უმ ქათამს უსიამოვნო სუნი ასდის. რჩევები, როგორ გადაარჩინოთ ხორცპროდუქტი

1747

ისე ხდება, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში საღამოს ბრუნდები და ძალა არ გაქვთ, რამე მოამზადოთ. ნაყიდი პროდუქტები მაცივარში საუკეთესო დრომდე ინახება. მეორე დღეს მაცივრიდან იღებთ ხორცს, რომელიც მხოლოდ საღამოს იყიდეთ,  მაგრამ უკვე უსიამოვნო სუნი ასდის. ქათამიც გეცოდებათ და საკუთარი თავიც. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, ნაყიდი ქათამი პაკეტიდან პერგამენტში გადაიტანოთ, რომ ხორცმა ისუნთქოს. შეიძლება თუ არა ქათმის გადარჩენა, რომელსაც პარკში საკმარისი ჰაერი არ ჰქონდა?

ქათამს უსიამოვნო სუნი ასდის

აღმოჩნდა, რომ ქათმის უსიამოვნო სუნი ყოველთვის ხორცის გაფუჭების ნიშანი არაა. ეს პარკში გაგუდული პროდუქტის ნიშანი შეიძლება იყოს. ასეთი ხორცის გადარჩენა კიდევ შეიძლება, თუ სპეციალურ მარინადს მოამზადებთ.

ოღონდ ქათამი ყურადღებით შეამოწმეთ. გაფუჭებული ხორცის გადარჩენა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასი ძალიან დიდი იქნება, ეს თქვენი ჯანმრთელობაა. Vivien გთავაზობთ მარინადების და სხვა ხრიკების სიას, რომლებიც ქათმის უსიამოვნო სუნის შემთხვევაში გამოგადგებათ.

როგორ გადავარჩინოთ ხორცი

1. გვირილის ნახარში. სააფთიაქო გვირილა შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა. სუფრის კოვზ გამხმარ გვირილას მდუღარე წყალი დაასხით. 10-15 წუთი გააჩერეთ. 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში გააზავეთ. ქათამი ამ ნახარშში მოხარშეთ და მინიმუმ 1 საათი გააჩერეთ.

2. კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. კალიუმის პერმანგანატი ძალიან სუსტი კონსისტენციით გააზავეთ. წყალი ღია ვარდისფერი უნდა იყოს. ქათამი საჭირო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ამ ხსნარში ქათამი რამდენიმე საათი გააჩერეთ.

3. ნივრის მარინადი. 6 კბილი ნიორი გაასუფთავეთ. ქათმის ნაჭრებზე „ჯიბეები“ გააკეთეთ და მათში ნაჭრებად დაჭრილი 3 კბილი ნიორი ჩადეთ. დარჩენილი 3 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, ცოტა დაქუცმაცებული წიწაკა, მარილი და ნებისმიერი არომატული სანელებელი დაუმატეთ. ეს ნარევი ქათამს კარგად წაუსვით. თასში გადაიტანეთ, პარკი დააფარეთ და რამდენიმე საათი მაცივარში გააჩერეთ.

4. ნახშირი. მას ძლიერი შთამნთქმელი თვისება აქვს. ხორცის უსიამოვნო სუნს ადვილად აქრობს. ლითონის თასში ნახშირი გააცხელეთ. ცხელ ნახშირზე ქათმის ნაჭრები დააწყვეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ცეცხლიდან აუცილებლად გადადეთ, რომ ქათამი არ დაიწვას. დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ.

ქათამს უსიამოვნო სუნი ასდის: სხვა ხრიკები

5. მარილწყალი. 2 ს/კ მარილი და 1 ლ წყალი აურიეთ. 1 ნატეხი ნახშირი შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგრამ მის გარეშეც შეიძლება. ამ მარილწყალში ქათამი ჩადეთ და მინიმუმ 3 საათი გააჩერეთ.

6. სანელებლების მარინადი. არომატული სანელებლები, ცოტა შაქარი და მარილი თასში აურიეთ. მზა ნარევი ქათამს კარგად წაუსვით. 1 საათი გააჩერეთ. მაცივარში შენახვა საჭირო არაა.

7. ძმრის მარინადი. ძმარი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს აქრობს, არამედ ხორცს არბილებს. 50 მლ წყალი და 100 მლ ძმარი აურიეთ. ნებისმიერი ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე კბილი დაჭყლეტილი ნიორი, სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და სანელებლები დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ამ მარინადში ქათამი დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ.

8. მდოგვის მარინადი. მდოგვი ქათმის უნივერსალური სანელებელია, რომელიც უსიამოვნო სუნსაც აქრობს. დაჭრილ ქათმის ნაჭრებს ყველა მხრიდან მდოგვი წაუსვით. ქათმის ნაჭრები თასში ჩააწყვეთ და პარკი დააფარეთ. მინიმუმ 3 საათი გააჩერეთ. თუ გამოვა, მთელი ღამე დასამარინადებლად გააჩერეთ.

9. იოგურტი. ყველა რძემჟავა პროდუქტი უსიამოვნო სუნს აქრობს. საოცრად ნაზი მარინადია. მის მოსამზადებლად 200 მლ იოგურტი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, რამდენიმე წვრილად დაჭრილი ნივრის კბილი, 2 ს/კ ქინძი და კურკუმა აურიეთ. კარგად აურიეთ და ეს მარინადი ქათმის ნაჭრებს დაასხით. 1 საათი მაცივარში გააჩერეთ.

10. ლიმონის მარინადი. ძმრის ნაცვლად ლიმონის წვენი ან ლიმონიანი წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ლიმონიანი წყლის მოსამზადებლად 1 ლიმონი ნაჭრებად დაჭერით და 400-500 მლ წყალი დაასხით, მწიკვი მარილი დაუმატეთ. ასეთ მარინადში ქათამი 20-30 წუთი გააჩერეთ.

ვიმედოვნებთ, ამ მარტივი ხრიკებით ქათმის გადარჩენას და გემრიელი კერძის მომზადებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს