როგორ დავარეგულიროთ მჟავე-ტუტე ბალანსი კუჭში?

2012
როგორ დავარეგულიროთ მჟავე-ტუტე ბალანსი კუჭში?
როგორ დავარეგულიროთ მჟავე-ტუტე ბალანსი კუჭში?

ჩვენს კუჭში მჟავე-ტუტე ბალანსის დარღვევა (ჭარბი მჟავის ან მისი ნაკლებობის გამო) საჭმლის მონელების პრობლემებს იწვევს. შედეგად შეიძლება გვაწუხებდეს წვა და ტკივილი, ასევე ღრძილების ანთება და ნაწლავების ყაბზობა.

როცა ორგანოების გაწმენდაზე ვსაუბრობთ, საქმე ეხება არა ღვიძლს, თირკმელებს, ნაწლავებს ან ფილტვებს. თუმცა ნებისმიერი ორგანო ზრუნვას საჭიროებს. ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ მოვიყვანოთ ნორმაში კუჭში მჟავე-ტუტე ბალანსი სახლის ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.

რატომ ირღვევა კუჭის მჟავე-ტუტე ბალანსი?

ადამიანებმა, რომელთაც საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებთ, იციან თუ ეს რამდენად უსიამოვნო და მტანჯველი პროცესია.

ასეთი დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს განსაზღვრული პროდუქტის ან მისი შემადგენლობის აუტანლობა. მაგ., გლუტენი ან ლაქტოზი. თუმცა ხშირ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაჯანსაღი კვება
  • არასწორი კვების ჩვევები: საკვების ცუდად დაღეჭვა, ძალიან მცირე კერძის მიღება, საუზმის და სადილის გამოტოვება და ა.შ.
  • ემოციური დაძაბულობა
  • სტრესი ან შფოთვა
  • გარკვეული მედიკამენტების რეგულარული მიღება
  • მავნე მიკროორგანიზმები, რომლებიც კუჭის მუშაობაზე გავლენას ახდენენ
  • გენეტიკური მიდრეკილება

რა შედეგს იწვევს კუჭში ჭარბი მჟავა ან მისი ნაკლებობა?

კუჭ-ნაწლავის პრობლემების ფესვები იმაში მდგომარეობს, რომ კუჭი ძალიან ბევრ ან ძალიან ცოტა ქლორწყალბადმჟავას აწარმოებს, რომელიც კუჭის წვენის შემადგენლობაში შედის საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.

რაშია განსხვავება?

მჟავის ნაკლებობა

პროდუქტების ნორმალურად გადამუშავება არ ხდება და მჟავდება. ეს ჭამის შემდეგ წვის შეგრძნებას, მუცელში სიმძიმის, შფოთვის და ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს.

ჭარბი მჟავა კუჭის წვენში

კუჭი ძალიან ბევრ მჟავას აწარმოებს და პროდუქტები ძალიან სწრაფად გადამუშავდება. ჭამის წინ ადამიანმა შეიძლება ჭარბი მადა და წყურვილი იგრძნობს, ასევე აწუხებდეს ყაბზობა და ღრძილების ანთება.

ნატურალური საშუალებები, რომლებიც კუჭის ნორმალურ ბალანს აღადგენენ.

კარტოფილის წვენი

ახალი კარტოფილის წვენი – მჟავე-ტუტე ბალანსის ნატურალური მარეგულირებელია. ის განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვინც მომატებული მჟავიანობით იტანჯება, რადგან სხეულს უფრო ტუტოვანს ხდის.

უმჯობესია თუ მას უზმოზე დალევთ.

საშუალო ზომის კარტოფილი გათალეთ და გარეცხეთ. კარტოფილის ნახევარი დააბლენდერეთ. მიღებული წვენი 1 კოვზ (25 გრ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს შეურიეთ.

ყურადღება: საკვები წვენის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ.

ეს საშუალება კუჭის ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ და პათოგენურ მიკროორგანიზმებს და ნივთიერებებს გააქრობს.

უმებოსის წყალი

უმებოსი ფერმენტირებული იაპონური ქლიავი არის. უძველესი დროიდან მას ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში ჩირის ან ფერმენტირებული სახით ღებულობენ. მას ძალიან მკვეთრი მომჟავო მარილიანი გემო აქვს.

შესანიშნავი საშუალება არის კუჭის მუშაობის ნორმაში მოსაყვანად.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროდუქტი კუჭის ორმაგ რეგულაციას ახორციელებს. ერთი მხრივ, კუჭის გატუტოვანებს ხელს უწყობს, თუ კუჭში მჟავე მომატებულია. მეორე მხრივ, კუჭის წვენის ბუნებრივ სეკრეციას ხელს უწყობს.

ამ ქლიავს ძალიან ძლიერი და მკვერთი გემო აქვს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია თუ ბოთლში 1 ქლიავს მდუღარე წყალს დაასხამთ და ცოტ-ცოტას დალევთ.

უმებოსის თვისებები სრულად რომ გამოიყენოთ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ.

წყალი თიხით

ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და კანის ზედაპირიდან ჭუჭყის მოსაშორებლად ხშირად თიხას ვიყენებთ. თიხის გამწმენდი თვისებები შეგიძლიათ კუჭში მჟავე-ტუტე ბალანსის დასარეგულირებლად გამოიყენოთ. ის ტოქსინებს შთანთქავს და მის გამოდევნას ხელს შეუწყობს. თიხა ჭარბ მჟავეს გაანეიტრალებს ისე, რომ მჟავე-ტუტე ბალანსს არ დაარღვევს.

თიხა შეგვიძლია როგორც ბუნებრივი ანტიაციდური საშუალება ისე მიიღოთ და ანალოგიური მოქმედების მედიკამენტის მიღებაზე უარი ვთქვათ, რომელთაც როგორც წესი გვერდითი მოვლენები ახლავს.

თიხის გამოყენების დროს, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:

ეს უნდა იყოს თეთრი თიხა, რომელიც შიგნით მიღებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას. დარწმუნდით, რომ ის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.

თიხის წყალში გასახსნელად პლასტმასის ან ლითონის ჭურჭლის გამოყენება არ შეიძლება. ამის გამო, თიხამ შეიძლება სასარგებლო თვისებები დაკარგოს. შეარჩიეთ მინის, ხის ან კერამიკის ჭურჭელი.

1 ჩ/კ თიხის ფხვნილს (5 გრ) 1 ჭიქა წყალი (200 მლ) დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ. ნაყენი 10 წუთით გააჩერე, კარგად აურიეთ და დალიეთ.

თუ თქვენ შეკრულობა ან მაღალი წნევა გაწუხებთ, მეორე დალევაზე აღარ მოურიოთ. წყალი დალიეთ, ხოლო თიხა ჭიქის ფსკერზე დარჩეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს