მნიშვნელოვანი საიდუმლო. რატომ არ შეიძლება ფარშს ერთდროულად დაუმატოთ კვერცხის ცილა და გული

2599

როცა ბებიისგან მისი შეუდარებელი კატლეტის ფარშის საიდუმლოს გაგებას ცდილობდნენ, ცნობისმოყვარეებს ნახევარსაათიან ლექციებს უტარებდა. აღშფოთებულ შენიშვნებს უბრალოდ უგულებელყოფდა. ამბობდა, რომ თავად სურდათ ყველაფრის გაგება. სინამდვილეში, იდეალური კატლეტის ერთადერთი რეცეპტი არ არსებობს. თუმცა არსებობს წესი, რომლის დაცვის შემთხვევაში უმაღლესი კლასის ფარში გამოგივათ. ამ წესებს დღეს გაგაცნობთ.

კატლეტის ფარშის საიდუმლო: რა ჩავდოთ და რა მოცულობით

ხორცის შერჩევა

იდეალურია, თუ კატლეტს თეძოს რბილი ხორცით ან ჩალაღაჯით ამზადებთ. მეორეხარისხოვანი ხორციც შესაფერისია, თუ სათანადოდ მოამზადებთ. კისრის ან კანჭის ნაწილების გამოყენებას არ გირჩევთ. საინტერესოა, რომ ჩვეულებრივ მაღაზიებში გასაყიდი ფარში სწორედ ამ ნაჭრებიდან მზადდება.

ხორცის მომზადება

პირველი კლასის ფარშის მისაღებად ხორცი კარგად უნდა დაჭრათ. ექსპერტები ამას რამდენიმე მსხვილი, მძიმე და კარგად გალესილი დანით აკეთებენ. სამზარეულოს კომბაინიც გამოგადგებათ. აი, ხორცსაკეპი გვერდზე გადადეთ. ხორცსაკეპის პირები არა მხოლოდ ხორცს ჭრის, არამედ ხორცის ბოჭკოებს სრესს. შესაბამისად, ფარში ნაკლებად წვნიანი გამოვა.

კატლეტი ნამდვილად ნაზი რომ გამოვიდეს, ფარშს ძროხის ან ღორის თირკმლის ცხიმი დაუმატეთ. 1 წილი ცხიმი 4 წილ ხორცზე საკმარისია. რა თქმა უნდა, ცხიმი კარგად უნდა გაწმინდოთ, კერძოდ ყველა ხრტილი და შემაერთებელი ქსოვილი მოაშოროთ. გურმანებს შეუძლიათ ნახევარი ცხიმი უმი ძვლის ტვინით ჩაანაცვლონ.

ფარშის დანამატები

პური კატლეტში შეგიძლიათ და უნდა დაუმატოთ. ეს უნდა იყოს თეთრი რბილი პური, წინასწარ რძეში ან ბულიონში ჩალბობილი და შემდეგ კარგად გაწურული. პროპორცია მარტივია, 1 ნაწილი პური 5 ნაწილ ფარშზე. გაფრთხილებთ: ზედმეტად ახალი პური არ გამოიყენოთ, რომ კატლეტს მჟავე გემო არ ჰქონდეს.

ფარშის კიდევ ერთი საიდუმლო მომზადებისას ქათმის კვერცხზე უარის თქმაა. დიდი სურვილის შემთხვევაში კვერცხის გული დაუმატეთ, მაგრამ არა კვერცხის ცილა. კვერცხის ცილა ძალიან სწრაფად იკვრება და ფარშს შეკვრის ნაცვლად შლის. შედეგად, კატლეტი მშრალი გამოდის.

გირჩევთ, ფარშს ცოტა დაქუცმაცებული ყინული დაუმატოთ. ეს კეთდება იმის გამო, რომ ტაფაზე ჯერ წყალი აორთქლდეს და არა ხორცის წვენი. ასე კატლეტი განსაკუთრებით ნაზი გამოვა. რა თქმა უნდა, ბევრი ყინული არ უნდა დაუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატლეტი უბრალოდ დაიშლება.

შეწვის საიდუმლო

იდეალურია, თუ კატლეტს გამდნარ კარაქში ან ღორის ქონში შეწვავთ. ცეცხლი ყოველთვის საშუალო უნდა იყოს. ძლიერ ცეცხლზე კატლეტი დაიწვება, ხოლო შიგნით უმი დარჩება. კატლეტი წვის დროს მხოლოდ ერთხელ გადააბრუნეთ და ეს ფრთხილად გააკეთეთ. ეს ყველაფერია, რაც იდეალური კატლეტის მომზადებაზე უნდა იცოდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს