როცა ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მიდის, დაფნის ფოთოლს ვწვავ

5192

დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ უნიკალური სანელებელია, რომელიც კერძს სასიამოვნო არომატს სძენს. უძველესი დროიდან დაფნა სხვადასხვა ერში პატივცემული მცენარე იყო. სიბრძნის, ძალის და ამტანობის სიმბოლოა. ძველ საბერძნეთში დაფნა წმინდა ხედ ითვლებოდა, მისი ფოთლების გვირგვინს სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულს თავზე ადგამდნენ. დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვისპირეთი და მცირე აზია. დღეს დაფნა სახლში ფანჯრის რაფაზე ან ტერასაზე ქოთანში შეგიძლიათ გაზარდოთ.

დაფნის ფოთოლი ნებისმიერი კერძის ერთ–ერთი მთავარი სანელებელია. ეს სანელებელი მსოფლიოს სხვადასხვა ერის კერძში გვხვდება. უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ დაფნის ფოთოლს არა მხოლოდ სპეციფიკური არომატი აქვს. ბევრ ოკულტურ მეცნიერებასა და ეზოთერიზმში დაფნას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. ასეა სინამდვილეში? Vivien ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

დაფნის ფოთოლი სახლში

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჩვენი სამყარო მხოლოდ იმისგან არ შედგება, რასაც ვხედავთ. დახვეწილი მატერიები და ენერგეტიკები ყოველდღიურად გარს გვახვევია. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ფიზიკურად ვგრძნობთ, რომ სახლს და გარშემო სივრცეს გაწმენდა სჭირდება. სახლის დალაგებას არ ვგულისხმობთ.

სახლში ენერგიის დაგუბება ყოველთვის ცუდია. ასეთი ენერგია ბლოკავს ფულის ნაკადს, წარმატებას, ახალ იდეას. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სახლის ენერგეტიკის გასაწმენდად მარტივი რიტუალი ჩაატაროთ. ასე შვებას იგრძნობთ, ახალი იდეა და აზრი დაგებადებათ.

საუკუნეების განმავლობაში ხმელ დაფნის ფოთოლს წვავდნენ და მთელ სახლში ატარებდნენ. ითვლებოდა, რომ ასე სახლიდან ნეგატიურ ენერგიას და ცუდ ემოციებს აძევებდნენ.

სჯეროდათ, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ სახლში დადებითი ენერგეტიკა და ბალანსი აღდგებოდა. სახლში ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა შეუძლია მფლობელის ცუდ ფიქრებს, ასევე მეზობლის ან მტრის ცუდ ხედვას. ეს ყველაფერი სახლში გროვდება. სწორედ ამიტომ, დროდადრო გაწმენდის რიტუალის ჩატარება საჭიროა.

სახლის შეხრჩოლება

დღეს ხალხური ხრიკი ახალი ძალით გამოიყენება. სულ უფრო მეტი ადამიანი წინაპრების ცოდნას მიმართავს და ყოველდღიურად იყენებს. ბევრ ქვეყანასა და კულტურაში სახლის შეხრჩოლების მეთოდს უძველესი დროიდან იყენებენ. დაფნის ფოთლის გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბალახი, მაგალითად, სალბი. ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონზე და რა იზრდება იქ.

რა უნდა იცოდეთ, სანამ დაფნით შეხრჩოლებას დაიწყებთ? რიტუალის შესრულებისას კარგ განწყობაზე და დადებითი ემოციებით სავსე უნდა იყოთ. დადებითი ენერგეტიკისადმი მადლიერებით განწყობილი, რომელიც თქვენს სახლში შემოვა.

რიტუალი არა მხოლოდ სახლის ენერგეტიკას წმენდს, არამედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას აუმჯობესებს. პირველ რიგში, სახლი დაალაგეთ. ცეცხლგამძლე ჭურჭელი მოამზადეთ, რომ ხანძარი არ გამოიწვიოთ. დაფნის ფოთოლი ამ ჭურჭელზე დადეთ და ფოთლის წვერს ცეცხლი წაუკიდეთ. ამ მომენტში თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე იფიქრეთ.

შეხრჩოლვის შემდეგ სახლი კარგად გაანიავეთ. ასე მოიშორებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც რიტუალის შემდეგ დასუსტდა. რიტუალის შემდეგ სახლში ჰარმონია და მშვიდობა დაისადგურებს. ბავშვები უფრო წარმატებულნი გახდებიან, ახალი იდეები დაგებადებათ და ოჯახთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობა გამოჩნდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს