ტყუილის და ილუზიების ეშმაკური მანიპულაციების გავლენისგან სულის გათავისუფლების, გონების განათების შანსს აძლევს. შედეგად, ადამიანის ცნობიერებაში, საზოგადოებაში ჩამოყალიბდება ახალი, უფრო სუფთა და ნათელი იდეალები. სამყაროს ამ საჩუქრის გამოყენებას ყველა ვერ შეძლებს. მხოლოდ ისინი, რომლებიც ამაზე განწყობილნი არიან, რომლებიც მზად არიან ჭეშმარიტება დაინახონ, როგორიც არ უნდა იყოს ის, რომლებიც ტყუილის და გაურკვევლობის ქსელში ობიექტურობის შენარჩუნებას შეძლებენ. პლუტონი–ნეპტუნის სექსტილი შანსია მოიპოვოთ დიდი ჰუმანურობა, თანაგრძნობა, ემპათია და სულიერი განვითარების მაღალი დონე. საუბარია მათზე, ვისაც ამ მიმართულებით მოძრაობა სურს.

მთლიანობაში, პლუტონის თხის რქაში მოძრაობა ხელს უწყობს შეზღუდვების გაძლიერებას, თავისუფლების დონის შემცირებას, კანონების და ჩარჩოების გამკაცრებას. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა სასწრაფოდ ეცდება იმ პროგრამების, გეგმების და პროცესების დაწყებას, რომელთა გაშვება ვერ მოასწრეს 2023 წლის მარტში, როცა პლუტონმა თხის რქა დატოვა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ფეხს ვერ გაიდგამს, ნაკლებად ეფექტური და ხანმოკლე იქნება. ვიხილავთ ცვლილებებს ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ ოლიმპზე, წამყვანი ლიდერები შეიცვლება, ზოგს სიკვდილი ელოდება, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც ახალი სამყაროსთვის გამოუსადეგარია და ევოლუციას ხელს არ უწყობს, არამედ ხელს შეუშლის. საინტერესოა, რომ პლუტონის თხის რქაში დაბრუნების მომენტი აღინიშნა სილვიო ბერლუსკონის, პოლიტიკური მოღვაწის სიკვდილით.

საინტერესო ფაქტი: 2022 წლის თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში მარსის, ვენერას და პლუტონის პლანეტარული შეერთება თხის რქა–მერწყულის საზღვარზე მოხდა. ზუსტად ასეთი კავშირი იმავე საზღვარზე 2024 წლის თებერვალში მოხდება. არსებობს ვარაუდი, სწორედ ამ პერიოდში მოგვარდება და დასრულდება საქმე, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. დამატებით, პლუტონი თხის რქიდან მერწყულში გადასვლა 2024 წლის 21 იანვარს მოხდება, თითქმის მზესთან ერთად. გამოდის მზე და პლუტონი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება. ვარაუდია, რომ 2024 წლის ზამთარი იქნება ცხელი, განსაკუთრებით ზოგიერთი მსოფლიო ლიდერისთვის და დამაფიქრებელი პლანეტის მოსახლეობის ნაწილისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს