ტკბილ კიტრს ქიმიკატების გარეშე ვზრდი. სასუქად ხალხურ რეცეპტებს ვიყენებ

590

ზედმეტი გამოკვება კიტრს პრობლემებს უქმნის. ზრდა ფერხდება და მდიდარ მოსავალს ვეღარ იძლევა. ყოველთვის უმჯობესია გამოიყენოთ ხელნაკეთი დაბალანსებული სასუქი, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.

ყველა მებოსტნის სურვილია, რომ საკუთარ ნაკვეთზე ჯანმრთელი, წვნიანი და მსხვილი კიტრი გაზარდოს. მთელ სიამოვნებას ერთი რამ შლის. კიტრი მწარე შეიძლება გაიზარდოს. ეს საწყენია. Vivien გასწავლით, როგორ გაზარდოთ ტკბილი კიტრი ქიმიკატების გარეშე.

კიტრისთვის საჭირო სასუქები

სეზონზე კიტრი მხოლოდ ორგანული სასუქით გამოკვებეთ, თუ შემოდგომაზე ან დარგვამდე ყველა საჭირო სასუქი უკვე მიაწოდეთ. სხვა შემთხვევაში ორგანულთან ერთად მინერალური სასუქიც დაგჭირდებათ. მცენარე ფესვებთან მკვებავი ხსნარით უნდა მორწყათ, შემდეგ ფოთლებს და ღეროებს უხვად მოასხათ.

მინერალური სასუქებია სუპერფოსფატი, შარდოვანა, ამონიუმის ნიტრატი, კომპლექსური და სხვა მზა შერეული სასუქები. მარცვლოვანი კომპლექსური სასუქები ინსტრუქციის მიხედვით უნდა გამოიყენოთ.

ორგანული სასუქები ბუნებრივი ინგრედიენტებია. ესაა მწიფე ნაკელი, ჭინჭრის ნაყენი, ნაცარი, ძველი კომპოსტი, ბიოჰუმუსი და ძვლის ფქვილი. ნებისმიერი ორგანული სასუქი თვეში ერთხელ გამოიყენეთ, 1 კვადრატულ მეტრზე 60 გრამი საკმარისია. გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ჩაის ჩენჩო და ყავის ნალექი მცენარის საკვებად.

ძვლის ფქვილი

ძვლის ფქვილი ფოსფორით, აზოტით, კალციუმით და კალიუმით მდიდარია. მცენარის ზრდას აჩქარებს. ქათმის ძვლები წვრილად დააქუცმაცეთ. 4-5 ჩ/კ ნარევი 1,5 თვეში ერთხელ მიწას დაუმატეთ. ნატურალური სასუქი ბოსტნეულის ზრდას დააჩქარებს, მსხვილი და გემრიელი ნაყოფის მიღებაში დაგეხმარებათ.

მწიფე ნაკელი და ძველი კომპოსტი

მათი დახმარებით ნებისმიერი მიწის სტრუქტურას გააუმჯობესებთ. ხშირად იყენებენ მიწის ნარევად სათბურში, ასევე კიტრის ნერგის ნოყიერ მიწად.

ნაცარი

ნაცარი ბოსტნეულს ვეგეტატიური მასის განვითარებაში, ღეროს და ნასკვების ფორმირებაში ეხმარება.

ლამინარიის შროტი

2 ჭიქა ლამინარიის შროტი 1 ჭიქა წყალში აურიეთ და მცენარე გამოკვებეთ. ნიადაგში კალიუმის დონეს ზრდის. კალიუმი კიტრს სჭირდება ზრდის ბოლო ეტაპზე, როცა ყვავილობას და ნაყოფიერებას იწყებს.

ჭინჭრის ნაყენი

მისი დახმარებით მცენარე მავნებლებს უკეთ ებრძვის და ძლიერდება.

ჩაის ჩენჩო და ყავის ნალექი

1 ჩ/კ შავი ჩაის ჩენჩო (დანამატების გარეშე) და 2 ჩ/კ ყავის ნალექი აურიეთ. 1 ლ წყალი დაუმატეთ. მიღებული ხსნარით კიტრი მორწყეთ. 2 კვირაში ერთხელ საკმარისია. მცენარე აზოტით გამდიდრდება და ტკბილი გაიზრდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს