რჩევები, როგორ იზრუნოთ პომიდორზე ნერგების დარგვის შემდეგ, რომ არ გახმეს

829

როგორც წესი, ბოსტანში უკვე გაზრდილ პომიდვრის ნერგს ვრგავთ. პომიდორი ნერგისთვის თავად შეგიძლიათ გაზარდოთ (ფანჯრის რაფაზე ან სათბურში დათესვით) ან მაღაზიაში სპეციალურად გაზრდილი იყიდოთ. ფერმერები კვლებში დარგულ ნერგებს რეგულარულად რწყავენ. პირველი ორი კვირა განსაკუთრებული მონდომებით რწყავენ, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნო შედეგს იღებენ, მცენარე ხმობას იწყებს და ზრდას აფერხებს.

მებოსტნეები პომიდვრის დახმარებას ცდილობენ, მაგრამ ერთი და იმავე შეცდომას უშვებენ. ღია გრუნტში გადარგულ ნერგზე ხშირი და უხვი მორწყვა ცუდად მოქმედებს, დაფესვიანება და სწორად განვითარება ფერხდება. ასეთ პირობებში ხარისხიანი ნაყოფიერების და კარგი მოსავლის იმედი აღარ უნდა გქონდეთ.

რჩევები, როგორ იზრუნოთ პომიდორზე დარგვის შემდეგ

გიზიარებთ ძირითად წესებს, რომლებიც პომიდვრის ღია გრუნტში დარგვის შემდეგ მორწყვისას უნდა დაიცვათ.

1. პომიდვრის ნერგი კარგად დატენიანებულ ორმოში ჩარგეთ. 1–2 კვირა მორწყვა შეწყვიტეთ. დარგვიდან მესამე დღეს მიწის შემოყრა დაიწყეთ, რომ გვერდითა ფესვებს განვითარებაში დაეხმაროთ.

2. აკონტროლეთ ამინდი და მიწის ტენიანობა. ფხვიერ მიწაში სითხე დიდხანს არ ჩერდება, ამიტომ უფრო ხშირად მორწყეთ. ანომალური სიცხის დროს ყოველ ორ დღეში ერთხელ მორწყეთ. ამავდროულად, მიწის ზედა ფენა მუდმივად სველი არ უნდა იყოს.

3. წარმატებულად გაფესვიანებული პომიდორი კვირაში ერთხელ მორწყეთ, თუ წვიმა არაა. თითოეულ ბუჩქზე 1 ლ წყალი საკმარისია. პირველად მორწყვისას ფიტოფთორის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიება რეკომენდებულია. ამისთვის 10 ლ წყალს 2 გ კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) დაუმატეთ.

4. სარწყავად გამოიყენეთ თბილი წყალი. სითბოსმოყვარულ მცენარეს ცივი წყალი არ უყვარს. საღამოს ან დილით ადრე მორწყეთ, რომ ნიადაგმა კარგად შეიწოვოს და ზედმეტი სითხე არ აორთქლდეს. ასე მცენარე ზრდისთვის საჭირო სითხეს წარმატებით მიიღებს.

5. წყლით მიწა უნდა მორწყათ და აკონტროლოთ, რომ თავად მცენარეს შხეფები არ მოხვდეს, რადგან პომიდორს ზედმეტი ტენიანობა არ მოსწონს.

6. რეკომენდებულია, მორწყვიდან მეორე დღეს მიწა გააფხვიეროთ, რომ თავიდან აიცილოთ გამხმარი ქერქის დახეთქვა და ნიადაგის გამოშრობა, რაც ტენის სწრაფად აორთქლებას და გვერდითა ფესვების დაზიანებას იწვევს.

7. მიწის შემოყრისას მცენარე დისტანციურად მორწყეთ. ასე მცენარის გვერდითა ფესვები სითხეს მიიღებს.

8. ყვავილობისას კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. თითოეული ბუჩქი 5 ლ წყლით მორწყეთ. თუ პომიდორი საკმარისი რაოდენობის სითხეს ვერ მიიღებს, ნასკვები ჩამოიყრება.

9. ქვედა ფოთლების დახვევა და ჭკნობა ნიშანია, რომ პომიდორს სასწრაფო მორწყვა სჭირდება.

10. ნაყოფიერების პერიოდში უხვად მორწყვას მოერიდეთ. ჭარბი სითხე ნაყოფის დახეთქვის და ლპობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ზედმეტი ტენიანობა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. პომიდორი შეიძლება დაინფიცირდეს ფიტოფთოროზით, ფესვების ლპობით, მშრალი და თეთრი ლაქებით, ყავისფერი ლპობით ან სხვა სოკოვანი დაავადებით. დროული ჩარევა და დამუშავება ბევრ პრობლემას აგაცილებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს