გამოცდილი ხრიკები, როგორ დაიცვათ კლუმბი კატებისა და ძაღლებისგან

373

კლუმბი ბაღში მარტივი და ბიუჯეტური მეთოდია, რომ საკარმიდამო აქციოთ ზღაპრულ კუნძულად, სადაც მბრძანებელი გახდებით. ფანტაზია გამოავლინეთ, დიზაინერებს დახმარება სთხოვეთ და შექმენით ყვავილნარი, როგორის შექმნის საშუალებაც გაქვთ.

თუ თავისუფალი ფული არ გაქვთ, კლუმბი ბაღში მინიმალური ფინანსური ხარჯით და ხელმისაწვდომი მასალებით თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე ეზოში ან ფარდულში უსარგებლო ხარახურას მოიშორებთ. ბაღში ძველ ნივთებს უჩვეულო გამოყენება შეგიძლიათ უპოვოთ.

კლუმბი ბაღში

ბაღში კლუმბისთვის სხვადასხვა ქვა და აგური გამოგადგებათ. ძველი ჭურჭელი და უსარგებლო მოწყობილობა არ გადაყაროთ. ხის ნარჩენი, ტოტი, კრამიტის და ფილების ნარჩენებიც გამოგადგებათ. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი რამ, რაშიც მიწა შეგიძლიათ ჩაყაროთ და ყვავილის კალმები ან თესლი ჩარგოთ. ფანტაზია ჩართეთ.

ალპური მთების სახით ქვებით გაკეთებული კლუმბი ყველაზე ბუნებრივად გამოიყურება. ექსპერტები გირჩევენ, რომ ერთი მასალის რიყის ქვა გამოიყენოთ. გამოცდილება აჩვენებს, რომ სხვადასხვა მასალის ქვით ექსპერიმენტები თამამად შეგიძლიათ ჩაატაროთ. მთავარია, რომ ერთმანეთს ლამაზად ერწყმოდეს.

კლუმბის შექმნის ეტაპები

1. ყვავილნარის ადგილის შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგეთ, რადგან მისი ადგილის შეცვლა ფიზიკურად გაგიჭირდებათ. თუ ნაკვეთზე თიხნარევი მიწა გაქვთ, ბორცვის ქვეშ სადრენაჟე ფენაზე იზრუნეთ, რომ მიწაში წყალი არ დაგუბდეს.

2. სასურველია, ბორცვი საჭირო ზომის ნაყოფიერი მიწით გაავსოთ და მინიმუმ 14 დღე გააჩეროთ. ამ დროში მიწა დაწევას მოასწრებს და მომავალი ბორცვის რეალური სიმაღლის დანახვას შეძლებთ. სურვილისამებრ, უფრო მაღალი შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ შემთხვევაში მიწა დაუმატეთ.

3. ბორცვზე ქვები ისე დააწყვეთ, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს, ჰორიზონტალური მიმართულება დაიცავით. მიწაში მესამედით ჩააღრმავეთ. ქვების ზომასა და რაოდენობაში გადაჭარბება არ ღირს. ბაღში კლუმბის მთავარი მშვენება ყვავილია. ქვები კლუმბს შინაური ცხოველებისგან დაიცავს.

4. ბორცვის წვერზე ერთი დიდი ქვა დადეთ ან რამდენიმე რიყის ქვისგან პირამიდა გააკეთეთ. ზოგიერთი მოყვარული თავზე ლამაზ ყვავილს რგავს, მაგრამ მსხვილი ყვავილები უადგილოა.

5. მცენარე ქვებს შორის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შეგიძლიათ ჩარგოთ. აკონტროლეთ, რომ ყვავილებისთვის საკმარისი მიწა იყოს. საჭიროების შემთხვევაში მიწა დაუმატეთ. ბორცვს კლდისვაშლას ან ხავსს აკრავენ, გვერდებზე სუროს, გვიმრას ან ისლს აფესვიანებენ, ქვებს შორის ხვრელებში სუკულენტებს რგავენ, თავისუფალ ადგილებში – სხვა დანარჩენს.

რა ჩავრგოთ კლუმბში?

ბორცვზე ჩასარგავად სხვადასხვა სახის ქვატეხიას იყენებენ. ქვებს შორის სხვადასხვა კლდისდუმა იხარებს. კლუმბში სხვასხვა ფერის შაბუ შესანიშნავად გამოიყურება. ლიმონის ბეგქონდარა ბაღში ლამაზი და სასარგებლოა. ბორცვის ბუჩქზე ლავანდა თავს შესანიშნავად გრძნობს.

ნებისმიერი სახის ვაშლანა თავს შესანიშნავად გრძნობს. კლუმბში კარგად იზრდება ფლოქსი. ბაღში ბორცვს იაპონური გრაკლა მშვენივრად ალამაზებს.

მრავალწლიანი ალპური ასტრა ბორცვზე და მის ძირში ლამაზად გამოიყურება. ბორცვზე მაღლა ფერად ზაფრანას რგავენ. ნაზი ბაბაწვერაც შესაფერისია. შეგიძლიათ დარგოთ წყალიკრეფია და ია.

თუ გსურთ, რომ კლუმბი შინაური ცხოველებისგან დაიცვათ, სპეციალური რეპელენტები გამოიყენეთ. მათი სუნი ცხოველებს დიდად არ მოსწონს. ცხარე სანელებელი ან ციტრუსის ქერქიც გამოგადგებათ. უბრალოდ ყვავილის გარშემო დააწყვეთ.

ბაღში კლუმბისთვის შეარჩიეთ ყვავილები, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ ლამაზად ერწყმის, არამედ ერთმანეთს არ თრგუნავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს