ცივი წვნიანის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. ასეთი კერძი ზაფხულის სიცხეში გვანაყრებს და გვაგრილებს. მათში აკროშკა ლიდერობს. მისი რეცეპტების რაოდენობა შთამბეჭდავია: ცივი წვნიანი ძმრით ან ბურახით, შრატზე, კეფირზე, აირანზე, მაწონზე, არყის ხის წვენზე, პომიდვრის წვენზე, მინერალურ წყალზე ან მაიონეზზე მომზადებული.
გულწრფელად, როდესაც ტრადიციული ცივი წვნიანი ბურახით მივირთვი, ვერ დავაფასე. მაშინ დედამთილს შაბათ–კვირას ვესტუმრეთ. მან ბაღში სუფრა გაშალა და გაგვიმასპინძლდა ყველაფრით, რასაც ჩვეულებრივ ზაფხულში აგარაკზე ამზადებენ. სუფრაზე იყო ცივი აკროშკა, რომელიც ჩემმა მეუღლე ქება–დიდებით მიირთვა. თავად პირველი კოვზი ძლივს გადავყლაპე, თეფში წვნიანი იასამნის ბუჩქის ქვეშ გადავღვარე, როგორც კი დიასახლისი სახლში პურის გამოსატანად შევიდა. „მჟავეა!“– ჩუმად ვთქვი. ახლა კი ფიალა აკროშკას ვერ მომაშორებ!
აკროშკა ძმრით
აკროშკას რეცეპტში ჩვეულებრივ საკაზმები განსხვავდება, რადგან ძირითადი პროდუქტები მეორდება ან მსგავსია. აკროშკა ძმრით ერთ–ერთი სწრაფი და მარტივი რეცეპტია. ჩაიწერეთ!
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ კარტოფილი
- 5 ქათმის კვერცხი
- 3 ახალი საშუალო ზომის კიტრი
- 250 გ ბოლოკი
- 200 გ ლორი
- 1 კონა კამა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1500 მლ წყაროს წყალი (გაფილტრული)
- 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
- 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. კარტოფილი გარეცხეთ და მომზადებამდე მოხარშეთ. გაცივება აცადეთ და ქერქი მოაშორეთ. კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით ან სხვა მოსახერხებელი მეთოდით დააქუცმაცეთ. კვერცხი მოხარშეთ, გააცივეთ და გაფცქვენით. კვერცხის გული მსხვილად გახეხეთ, ცილა დანით დაჭერით.
2. ბოლოკი გარეცხეთ და ლამაზ ზოლებად დაჭერით. კიტრი გარეცხეთ და სურვილისამებრ დააქუცმაცეთ. სასურველია, ბოსტნეული უხეში ქერქით გათალოთ. ლორი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
3. კამა და მწვანე ხახვი გამდინარე წყალში გარეცხეთ, ზედმეტი სითხისგან დაფერთხეთ და დაჭერით. მომზადებული პროდუქტები მინის ან მინანქრის ჭურჭელში მოათავსეთ, მარილი, შაქარი, წიწაკა მოაყარეთ და ფრთხილად აურიეთ.
4. ცივ წყალს ძმარი დაუმატეთ და სითხე დანარჩენ პროდუქტებს დაასხით. ინგრედიენტებს ფრთხილად აურიეთ. წვნიანი დააგემოვნეთ და სურვილისამებრ სანელებლები ან ძმარი დაუმატეთ.
5. თასს თავსახური (ფოლგა ან პარკი) დააფარეთ და მაცივარში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე შეინახეთ. სუფრაზე ცივი აკროშკა გაიტანეთ, ღრმა თეფშში ჩაასხით, მოხარშული კვერცხით და მწვანე კამით მორთეთ.
აკროშკა ძმრით: რედაქციის რჩევა
ლორის ნაცვლად მოხარშული ან შებოლილი ძეხვი, სოსისი ან სარდელი, გამომცხვარი ან მოხარშული ქათმის მკერდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. რეკომენდებულია, ხორცეული დამოუკიდებლად მოამზადოთ. კარტოფილი წინასწარ ღუმელში შეგიძლიათ გამოაცხოთ.
პიკანტური გემოსთვის წვნიანს ცოტა მდოგვი ან პირშუშხა დაუმატეთ. სურვილისამებრ, ცივ წვნიანს 1–2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი შეგიძლიათ დაუმატოთ. სუფრაზე გატანამდე წვნიანის ქვაბს ან თითოეულ თეფშს არაჟანი ან სახლის მაიონეზი დაუმატეთ.
ვაშლის ძმრის ნაცვლად ჩვეულებრივი 9%–იანი ძმრის დამატება რეკომენდებული არაა. უმჯობესია ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ. 1 მუჭა დაჭრილი ზეთისხილის დამატებით კერძს ორიგინალურობა შემატეთ.
გემოებით და წვნიანის საკაზმით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ასე ორიგინალურ და განუმეორებელ რეცეპტს აუცილებლად იპოვით.