ოპტიკური ტესტი, რომელიც გეტყვით, რა გაკლიათ ცხოვრებაში

325

თითოეული ადამიანი სამყაროს თავისებურად აღიქვამს. ზოგი ღრუბლებში ცხოველების კონტურებს ხედავს, სხვები იმავე ღრუბლებში ადამიანის სილუეტს ან სახეს. აღმოჩნდა, რომ ის, რასაც ვხედავთ, ჩვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. ერთგვარი ოპტიკური ტესტია პიროვნების გამოსავლენად. ახლახანს ერთი საინტერესო ტესტი შემხვდა. მის გავლას გთავაზობთ.

ოპტიკური ტესტი პიროვნების დასადგენად. რატომ მუშაობს?

პირველ რიგში, გეტყვით, როგორ მუშაობენ ფსიქოლოგები ადამიანებთან ასეთი ტესტების დახმარებით და რატომ გვეხმარება ოპტიკური ილუზია ადამიანის ნამდვილი არსის დადგენაში ან პრობლემის გამოვლენაში, რომლის შესახებ თავადაც არ იცის.

ითვლება, რომ მსგავსი ტესტების ერთ–ერთი შემქმნელია შვეიცარიელი ფსიქიატრი ჰერმან რორშახი. ვიყოთ სამართლიანები. ჯერ კიდევ ძველად შამანები და მკითხავები გვაიძულებდნენ გვეყურებინა კვამლისთვის, ფერფლისთვის, ღრუბლისთვის, ჩაგვეხედა ბროლის ბურთში, წყალში ასხამდნენ სანთლის ცვილს ან ფინჯანში დარჩენილი ყავის ნალექის კონტურებით მკითხაობდნენ.

ნებისმიერი მკითხაობა თუ წინასწარმეტყველება კარგი ფსიქოლოგია. ის, რაც საგნის ან ნივთიერების კონტურებში დაინახეთ, თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრ რამეს ამბობს. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდს იყენებენ გამოცდილი ფსიქოლოგები და, სამწუხაროდ, უვიცი თაღლითები.

პიროვნების ტესტი: სცადეთ გავლა!

გთავაზობთ გაიაროთ ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესო ტესტი ნახატით, რომელიც ბევრ რამეს გეტყვით თქვენს პიროვნებაზე, ხასიათზე, პრობლემებზე, რომლითაც თქვენი ქვეცნობიერი სავსეა. ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. იქნებ იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც თავში გიტრიალებთ? დავიწყოთ?

ქვემოთ მოცემულია სურათი, ოპტიკური ილუზია. შეხედეთ და სწრაფად გვიპასუხეთ, რა დაინახეთ პირველად.

ტესტის გაშიფვრა

ამ გამოსახულებაზე საცდელი სუბიექტების 90% ხედავს კაცის სახეს დიდი ყბით ან მჯდომარე შავგრემან ქალს.

რა დაინახეთ?

ვარიანტი №1: სახე

ზოგი ამ სურათში ხედავს მამაკაცის სახეს ფართო ყბით, დიდი ცხვირით, მოკუმული პირით და შავი ქოჩორით. თუ ეს დაინახეთ, იცოდეთ, რომ მთელ სურათს ხედავთ. როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ცხოვრებაში პატარა დეტალებს ყურადღებას არ აქცევთ, დეტალებს არ უღრმავდებით და არ უსმენთ.

საკმაოდ უსიამოვნო სახის გამომეტყველების მიუხედავად ამ ოპტიკურ ტესტში მისი დანახვა საუბრობს თქვენს გულახდილობაზე, თავისუფალ ხასიათზე, კომუნიკაციის უნარზე. ექსტროვერტი, ხმაურიანი და მხიარული ხართ, ნებისმიერი საზღვარი თქვენთვის მიუღებელია. ასეთი პოზიცია ზოგჯერ გამძლე და საიმედო მეგობრობის და სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებას ხელს უშლის. ამაზე დაფიქრდით.

ვარიანტი №2: მჯდომარე ქალი

თუ ამ სურათში დაინახეთ შავგრემანი ქალი, რომელიც ნახევრად შებრუნებული ზის, ოდნავ ჩაკეტილი ადამიანი ხართ, გარშემომყოფებს თავს არიდებთ, პირდაპირ სახეში ყურება არ გიყვართ. ინტროვერტი, თავშეკავებული, მორცხვი, მორიდებული და მშვიდი ადამიანი ხართ. სახლში ან ვიწრო მეგობრების წრეში დროის გატარებას უპირატესობას ანიჭებთ. ხმაურიანი წვეულებები და ახალი ნაცნობები ნამდვილად არ მოგწონთ.

ნდობის პრობლემები გაქვთ. დიდი დრო გჭირდებათ, რომ ვიღაცას ენდოთ და გული გადაუშალოთ. თუ მსგავსი ქცევა ყოველდღიურად განსაკუთრებულ უხერხულობას არ გიქმნით, თუ მარტოხელა არ ხართ, სანერვიულო არაფერია. თუმცა ზოგჯერ ზედმეტი ჩაკეტილობა სოციუმში ცხოვრებას ზიანს აყენებს. გირჩევთ, რომ უფრო გულახდილი გახდეთ, დაინტერესდეთ რაღაც ახლით, რაც ხალხთან დაგაახლოვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს