ტაროს გაშლა: როდესაც ორივე დუმს. როგორ მოგვარდება მასთან თქვენი სიტუაცია

203

განეწყვეთ ტაროს გაშლაზე. ძალიან მარტივია. მოდუნდით, გონება ზედმეტი ფიქრებისგან გაათავისუფლეთ. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, საყვარელ მამაკაცზე (თუ მასზე შლით ტაროს).

ფიქრი თქვენზე, მამაკაცზე, თქვენს სიტუაციაზე. თქვენზე ამოვიდა ძალიან კარგი, დინამიური კარტი, კვერთხების ექვსიანი. ეს კარტი გახასიათებთ ძალიან აქტიურ, მიზანდასახულ ადამიანად, რომელიც ყველგან და ყოველთვის ყველაფრის მიღწევას მიჩვეულია.

ტრიუმფი, წარმატება გსურთ, მაგრამ მის მისაღწევად ეშმაკობას, ინტრიგობას და მსგავს მანიპულაციებს არ დაიწყებთ. იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში „სახეს ინარჩუნებს“. დიახ, სამართლიანობის უფროსი არკანი ამბობს, რომ ყოველთვის გესმით, რომ თითოეულ სიტყვას, ქმედებას შედეგი მოსდევს.

გარდა ამისა, თასების მეფე დადებითად გახასიათებთ. ეს არკანი ამბობს, რომ შეგიძლიათ ემოციების განცდა ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ. რომანტიკული ქმედებები შეგიძლიათ, მაგრამ გრძნობების გამოხატვა გაშინებთ. ამას დელიკატურად აკეთებთ, რომ ღირსება არ დაკარგოთ.

მამაკაცი, რომელზეც ტარო გაშალეთ, გაბედული და მამაცია. ამ კაცმა საკუთარი სიტყვის დაფასება იცის, „არას“ თქმა იცის, როცა ეს აუცილებელია. შეიძლება უხეში იყოს, გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს.

ჭკვიანი, გონიერი მამაკაცია, რომელიც „თავთან მეგობრობს“. არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს, მაგალითად, თუ რაღაც არ მოსწონს, კერძოდ, ურთიერთობაში, არ მოითმენს. დიდად არაფრის ახსნა არ უყვარს. უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღო და აზრს ვეღარ შეაცვლევინებთ. თუ გადაწყვიტა, ბოლომდე წავა.

სხვათა შორის, ასეთი რამ უკვე დაემართა. კარტი აჩვენებს, რომ ადრე ეს მამაკაცი სტაბილური იყო, მაგალითად, სერიოზულ ურთიერთობაში, მაგრამ შემდეგ წასვლა მოხდა. თუ ურთიერთობაზე არ ვსაუბრობთ, კარტი შეიძლება აჩვენებდეს საცხოვრებლის, სამსახურის შეცვლაზე. მოკლედ, ახალ ეტაპზე გადასვლას, სტაბილურობის დატოვებას.

ახლა ერთმანეთს გაშორებთ მანძილი, ემოციური ან გეოგრაფიული. კომუნიკაცია არაა, მაგრამ არის მოგონებები, ერთმანეთზე ფიქრი. სხვათა შორის, მამაკაცის გვერდით სხვა ქალი შეიძლება იყოს.

თუ მასთან ქორწინებაში იყავით ან ერთად ცხოვრობდით, მაშინ დედოფალი მიუთითებს არა სხვა ურთიერთობაზე, არამედ იმას, რომ მამაკაცს თქვენთან ურთიერთობის განახლების იმედი აქვს. თუმცა პრინციპში ეს მისთვის ჩვეული არაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარს განიცდის. ახლა მისთვის უცნაურ დაკარგულ ემოციურ მდგომარეობაშია. თქვენც ჯერ ვერ გაუშვით, გიზიდავთ, გსურთ, სიტუაცია მკვდარი წერტილიდან დაიძრას. თუმცა, არც თქვენ, არც მას წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ მოხდება ეს და თუ არის რამე შესაძლებელი. ასე ილუზიები, ოცნებები, არაფერი კონკრეტული.

როგორ მოაგვაროთ სიტუაცია? თქვენს შორის პერსპექტივები არის. ამაზე კვერთხების სამიანი საუბრობს. ეს შესაძლებლობების, სამომავლო პერსპექტივების კარტია. მეორეც, ამოვიდა პენტაკლის მეფე და დედოფალი, წყვილის კარტი, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, არ უნდა ელოდოთ, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება. ინიციატივა უნდა გამოავლინოთ, რაღაც გააკეთოთ. თქვენც და მანაც.

თქვენგან მოითხოვება წყენის დავიწყება, ემოციურ მდგომარეობაზე მუშაობა, უსიამოვნო მომენტების გაშვება, რომელიც წარსულ ურთიერთობას უკავშირდება. მამაკაცმა თქვენი მისამართით აქტივობა უნდა გამოიჩინოს. თუ თქვენი მხრიდან სრულდება შინაგანი სამუშაო, მამაკაცის მხრიდან აქტიური მოქმედება, ჩამოსვლა, ინტერესის გამოჩენა, კომუნიკაციის დაწყება.