მაისი სიმწვანის და ყვავილების, სიყვარულის და შთაგონების თვეა. ბევრი ძველი რიტუალი გაღვიძებულ ბუნებასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. ამავდროულად, მაისი წლის ურთულეს თვედ ითვლებოდა. ხალხში ამბობდნენ, რომ ამ დროს გამართული ყველა ნიშნობა და ქორწილი წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
ვედური ასტროლოგიის მიხედვით, მაისში არ შეიძლება მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადება ან საქმის დაწყება. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა სხვა ქვეყანაში გადასვლა, ბავშვის ჩასახვა, ახალი საცხოვრებლის ან ავტომობილის შეძენა. Vivien გიამბობთ, რამდენად სახიფათოა მაისის ნიშნები და რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ მაისში
- მაისის თაფლი ყველაზე გემრიელად და სასარგებლოდ ითვლება. მაისში ფუტკრის მტვერს განსაკუთრებული სამკურნალო ძალა აქვს. მთელი წლისთვის ეს პროდუქტი მოიმარაგეთ.
- მაისში ხშირად მოამზადეთ ვიტამინებით მდიდარი წვნიანი, ბორში მჟაუნით და ახალი ჭინჭრით. ასეთი კერძი ორგანიზმს აუცილებელი მიკროელემენტებით და ვიტამინებით გაავსებს.
- ძველად მაისში ცხვრების გაკრეჭა მიღებული იყო. თბილ დღეებში ცხვრებს „ქურქის“ ქვეშ ძალიან ცხელა. უდროოდ გაპარსული ცხვარი გადახურებისგან შეიძლება მოკვდეს.
- ტირიფი გაიფურჩქნა და ია გაიშალა, დროა დათესოთ კამა, ხახვი, ბოლოკი, ოხრახუში. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ თქვენი კვლები მდიდარი მოსავლით თავს მოიწონებს.
- როდესაც ვირისტერფა ყვავილობას დაიწყებს, 30-32 დღე გადათვალეთ. ამ დღეებში გაიფურჩქნება მოცხარი, ცაცხვი, ასკილი და ხურტკმელი. ვაშლიც ნაყოფით დაიხუნძლება.
- როდესაც პირველი წერო მოფრინდება, დროა ბარდა დათესოთ.
ხალხური ნიშნები მაისისთვის
- თუ მაისის დასაწყისში საკმაოდ თბილი ამინდია, თვის ბოლო დღეებში ცივი ამინდია მოსალოდნელი.
- არყის ხის აყვავებიდან 1 კვირის შემდეგ იასამანი და შოთხვიც აყვავილდება.
- თუ ჰაერში ბევრი ობობის ქსელია, კარგი ზაფხულია მოსალოდნელი.
- თუ შოთხვი აყვავდა, სიცივეა მოსალოდნელი.
- თუ ცივი მაისია, მთელი წელი ნაყოფიერი იქნება.
- მაისში ხშირი წვიმა სექტემბერში კარგ მოსავალს გპირდებათ.
- თუ ჭილყვავები თამაშობენ, მაისში სასიამოვნო ამინდი იქნება.
- თუ მაისში ხშირად ჭექს, მოსავალი მოვა.
- ბევრი თაგვი მოუსავლიანი წლის ნიშანია.
- თუ არყის ხისგან ბევრი წვენი გამოდის, წვიმიანი ზაფხული იქნება.
- თუ მაისში ხშირად წვიმს, შემოდგომაზე წვიმა არ იქნება.
- სახლში მერცხლის მოფრენა ჭექა–ქუხილს მოასწავებს, შაშვი – ყინვას. თუ მერცხალი მიწის გარშემო დაფრინავს, წვიმა გახანგრძლივდება.
- თუ ცირცელი გვიან აყვავილდა, შემოდგომა გაჭინაურდება.
- თუ წეროები დაბლა და სწრაფად დაფრინავს, წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
- თუ მაისში მშრალი ამინდია, ნაყოფიერ მოსავალს არ ელოდოთ.
- თუ ფრინველები ბუდეს მზიან მხარეს იკეთებენ, ცივი ზაფხული იქნება.
- თუ მერცხალი ბუდედან გამოფრინდება, თბილი დღეა მოსალოდნელი.
- თუ ღამით მთვარე მკრთალი და ბუნდოვანია, დილით ყინვებს ელოდეთ.
- თუ მაისში ბევრი ხოჭოა, ზაფხულში ფეტვის მდიდარ მოსავალს ელოდეთ.
- თუ გაზაფხულზე ქათმები ქანდარას ადრე ტოვებენ, ზაფხული წარუმატებელი იქნება, თუ გვიან – კარგი.
- თუ მურყნის ფოთლები არყის ხის ფოთლებზე გვიან გამოჩნდა, ზაფხული თბილი და მზიანი იქნება. თუ პირიქით, ცივი და წვიმიანი.
გისურვებთ, რომ მშვენიერი მაისი კეთილი ნიშნებით სავსე იყოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს