მეაგარაკებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენს ვებგვერდზე მებაღეებისა და მებოსტნეების ბევრ ხრიკს და რჩევას იპოვით. დღეს ცნობისმოყვარე მკითხველებს სულ სხვა რამ მოვუმზადეთ.
Vivien გთავაზობთ მოკლე ტესტის გავლას, რომელიც გიამბობთ, როგორი მეაგარაკე ხართ. თუ დღემდე ვერ გარკვეულხართ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. დაეხმარება მათაც, ვისაც მეაგარაკის როლი ჯერ არ მოურგია და ეჭვობს, რამდენად მისი სფეროა. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესოა.
მეაგარაკეებზე
რჩევა და განმარტება რომ მიიღოთ, მოცემულ სურათს შეხედეთ და აირჩიეთ ყვავილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. დიდხანს არ იფიქროთ, პირველ შთაბეჭდილებას და ინტუიციას ენდეთ. ასე მაქსიმალურად ზუსტ პასუხს მიიღებთ.
1. პირველ ყვავილს ირჩევს შრომისმოყვარე მეაგარაკე, რომელიც აგარაკზე სულიერად და ფიზიკურად ისვენებს. შრომაში იღებს სიამოვნებას და დამატებითი ენერგიის მიღებასაც ახერხებს. ნაკვეთის უფრო და უფრო გაუმჯობესება გსურთ. რაღაც ახალს სიამოვნებით ცდით. თქვენთვის აგარაკი ძალის და ენერგიის მომნიჭებელია.
2. მეორე ყვავილს ირჩევს ის, ვინც აგარაკზე მიდის მხოლოდ იმისთვის, რომ სიჩუმით, სიმშვიდით და სუფთა ჰაერით დატკბეს. დილიდან საღამომდე ნაკვეთზე მუშაობა არ გიზიდავთ. თუმცა დროთა განმავლობაში რაღაც საქმეს აკეთებთ, რომ გარშემო მოვლილი და მოწესრიგებული იყოს. როგორც წესი, მარტივ საქმესაც მხოლოდ კარგად დასვენების შემდეგ ასრულებთ. ეს გონივრული მიდგომაა!
3. მესამე ყვავილი ყველაზე მეტად იზიდავს მას, ვისაც სუფთა ჰაერზე ჭამა უყვარს. აგარაკზე თქვენი ერთი ვიზიტიც გემრიელი ჭამის გარეშე არ ჩაივლის. ნაკვეთზე მწვადების შეწვაზე გიჟდებით. საერთოდ არ გესმით, რაში გჭირდებათ აგარაკი, თუ იქ პიკნიკს არ მოაწყობთ. მეზობლებს თქვენი ჩამოსვლა უხარიათ, რადგან იციან, რომ ნახშირზე მომზადებული ხორცის დასაგემოვნებლად აუცილებლად დაპატიჟებთ.
სხვა ყვავილები
4. მეოთხე ყვავილს ხშირად ირჩევს მეაგარაკე, რომელსაც ქალაქგარეთ გამგზავრება ვიღაცის თხოვნით უწევს. ხან მეორე ნახევარი დაჟინებით ითხოვს, ხან მშობლები დახმარებას ითხოვენ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ დახმარება ნათესავებს სჭირდებათ. თქვენც დიდი ენთუზიაზმის გარეშე სააგარაკო პრობლემების მოსაგვარებლად მიდიხართ.
რა თქმა უნდა, არსად წასვლა გსურთ, რაღაც უფრო საინტერესო და მიმზიდველი საქმის გაკეთება გინდათ, მაგრამ სხვებს უარს ვერ ეუბნებით და კარტოფილის მოსათხრელად ან კიტრის დასაკრეფად მიდიხართ. ამ საქმეში დადებითი მხარე დაინახეთ. მით უფრო, რომ უხვი მოსავალი თქვენი ჯილდო იქნება.
5. მეხუთე ყვავილი კომუნიკაბელურ მეაგარაკეს მოსწონს. აგარაკზე გულითადი საუბრებისთვის დადიხართ. მეზობლებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ, სტუმრად სიარული და სხვების დაპატიჟება გიყვართ. აგარაკზე დიდი მონდომებით არ მუშაობთ, არამედ ზომიერად. სამაგიეროდ, მზად ხართ, მეზობლებს თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ, ასევე მათ ისტორიებს მოუსმინოთ.
6. მეექვსე ყვავილი ექსპერიმენტების მოყვარულ მეაგარაკეს მოსწონს. ხშირად უყურებთ სააგარაკო ხრიკებს, რომელთაც ინახავთ, რომ შემდეგ პრაქტიკაში გამოცადოთ. მუდმივად ეძებთ ახალი სახეობის მცენარეებს, რომელთა გაზრდას ნაკვეთზე ცდილობთ. ალბათ, სააგარაკო საქმეების რვეულიც გაქვთ, სადაც თქვენს გამოცდილებას და გეგმებს წერთ. თქვენი აგარაკი ცდების ველია.