აირჩიეთ რიცხვი და გაიგეთ, რომელი თვისებები დომინირებს თქვენს ხასიათში

1269

რიცხვები ადამიანის ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს იმის მიუხედავად, ადამიანს მათემატიკა უყვარს თუ არა. Vivien–ის დღევანდელი ტესტი ამას ნათლად ადასტურებს. ტესტი მარტივი, მაგრამ საიმედოა. მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან თქვენს ნაცვლად პასუხობს ქვეცნობიერი და თითქმის ავტომატურად. მიღებული ინფორმაცია მომავალში თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ტესტი პიროვნების გამოსავლენად: უბრალოდ აირჩიეთ რიცხვი  

სწრაფი და მარტივი

თავად ტესტი საკმაოდ მარტივია. სურათზე მოცემულ ოთხ რიცხვს შეხედეთ. აირჩიეთ ერთი, თან დაუფიქრებლად. იდეალურია თუ ამას 5 წამში გააკეთებთ, რომ შემთხვევით ქვეცნობიერს მუშაობაში ხელი არ შეუშალოთ. ტესტის შედეგს გაეცანით.

3

როგორც წესი, სამიანს პერფექციონიზმისკენ მიდრეკილი ადამიანი ირჩევს. ასეთი პიროვნება დიდ ძალისხმევას იღებს, რომ ყველგან და ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს. სამსახურში, როგორც პირად ურთიერთობაში, იდეალური წესრიგი სუფევს. მთავარი ნაკლი მარტივია. ეს დასვენების უუნარობა და გარშემომყოფების მიმართ ზედმეტი მოთხოვნებია. ზოგჯერ სადავე მოადუნეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

7

ციფრ შვიდს უკურნებელი ოპტიმისტები ხედავენ. თქვენი წყენინება ან შეფიქრიანება ძალიან რთულია. ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალს პოულობთ, ამით სხვადასხვა ხალხს იზიდავთ. სამწუხაროდ, ბევრი ნაცნობი თქვენი ოპტიმიზმის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. თავხედ მთხოვნელებს უარი უთხარით და დროულად „დაიტენეთ“. ასე ცხოვრება უფრო ნათელი გახდება.

24

ამ რიცხვს ნამდვილი ლიდერი, თამამი და შეუპოვარი ადამიანი ირჩევს. სავარაუდოდ, ხალხის მართვა და წინამძღოლობა შეგიძლიათ. მხოლოდ ერთს გირჩევთ: ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების ქვეშევრდომებზე განაწილება ისწავლეთ. ლიდერი იმიტომ არის ლიდერი, რომ ხალხს მიუთითოს, რა გააკეთოს და არა იმიტომ, რომ თანმიმდევრებს მუდმივად ცხვირი მოწმინდოს.

61

ჩვეულებრივ, ამ რიცხვს თავგუნება და არასერიოზული ადამიანი ირჩევს. სხვები უკვე მიეჩვიენ იმ ფაქტს, რომ მუდმივად ღრუბლებში დაფრინავთ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებსაც მშვიდად ხვდებით. ეს კარგიც არის, რადგან თქვენი ნერვების სიძლიერის და მარადიული სიმშვიდის შეიძლება მხოლოდ შეგვშურდეს.

ასეთ ადამიანს ვურჩევთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ისწავლოს მარცვლეულის ღვარძლისგან გარჩევა, სასწრაფო და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების დაყოფა. ცხოვრებაში არის საკითხები, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად უნდა მოაგვაროთ. აქ დაგეხმარებათ თქვენი თანდაყოლილი უნარი, ტყუილად არ ინერვიულოთ.

როგორც ხედავთ, პიროვნების ტესტი ოთხივე ტიპის ადამიანის დადებით და უარყოფით მხარეებს ააშკარავებს. ეს ყველაფერი გამოვლინდა მხოლოდ ოთხი რიცხვის და 5 წამიანი სწრაფი პასუხის წყალობით.  გასაკვირი არაა, რომ ასეთი ტესტები ფსიქოლოგებს ძალიან მოსწონთ. ყველაფერს, რის დამალვას ცნობიერი ცდილობს, ქვეცნობიერი ააშკარავებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს