მილიონერის ხელი. ნიშანი, რომელიც აქვს მას და არ გაქვთ თქვენ

397

მილიონერის ხელი საინტერესოა? ბევრს სურს მილიონერი გახდეს და ბევრი ფული ჰქონდეს. გიზიარებთ მილიონერი ბიზნესმენ–ბლოგერის ხელის ფოტოს.  მასზე დაკვირვება საინტერესოა.

ხელი ძლიერ ენერგიას ფლობს. ერთი შეხედვით, ზებუნებრივი არაფერია.

ჩნდება კითხვა, რამდენად მდიდარია ის? ამჟამინდელი კურსით, 1 მილიონი დოლარი 2 615 000 ლარია. ბევრია? სუბიექტური საკითხია. მაგალითად, თბილისში სამოთახიანი ბინა ღირს დაახლოებით 140 000 დოლარი, რაც მილიონის 0,14%. ჩემს დასკვნებს მოგვიანებით გაგაცნობთ, ახლა ხელისგულზე ხაზებს დავაკვირდეთ.

რა არის იშვიათი? მწვანე ბედის ხაზი იშვიათი არაა. ბედის ხაზი მკაფიოდ გამოხატული და ღრმაა. ეს ფულის გამომუშავების და წარმატების კარგი შესაძლებლობის ნიშანია. მის გვერდით ლურჯად მონიშნული ხაზი იშვიათად გვხვდება. ბევრი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს, რა ხაზია. ვთვლი, რომ ეს არის მარსიდან მომავალი ბედის ხაზი, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მარსის თვისებების წყალობით: შეუპოვრობა, ძლიერი ხასიათი, ნებისყოფა, მებრძოლი სული. ეს ხაზიც ღრმა და მკაფიოა.

წითელი, ისიდას ხაზი, ცოცხალთა და მკვდრების სამყაროს შორის შუამავალი შეიძლება იყოს. შეუძლია გამოიყენოს მაგია, ეზოთერიკა, იმქვეყნიური სამყაროდან მინიშნებები. ესეც იშვიათია, მაგრამ მაინც უფრო ხშირად გვხვდება.

თეთრი ისრები ვენერას ფართო ბორცვია, შინაგანი ენერგიის დიდი მარაგი. თავად ხვდებით, რომ ენერგიის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. ასეთი რამ ბევრი ადამიანის ხელზე გვხვდება.

იასამნისფერი, ჯადოქრის ბეჭდის ფრაგმენტები. ჯადოქრის ბეჭედი ხშირად აქვს მათ, ვისაც კარიერა, ბიზნესი კარგად განვითარებული აქვს. ხალხის მართვა, დარწმუნება შეუძლია. ბლოგერისთვის კარგია, ბიზნესმენისთვისაც. ასეთი ბეჭედი სხვადასხვა ხარისხით ბევრ ადამიანს აქვს.

ნარინჯისფერი, აპოლონის ხაზის ფრაგმენტი. ასეთი გამოხატულობის ხაზი ზებუნებრივს არაფერს იძლევა. ყვითელი, მემკვიდრეობის ან დიდი თანხის მიღების ხაზი.

ცისფერი, გულის ხაზი, ბევრი გამოცდილება, ტანჯვა, ემოციები ჩანს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ნამდვილად არაა. ვარდისფერი, ქორწილის ხაზი არის მოკლე, გაშლილი და ჩიხით. ხანგრძლივი ბედნიერი ურთიერთობა არ ჩანს. ქორწილის ხაზთანაც პრობლემებია. ადამიანს ბედნიერს ვერ უწოდებთ. რა ბედნიერებაა სიყვარულის გარეშე? თუმცა აზრები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამავდროულად, საჯაროდ იდეალური ოჯახის ან ურთიერთობის ნიღაბი შეიძლება აჩვენოს, მაგრამ ხელი არ იტყუება.

თითებზე. გრძელი ნეკა თითი ამბობს, რომ ბიზნესის კარგად განვითარება შეიძლება იქ, სადაც საჭიროა ხალხთან ურთიერთობა. ლაპარაკი იცის და სურვილის შემთხვევაში საკითხის დიდხანს განხილვა. გრძელი აპოლონი შემოქმედებით ბუნებაზე საუბრობს. საჩვენებელი თითი გრძელი არაა, კაცს რთული ბავშვობა ჰქონდა, ეს ხელის სხვა ნაწილებიდანაც ჩანს.

შეჯამება. საინტერესოა ლურჯი ხაზი, რომელიც ხელზე იშვიათად გვხვდება. პრინციპში სხვა დანარჩენი იშვიათი არაა. რაზე ამბობს ეს? იმაზე, რომ გამდიდრება ბევრს შეუძლია. მილიონერები სუპერ ადამიანები არ არიან, არამედ ჩვეულებრივი ხალხი. დამატებით, თქვენ უნდა იყოთ და არა უბრალოდ ჩანდეთ. ბევრი ამ ხელის დანახვისას ვერასდროს იტყოდა, რომ მილიონერის ხელია. ასეთი ხელი ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, ბედის ხაზის და პიროვნების ხაზის ხარისხს დააკვირდით, რამდენად არის ადამიანი მიზანდასახული, შეუპოვარი, მოხერხებული. თითოეულს აქვს საკუთარი ჭერი, რომლის გარღვევა თითქმის შეუძლებელია, დამოკიდებულია პირობაზე, რომელშიც დაიბადა.