ლომის ხასიათი. რით გამოირჩევა ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან

430

ლომი ცხოველების მეფე და ზოდიაქოს ნიშანი. ყველაზე დიდებული ნიშანი, რომელსაც შეუძლია დაპყრობა, მბრძანებლობა და დატყვევება. ლომი ძლიერია, ზოგჯერ ზედმეტად. ბევრი დადებითი თვისებაც აქვს. ლომი ჰოროსკოპის მიხედვით, როგორც ცხოველი ბუნებაში, კეთილშობილი და გულუხვია როგორც გრძნობებით, ასევე მატერიალურად. Vivien გიამბობთ, როგორი ხასიათი აქვს ლომს.

ლომის ხასიათი: კეთილშობილება და ძალაუფლება

ეს ორი თვისება ლომის ნიშანში მთავარია. გარდა ამისა, ლომი კომუნიკაბელური, გულახდილი, ნამდვილი ექსტრავერტია. ეს თვისებები ზოგჯერ ხელს უშლის და არასასურველ შედეგებს იწვევს, რადგან ლომი უცხო ხალხს გულს ხშირად უშლის, რის გამოც შემდეგ იხდის.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი კრეატიული და შემოქმედებითია. მისგან გამოდის კარგი მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი. უყვარს ესთეტიკა, სილამაზე და ფუფუნება. დასახულ მიზნებს ნამდვილად აღწევს. შორსმიმავალ გეგმებს ისახავს და აუცილებლად ასრულებს.

ლომის ხასიათი: ძირითადი თვისებები

გადავხედოთ ლომის ყველაზე საოცარ და დადებით თვისებებს. თუ ჰოროსკოპით ლომი ხართ ან თქვენს გარემოცვაში ლომის ნიშნის ადამიანია, დახასიათების შედარება სცადეთ. ჩვეულებრივ, დახასიათების უმეტესობა ემთხვევა და დასტურდება.

ლომს უყვარს მზე და სითბო

ნამდვილად ასეა. ეს კეთილშობილი ცხოველი ტყუილად არ ცხოვრობს აფრიკაში, სადაც მუდმივად სითბოა და მთელი წელი მზე ანათებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანსაც უყვარს სითბო, ზაფხული ზამთარს ურჩევნია, ზღვის სანაპიროზე დასვენება – სათხილამურო კურორტზე.

ლომი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულია

რაც არ უნდა მოხდეს, ლომი მეგობრების მიმართ ყოველთვის ერთგულია. საყვარელი ადამიანის მიმართაც. მაშინაც კი, თუ ბედი მეგობრებს დააშორებს, ლომი ყოველთვის გამონახავს დროს კომუნიკაციისთვის ან სტუმრობისთვის და მეგობრად ჩაგთვლით.

ლომი ღალატს არ პატიობს

უპირობო ერთგულების გარდა ახასიათებს სრული უარყოფა ადამიანის, რომელმაც უღალატა. ლომისთვის ნახევარი ზომები არ არსებობს, მხოლოდ თეთრი და შავი. თუ ერთხელ ლომს უღალატეთ, პატიებას ნუ ელით.

ლომი ძალიან გულუხვია

იმის მიუხედავად, რა შემოსავალი აქვს ლომს, უკანასკნელის გაცემა შეუძლია. ახლობლების საჩუქრებზე ფულს, ძალას და დროს არ ზოგავს. ყოველთვის ყველასთვის იდეალურ ვარიანტს არჩევს, განსაკუთრებულს და განუმეორებელს.

ლომს სახლში ყოფნა უყვარს

ზოგს გაუკვირდება, ზოგმა უკვე იცის და ესმის, რომ ლომი სახლში თავს კარგად გრძნობს. დიახ, ამ ზოდიაქოს ნიშანს უყვარს ხმაურიანი წვეულებები, მაგრამ უფრო ყურადღების მისაქცევად. ყოველდღიურად სახლში დივანზე წამოწოლას უპირატესობას ანიჭებს.

ლომი ძალიან შემოქმედებითი და კრეატიულია

ამის შესახებ უკვე ვთქვით, მაგრამ უნდა გავიხსენოთ გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ. მათი ზოდიაქოს ნიშანია ლომი: ცნობილი მსახიობები არნოლდ შვარცენეგერი, ჯენიფერ ლოურენსი, რობერტ დე ნირო, სანდრა ბულოკი, პატრიკ სუეიზი, მომღერლები მადონა, უიტნი ჰიუსტონი, მიკ ჯეგერი, მოდის დიზაინერები კოკო შანელი და ივ სენ ლორანი.

ჰოროსკოპი ლომისთვის: როგორ და ვისთან სჯობს ყოფნა?

თუ გაგიმართლათ და ჰოროსკოპით ლომი ხართ, სჯობს ცხოვრების მეგზურად თქვენი მსგავსი იპოვით. ცეცხლოვან ნიშანს ვგულისხმობთ. ასეთია სამი: ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. ვერძს შეუძლია ლომის დიდგულობა „ჩააქროს“ და მის ახირებებს გაუძლოს. მშვილდოსანმა ხასიათის სიმტკიცით და სიჯიუტით შეიძლება „აჯობოს“ კიდეც. მორიელთან რთული ურთიერთობა ექნება, ორივე ფეთქებადია, ასევე კუროსთან, ორივე მხრიდან ამბიციები სავსეა.

თუ გაგიმართლათ და ლომთან ცხოვრობთ, დაიმახსოვრეთ, რისი გაკეთება სჯობს და რისგან შეიკავოთ თავი:

  • ლომის ფეთქებადი ხასიათის მიმართ მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან ამ შემთხვევაში გაძლება, სავარაუდოდ, თქვენ მოგიწევთ.
  • აპატიეთ ლომს დიდგულობა და ამპარტავნობა, რადგან გულის სიღრმეში საყვარელი და ნაზი კატაა.
  • გიყვარდეთ და გააღმერთეთ ლომი, სასიამოვნო რამ გაუკეთეთ, თუნდაც წვრილმანი. ასმაგად დაგიბრუნდებათ. ლომი ყველა სიკეთეს და სასიამოვნო მომენტს იმახსოვრებს.
  • ენდეთ და არ უღალატოთ მის ნდობას, ასე დიდი ხნით კარგი მეგობრული ან სასიყვარულო კავშირი გამოგივათ.