Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ალუბლის ტორტი „საკურა“ უკრაინელი მზარეულის ლილია ცვიტის რეცეპტით. ღვთაებრივი ტორტი საზაფხულო განწყობას შეგიქმნით. ყაყაჩოს ბისკვიტი და ალუბლის კრემი იდეალურ კომბინაციას ქმნის. ხელოვნების ნიმუშია.
ალუბლის კრემი
ერთი შეხედვით, დესერტი რთული მოსამზადებელია, რადგან ბევრ სხვადასხვა ინგრედიენტს შეიცავს. სინამდვილეში, მარტივად მზადდება, ამიტომ არ შეგეშინდეთ. რეცეპტს მიჰყევით და პროპორციები დაიცავით. ასე იდეალურ დესერტს მოამზადებთ.
ვარდისფერი ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 140 გ შაქარი
- 1 შეფუთვა ალუბლის კისელი
- 60 გ ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 400 მლ რძე
- 1 შეფუთვა (40 გ) ალუბლის პუდინგი
- 150 გ შაქარი
- 300 გ კარაქი
ჟელეს ინგრედიენტები:
- 2 შეფუთვა (140 გ) ალუბლის ჟელე
- 500 მლ მდუღარე წყალი
- 150 გ ალუბალი
დასანამი სითხის ინგრედიენტები:
- 100 მლ რძე
- 1 ჩ/კ ვანილი
მომზადების წესი:
1. ვარდისფერი ბისკვიტის მომზადებით დაიწყეთ. კვერცხის ცილები აქაფებამდე ათქვიფეთ. შაქარი დაუმატეთ და ფაფუკი და მკვრივი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. კვერცხის გულები დაუმატეთ, ისევ ათქვეფეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ალუბლის კისელი. კარგად აურიეთ.
2. ფაფუკი ჰაეროვანი მასა გადაიტანეთ მართკუთხა ფორმაში. ფორმაში წინასწარ პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი გაასწორეთ. 180 გრადუსზე 40-50 წუთით აცხვეთ.
3. ყაყაჩოს ბისკვიტი მოამზადეთ. ყაყაჩოს მდუღარე წყალი დაასხით და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაწურეთ და ყაყაჩო დასრისეთ. კვერცხის ცილები ათქვეფეთ. ქაფის მიღების შემდეგ შაქარი დაუმატეთ და ათქვეფეთ, სანამ ფაფუკ და სქელ მასას არ მიიღებთ. კვერცხის გულები, შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ყაყაჩო დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
4. ყაყაჩოს მასა პერგამენტდაფარებულ მართკუთხა ფორმაში ჩაასხით და ცომი გაასწორეთ. 180 გრადუსზე 40-50 წუთით აცხვეთ. მზა ფენებს ზედა ქერქი მოაშორეთ. ასე უკეთ დაინამება.
კრემის მომზადების წესი და ტორტის აწყობა
5. კრემისთვის სქელძირიან ქვაბში აურიეთ რძე, შაქარი, ალუბლის პუდინგი. ქურაზე დადგით და სათქვეფით მუდმივად აურიეთ. გასქელების შემდეგ ცეცხლი გამორთეთ. თავსახური დაახურეთ და გაგრილებას დაელოდეთ. რბილი კარაქი ათქვეფეთ და თანდათან ალუბლის პუდინგი დაუმატეთ.
6. ალუბლის ჟელეს მდუღარე წყალი დაასხით და კარგად აურიეთ. ოთახის ტემპერატურამდე შეაგრილეთ. რძე და ვანილი ტორტის დასანამად აურიეთ.
7. დროა ტორტი ააწყოთ. ჯერ ყაყაჩოს ბისკვიტი აიღეთ და დანამეთ. შემდეგ ალუბლის კრემი წაუსვით. ცოტა კრემი გასაფორმებლად შეინახეთ. ზემოდან ალუბლის ბისკვიტი დაადეთ, მსუბუქად დააწექით, რომ ფენები ერთმანეთს მიეკრას. ისიც დანამეთ.
8. ალუბალი დააწყვეთ და ალუბლის ჟელე მოასხით. ამ მომენტისთვის შეკვრა უკვე დაწყებული ექნება. არც ძალიან თხელია, არც ძალიან სქელი. ტორტი მაცივარში შეინახეთ. ჟელეს გამაგრებას და ტორტის კარგად დანამვას დაელოდეთ. რამდენიმე საათში ტორტი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით.
თუ ალუბლის პუდინგი და კისელი არ გაქვთ, სიმინდის სახამებელი გამოიყენეთ. რაოდენობა იგივეა. ასე ტორტს ნაკლებად გამოხატული ალუბლის გემო ექნება, მაგრამ სხვა დანამატებით სიტუაციას გამოასწორებთ. მაგალითად, შოკოლადი დაუმატეთ.