მარწყვის გაყინვა ბოთლში და კიდევ 2 მეთოდი. კენკრის ნამზადი ნებისმიერი შემთხვევისთვის

659

მარწყვის ერთადერთი ნაკლი ხანმოკლე სეზონია, ამიტომ მისი განუმეორებელი გემოთი სიამოვნებას ვერ ვასწრებთ. ცივ სეზონზეც კენკრის მირთმევა რომ შეძლოთ, სწორად შეინახეთ. Vivien გიამბობთ, რატომ არის კარგი მარწყვის გაყინვა ბოთლსა და კონტეინერში.

კენკრის შენახვის ასეთი მეთოდები ძალიან მოსახერხებელია. ამ მეთოდით მომზადებული მარწყვი საყინულეში ნაკლებ ადგილს იკავებს. ყოველთვის შეგიძლიათ პორცია გემრიელი კენკრა აიღოთ და ზაფხულის არომატით ისიამოვნოთ.

მარწყვის გაყინვა ზამთრისთვის 3 მეთოდით

მარწყვი ბოთლში

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 600 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კენკრა გარეცხეთ. მარწყვს გაშრობა აცადეთ. ერთ ფენად პირსახოცზე გაშალეთ და გააჩერეთ. ყუნწები მოაშორეთ.
  2. მარწყვი ხორცსაკეპში გაატარეთ ან პიურეს მიღებამდე კარტოფილის საჭყლეტით დაჭყლიტეთ.
  3. კენკრას შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პიურე პლასტმასის ბოთლებში გაანაწილეთ. თავსახური დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

მარწყვის პიურე კონტეინერებში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 300 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ.
  2. კენკრა პიურედ აქციეთ. ბლენდერი ან სხვა დასაქუცმაცებელი გამოიყენეთ.
  3. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. მარწყვის პიურე ჰერმეტულ კონტეინერებში გადაანაწილეთ.
  4. კონტეინერებს თავსახურები დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

მარწყვი შაქრით ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 500 გ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კენკრა კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ. 1 კგ მარწყვი დაბალ კონტეინერში გადაანაწილეთ.
  2. დარჩენილი კენკრა პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ.
  3. მარწყვის მასას შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა პიურე მთელ კენკრას კონტეინერში დაუმატეთ.
  4. თავსახური დაახურეთ და საყინულეში შეინახეთ.

აღსანიშნავია, რომ შაქრის რაოდენობა მიახლოებით მითითებულია. მარწყვის სიტკბოთი და გემოთი იხელმძღვანელეთ. ასე ნამდვილად საოცარი ნამზადი გამოვა. სიტყვაზე, გამოყენებამდე კენკრის პიურე უნდა გაალღოთ. იდეალურია კოქტეილის მოსამზადებლად ან იოგურტის დანამატად. გაყინული მთელი კენკრა მუსის დესერტს შეგიძლიათ დაუმატოთ ან ცომეულის შიგთავსად გამოიყენოთ. როგორც ხედავთ, ასეთი მარწყვის გამოყენების ბევრი საინტერესო ვარიანტი არსებობს.