არასოდეს აიღოთ ეს ადამიანის ხელიდან, თუნდაც ახლობლისგან. ასე დაავადებას გაძლევენ და იღბალს იპარავენ

1550

ალბათ, გსმენიათ ფრაზები, როგორიცაა „ჯადოს გაკეთება ან გათვალვა“, „დაავადების სხვაზე გადაცემა“, „ბედნიერების და წარმატების წართმევა“. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლაც ხდება. ასეთ უსიამოვნებას ბევრი ადამიანი აწყდება. როგორ ხდება ეს?

ცხოვრებაში ვიზიდავთ ყველაფერს, რისიც გვწამს. როცა მტერი რაღაც ცუდს გვისურვებს, ხშირად ამას პირადად ვიღებთ. აქედან მოდის დაავადებები, უსიამოვნებები სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. ყველაფერში დამნაშავეა იმ ადამიანის ნეგატიური ემოციები, რომელმაც უბედურება მოგვიტანა. სხვებზე ჯავრის ყრით, თავის ბოროტებას, წყენას და სიძულვილს ავრცელებს. თავისი ნეგატივით სულ უფრო მეტ მსხვერპლს აინფიცირებს.

ადამიანის ნეგატიური ემოციები

დროთა განმავლობაში სიბოროტე და სიძულვილი ნებისმიერს შეიძლება შეეხოს და ისიც სხვისთვის ცუდის გაკეთებას იწყებს. ამ ყველაფერს შეგიძლიათ ებრძოლოთ და ცხოვრებისა და სიტუაციისადმი თქვენი დამოკიდებულება არ შეცვალოთ. ამ შხამით ცხოვრება ან ცვლილებების დაწყება თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია.

თუ არ გსურთ სხვისი დაავადების ან უსიამოვნების გადამტანი გახდეთ, თუ გსურთ ცხოვრებაში ბედნიერების, სიკეთის და სინათლის მოზიდვა, აუცილებლად ისწავლეთ დაცვა, ბარიერის აღმართვა და ნეგატივის მიუღებლობა.

პირველ რიგში, ისწავლეთ ბარიერის აღმართვა თქვენსა და თქვენთვის უსიამოვნო ხალხს შორის. ტოქსიკურ ხალხთან ურთიერთობა შეწყვიტეთ, „არას“ თქმა ისწავლეთ, თუ რაიმეს გაკეთება არ გსურთ.

შხამიან ხალხთან ურთიერთობისას საკუთარი თავი ემოციურად რომ დაიცვათ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან ახლოს ჩანჩქერი ხმაურობს ან მაღალი ცეცხლის წრეში დგახართ. ასე ადამიანის მცდელობა, თქვენზე გადმოიტანოს ავადმყოფობა ან წარუმატებლობა, უშედეგო იქნება. თქვენ კი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.

მეორეც, ხშირად გაიღიმეთ, პოზიტიურ და სასიამოვნო რამეზე იფიქრეთ. შხამიანი ადამიანები სხივმოსილ ადამიანებს გვერდს უვლიან. ინტუიციურად გრძნობენ, რომ მათ ზიანს ვერ მიაყენებენ. დადებითი ფიქრებით და მადლიერი ურთიერთობით ცხოვრებაში მოიზიდავთ სასიამოვნო მოვლენებს და აიხდენთ სურვილებს. ამაზე ბოროტი ხალხი მხოლოდ ოცნებობს!

როგორ ავაშენოთ დამცავი ბარიერი

ზოგჯერ ადამიანი ბარიერის აღმართვას ვერ ასწრებს. ამ დროს ნეგატივი, ავი თვალი და ვიღაცის ბოროტება თავს ესხმის. სხვისი ნეგატივის მოსაშორებლად, თუ შესაძლებელია, მიწაზე ან ნიჟარაში გადააფურთხეთ და თქვით: „ბოროტებავ, დაიკარგე შენს მუცელში“. შემდეგ თქვენი საქმის კეთება მშვიდად გააგრძელეთ, არ შეგეშინდეთ, რომ ვიღაცის ნეგატივი შეგაწუხებთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს გარემოცვას მთლიანად ვერ შევცვლით და უსიამოვნო ხალხს თავს ვერ ავარიდებთ. ნეგატივს ვაწყდებით ავტობუსში და მაღაზიაში, სამსახურში და კიბეზე. მთავარია, რომ საკუთარი თავის და ოჯახის ავი თვალისგან დაცვა ისწავლოთ.

გახსოვდეთ, რომ პოზიტიური ფიქრები ძლიერი ჯანმრთელობის და ბედნიერი ჰარმონიული ურთიერთობის გარანტიაა. არ დაგავიწყდეთ, ყოველ ახალ დღეს გაუღიმეთ და ის სურვილებს აუცილებლად აგისრულებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს