3 რამ, რაც ხელფასის დღეს უნდა გააკეთოთ, რომ ფული არ გამოგელიოთ

1860

ხდება ისე, რომ სამსახური პერსპექტიულია, ხელფასი ნორმალური, მაგრამ ფული საკმარისი მაინც არაა. ხშირად საქმე არ ეხება გაფლანგვას, არამედ ფინანსებთან არასწორ დამოკიდებულებას. ფული სწორად უნდა შეინახოთ, ასევე პატივისცემით მოეპყრათ. Vivien აღნიშნავს: ფული რომ გქონდეთ, მისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღოთ.

არ დაზოგოთ დანაზოგი იმაზე, რაც მომავალში კომფორტს, განვითარებას და კეთილდღეობას მოგიტანთ. ფრთხილად გაასესხეთ და მხოლოდ სანდო ხალხზე. მხოლოდ ის ნაწილი გაეცით, რომელიც არაფერზე დიდად არ იმოქმედებს. მოცემულ სტატიაში გიზიარებთ ხალხურ ნიშნებს, რომელიც ხელფასის დღეს უნდა დაიცვათ.

3 რამ, რაც ხელფასის დღეს უნდა გააკეთოთ

ფუფუნებაში რომ იცხოვროთ, ფინანსები არა მხოლოდ გონივრულად უნდა დახარჯოთ, არამედ დროში გამოცდილი ხალხური ნიშნები დაიცვათ. გაიგეთ, როგორ გამდიდრდეთ დანაზოგის დაკარგვის გარეშე.

ფულს ღამე გაათევინეთ

ადრე სჯეროდათ, რომ გამომუშავებული ფულის იმ დღესვე დახარჯვა არ შეიძლება. ფულმა სახლში ღამე უნდა გაათენოს. ასე თქვენი კარგი განწყობით და სახლის ენერგეტიკით გაივსება. ფული ბალიშის ქვეშ შეინახეთ და პოზიტიური ფიქრებით დაიძინეთ. მარტივი რიტუალის შემდეგ სახლში ფული დიდხანს დარჩება. შეამჩნევთ, რომ ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდა, ხოლო მატერიალურად უფრო გიმართლებთ.

მეათედი გაეცით

თუ დიდი ქონება დააგროვეთ, ყოველთვე ხელფასის მეათედი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეთ. ასე სახლში ფულის მოზიდვას ხელს შეუწყობთ. თუ მეათედი ძალიან ბევრია, იმდენი გაეცით, რამდენიც არ გენანებათ. მთავარია, ეს წრფელი გულით და კეთილი განზრახვით გააკეთოთ.

დათვალეთ და დააწყვეთ

მზის ჩასვლამდე მიღებული ფულის დათვლა მოასწარით. ეს საძინებელში ან მისაღებში გააკეთეთ. შემდეგ ლამაზად დააწყვეთ, ავერსით ქვემოთ. თუ ხელფასის დღე მზარდ მთვარეს დაემთხვა, ფული ფანჯრის რაფაზე დადეთ და გათენებამდე დატოვეთ. მარტივი რიტუალით სახლში მატერიალურ სიუხვეს და სიხარულს მოიზიდავთ.

ფული რომ არ გამოგელიოთ, არ იწუწუნოთ, რომ ცოტა გაქვთ. უცხო პირებს თქვენს ფინანსურ სირთულეებზე არ მოუყვეთ. მსგავსი სიტყვები წარმატებას აფრთხობს. და ბოლოს: ცოლის, ქმრის, მშობლების ან შვილების სურვილების სანაცვლოდ თქვენი მოთხოვნილებები არ გაწიროთ. საკუთარი თავიც გაანებივრეთ, ასე ფინანსები შეგიყვარებთ.