აკრძალულია კვირის ამ დღეებში სახლის დალაგება. ოჯახიდან ბედნიერებას გააძევებთ

890

ხალხური რწმენით, თითოეულ დღეს საკუთარი ენერგეტიკა აქვს. თუ სახლს შეუფერებელ დღეს დაალაგებთ, არა მხოლოდ უბედურებას მოიზიდავთ, არამედ სახლიდან ბედნიერებას და ფინანსურ კეთილდღეობას გააძევებთ. აღმოჩნდა, რომ თეთრეული პარასკევს და კვირას არ უნდა გამოცვალოთ, რადგან ჯანმრთელობის დიდ პრობლემებს გპირდებათ.

რეკომენდებული არაა სახლის დალაგება მზის ჩასვლის შემდეგ და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორიცაა შობა, სულთმოფენობა ან აღდგომა. Vivien გიამბობთ, რომელ დღეებში არ ღირს სახლის დალაგება და როდის არის წახალისებული ეს საქმე უმაღლესი ძალების მიერ. კვირის დღეების მიხედვით სახლის დალაგების ძირითად ნიშნებს გიზიარებთ.

სახლის დალაგების ნიშნები კვირის დღეების მიხედვით

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ სახლში საქმე დაუწერელ წესებს უნდა შეესაბამებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის დასუფთავება არა თუ შედეგს არ მოგიტანთ, არამედ პრობლემებს გამოიწვევს. დეტალებში გავერკვიოთ.

ორშაბათი

სიტყვაზე მენდეთ. კვირის პირველ დღეს თავის დაბანა რთულად მოსაგვარებელ პრობლემებს მოგიტანთ. ორშაბათს ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ სამსახურზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასე თქვენი საქმე წინ წავა. არსებობს რწმენა, რომ ამ დღეს სახლის დალაგებას საცხოვრებლიდან მყუდროება, სითბო გააქვს, უთანხმოება და ქაოსი მოაქვს.

სამშაბათი

სამშაბათი ნებისმიერი ოთახის დასასუფთავებლად შესანიშნავი დღეა. ყველაზე მსუბუქ და საიმედო დღედ ითვლება. არ გაგიკვირდეთ, თუ გამოგვისას იპოვით საიდუმლოდ გადანახულ ფულს, რომლის არსებობაც აღარ გახსოვდათ. ამავდროულად, კვირის მეორე დღეს საღამოს სახლის დალაგება არ ღირს. მსგავსი ქმედება უფულობას გააჭინაურებს.

ოთხშაბათი

ოთხშაბათს იატაკი სუფთა წყლით (საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე) უპრობლემოდ შეგიძლიათ მოწმინდოთ. გენერალური დალაგების დაგეგმვა არ ღირს. მცირე დასუფთავების შემდეგ სახლში მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობა დიდხანს დაისადგურებს. ნიშანი ამბობს, თუ ოთხშაბათს დღის პირველ ნახევარში იატაკს მოწმენდთ, საფულეს გაავსებთ.

ხუთშაბათი

სასულიერო პირები „დიდ ხუთშაბათს“ ტაძარს ასუფთავებენ, დამხმარეები – საეკლესიო ჭურჭელს. სახლი სადილის შემდეგ ან საღამოს შეგიძლიათ დაასუფთავოთ. იდეალურია, თუ საქმეში მთელ ოჯახს ჩართავთ. ასე სწრაფად და მარტივად დაასრულებთ. მსგავსი საქმე ოჯახს უფრო აერთიანებს.

პარასკევი

კვირის მე-5 დღე სახლის დასასუფთავებლად და სხვა საოჯახო საქმის შესასრულებლად შეუფერებელია. ადრე ამბობდნენ, რომ პარასკევს სახლის დალაგება ოჯახის ყველა წევრს ფინანსურ დანაკარგს მოუტანს. თუ ამ დღეს სახლს რეგულარულად ასუფთავებთ, სახლში ბევრი არაკეთილმოსურნე გამოჩნდება. პარასკევს დაწყებული საქმე სირთულეს და მოულოდნელ დაბრკოლებას გპირდებათ, რომლის მოშორება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, სახლის დალაგება სხვა დროისთვის გადადოთ.

შაბათი

შაბათი საოჯახო საქმეების შესასრულებლად ყველაზე შესაფერის დღედ ითვლება. კომოდებსა და კარადებში ნივთები მშვიდად შეგიძლიათ დაახარისხოთ, გაწმინდოთ და თითოეულ კუთხეს მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ. ითვლება, რომ ამ დღეს დასუფთავება დაავადებას და უსიამოვნებას გაშორებთ, ოჯახში ფული შემოაქვს. სახლში მალე დაისადგურებს ჰარმონია, ხოლო კამათი და კონფლიქტი გაქრება. ამ დღეს კარგია ნაგვის და ხარახურის გადაყრა. მთავარია, ეს ძილის წინ არ გააკეთოთ.

კვირა

საიდუმლო არაა, რომ კვირას სახლში რაიმე საქმის კეთება კატეგორიულად აკრძალულია. თუ ამ აკრძალვას დაარღვევთ, სახლში შემოვა სხვადასხვა კონფლიქტი, ჩხუბი და მატერიალური სირთულე. სახლი შაბათს დაალაგეთ ან სამშაბათამდე გადადეთ. კვირის ბოლო დღეს საქმისგან უნდა დაისვენოთ და დრო ახლობლებს დაუთმოთ. კვირას ნებისმიერი საქმის აკრძალვა ქრისტიანული რელიგიიდან მოდის. ბიბლიის თანახმად, უფალმა სამყარო 6 დღეში შექმნა, ხოლო მე-7 დღე დასასვენებლად დაიტოვა.

ბევრი თვლის, რომ სახლის დალაგების ნიშნებს არ უნდა დავუჯეროთ. ამავდროულად, სისუფთავის შენარჩუნებას ყველა ცდილობს. ეს ნიშნები უმიზეზოდ ხომ არ შეიქმნებოდა? გარწმუნებთ, როგორც კი სახლს ამ ნიშნების გათვალისწინებით დაასუფთავებთ, თქვენი საქმე წინ წავა. გახსოვდეთ: თქვენს სახლს პატივი უნდა სცეთ და ყველა შესაძლო გზით მოაწყოთ.