ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი აღიზიანებს. ზოგი ღიზიანდება, როცა ვიღაც აგვიანებს, ზოგი პატარა ტყუილსაც ვერ იტანს, სხვა ორპირობას ერთ მილში გრძნობს. ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი ყურადღებას ამახვილებს, პიროვნულ თვისებებზე ბევრ რამეს ამბობს.
Vivien გთავაზობთ სწრაფ ფსიქოლოგიურ ტესტს „აირჩიეთ ცხოველი“. მისი შედეგი თქვენი სიბრაზის და სტერისადმი ამტანობის დონეს აჩვენებს. გარდა ამისა, მიხვდებით, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები. ფრთხილად იყავით! შედეგი ყველას არ მოეწონება.
ფსიქოლოგიური ტესტი სიბრაზის დონის დასადგენად
მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით და აირჩიეთ ცხოველი, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოსაა. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ.
კოალა
თუ ეს საყვარელი ცხოველი აირჩიეთ, საკმაოდ ემპათიური ხართ. თქვენს ბუნებაშია ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ეს თვისება როგორც ახლობლებზე, ასევე უცნობებზე ვრცელდება. შორეულ ნათესავსაც ფულს უპრობლემოდ ასესხებთ. სიამოვნებით ეხმარებით პენსიონერს, რომელსაც სალაროსთან ფული დააკლდა. ამავდროულად, უსამართლობისა და უკანონობის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გაბრაზებთ ისინი, ვინც დანაშაულს ჩადის და დაუსჯელი რჩება. თუ ერთხელ მაინც თქვენი ჩანთიდან საფულე მოუპარავთ, ნაცნობია ბრაზი, რომელიც მთელ სხეულში დუღს.
ლომი
ლომს ირჩევს მხოლოდ ორგანიზებული ადამიანი, რომელიც ყველაფრის კონტროლს მიჩვეულია. მიზნებისა და სურვილების მისაღწევად მკაფიო გეგმას ადგენთ. მოწესრიგებული ხართ და სხვებისგანაც იმავეს ითხოვთ. ნებისმიერ სპონტანურობას ან არაპროგნოზირებადობას წყობიდან გამოყავხართ. ღირს კი რაიმე ვთქვათ სიურპრიზისადმი სიყვარულზე? საქმის დაჭერაც არ შეგიძლიათ მათთან, ვინც ხშირად იგვიანებს ან შეხვედრებს დებს.
კურდღელი
საყვარელი კურდღლის მოყვარული შემოქმედებითი, გამომგონებელი და მეწარმეა. დიდი ენთუზიაზმით სწავლობთ და სხვებსაც წარმატებით ასწავლით. თქვენზე ხშირად ამბობენ: „ყველაზე მეტად საჭიროა“. ინიციატივას ხშირად ავლენთ, ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად არასტანდარტულ გზებს ეძებთ. საკმარისი სასიცოცხლო ენერგია გაქვთ, ამიტომ დიდ საერთაშორისო კომპანიაში აუცილებლად მიგიწვევდნენ, როგორც მინიმუმ, მმართველად ან ანტიკრიზისულ მენეჯერად. ერთადერთი, რაც ნამდვილად გაბრაზებთ და გრთგუნავთ, თავისუფლების შეზღუდვაა. სამსახურში, სადაც საქმის დაწყებამდე ბევრ ადამიანთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ, დიდხანს ვერ გაჩერდებით.
ირემი
თუ ეს კეთილშობილი ცხოველი აირჩიეთ, დიდი მიზნების მისაღწევად რისკზე წასვლა გიყვართ. გრანდიოზული გეგმების გაზიარება და თქვენი აზრის დარწმუნებით გამოხატვა არ გაშინებთ, თუნდაც უმეტესობას არ მოეწონოს. ეს ბუნებრივ სითამამესა და ლიდერულ თვისებებზე საუბრობს. ნებისმიერ სფეროში ნოვატორი შეგიძლიათ გახდეთ, დაწყებული საავტორო ნახატებით და დასრულებული ახალი ქიმიური ფორმულებით. წყობიდან გამოდიხართ, როცა რაღაც ან ვიღაც მიზნების მიღწევაში ხელს გიშლით. შეზღუდვებს ვერ იტანთ. თქვენი გეგმის დაცინვას არასდროს აიტანთ. უსარგებლო ხალხს (ნათესავებსაც) ცხოვრებიდან ერთხელ და სამუდამოდ იშორებთ.
ჟირაფი
ასეთი არჩევანი მხოლოდ ერთ რამეს ამბობს. ყოველთვის ცდილობთ, მოვლენების კურსში იყოთ. თავს არაკომფორტულად გრძნობთ, როცა ირკვევა, რომ რაღაც არ იცით. ის, რომ ეს ნორმალურია და შეუძლებელია ამქვეყნად ყველაფერი იცოდეთ, არ გაკმაყოფილებთ. ცნობისმოყვარეობა კარგია, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ უნდა იცხოვროთ და წამით ისიამოვნოთ. გაღიზიანებთ ხალხი, რომელიც უვიცობას და უინტერესობას ავლენს. ნებისმიერ ადგილას არაპროფესიონალიზმს წყობიდან გამოყავხართ.
ძაღლი
ბუნებით გულისხმიერი ადამიანი ხართ და სხვებისგანაც იმავეს ითხოვთ. თქვენს გარემოცვაში ყველა დარწმუნებულია, რომ თქვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. კარგი მეგობარი, პატიოსანი თანამშრომელი და ერთგული პარტნიორი ხართ. ბევრი დადებითი თვისების წყალობით აღწევთ დიდ წარმატებას, ასევე სხვებს წარმატების მიღწევის მოტივაციას აძლევთ. ძაღლის მოყვარულს ახასიათებს ყველაფრის გართულება, თუნდაც გამოსავალი ზედაპირზე იდოს. ზოგჯერ პირიქით ხდება, მიამიტობას ავლენთ იმ მომენტში, სადაც ფხიზლად უნდა იყოთ. გაღიზიანებთ ჭორაობა, ნებისმიერი ტყუილი ან ორაზროვანი ქმედება. ფრთხილად: ენერგეტიკულ ვამპირებს მაგნიტივით იზიდავთ. ყურადღება მიაქციეთ, ვისთან გაქვთ კომუნიკაცია და ხომ არ აქვს რაიმე ეგოისტური მიზნები.