ნუმეროლოგია დაბადების თარიღით: როგორ გამოვასწოროთ კარმა

413

ნუმეროლოგია უძველესი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ციფრების გავლენას ეფუძნება. მეცნიერების მიხედვით, თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს თავის კონკრეტული სცენარით, რომელიც ხშირად ბედში ერევათ. ნუმეროლოგიური ცოდნის წყალობით მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ კავშირი უჩინარ მატერიებთან, გააუმჯობესოთ მდგომარეობა, სულის სისუფთავე და ზოგადად ცხოვრება.

დაგვეთანხმეთ, დღეს ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც არ სმენია კარმული ვალის შესახებ. რა გავაკეთოთ და როგორ გამოვისყიდოთ წარსული ცხოვრების ცოდვები? Vivien გიზიარებთ სპეციალისტების რჩევებს, როგორ გამოასწოროთ კარმა, რომ მხიარულად და სასიამოვნო მოვლენებით სავსე ცხოვრებით იცხოვროთ.

როგორ გაიგოთ, რა არის თქვენი კარმული ვალი

კარმული ვალი დაბადების თარიღზე პირდაპირ დამოკიდებულია. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, რომელი ვალის გამოსყიდვაზე მუშაობთ ახლა. ამ საკითხის გასარკვევად ნუმეროლოგიისა და ვედური ასტროლოგიის სპეციალისტებს მივმართეთ. თქვენი კარმის რიცხვის გასარკვევად დაბადების თარიღის ყველა რიცხვი უნდა შეაჯამოთ. ეს მანამ გააკეთეთ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ.

განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ დაიბადეთ 1963 წლის 15 ნოემბერს. დაიწყოთ შეჯამება: 1 + 5 + 1 + 1 + 1 + 9 + 6 + 3 = 27. ახლა მიღებული 2 და 7 ერთმანეთს დაამატეთ. მივიღეთ 9. ერთიდან ცხრამდე ციფრი უნდა მიიღოთ. წაიკითხეთ, რას ნიშნავს ციფრი კონკრეტულად თქვენთვის.

რას ნიშნავს კარმული ვალის ციფრი

ციფრი 1

თუ ეს ციფრი მიიღეთ, იღბლიანი ხართ. სამყაროს სერიოზული გამოცდები არ გემუქრებათ. დიდი ალბათობით, წინა ცხოვრებაში იყავით სასულიერო პირი, ბერი ან უბრალოდ პატივსაცემი ადამიანი, რომელიც თითქმის არ სცოდავდა. ეს სიხარულის დიდი მიზეზია. ნებისმიერ პროექტს თამამად მოკიდეთ ხელი და წვრილმან პრობლემებსა თუ ფულზე არ ჩაიციკლოთ.

ციფრი 2

თუ თქვენი შედეგია ორი, თქვენი კარმის გაწმენდის საუკეთესო მეთოდია სხვებზე ზრუნვა. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მარტოხელა მოხუცებს, უსახლკაროებს, ობლებს, მაწანწალა ცხოველებს და მცენარეებსაც. თუ გაჭირვებულის თხოვნას უყურადღებოდ დატოვებთ ან არ მიაქცევთ ყურადღებას სიტუაციას, რომელსაც პასუხისმგებლობა სჭირდება, შეგხვდებათ პრობლემები როგორც სიყვარულში, ასევე ოჯახურ თუ მეგობრულ კავშირებში.

ციფრი 3

ნუმეროლოგიაში სამი შურისძიებასთან ასოცირდება. შესაძლოა ამ ცხოვრებაშიც შეგეხოთ. ალბათ, წინა ცხოვრებაში გულჩაკეტილი და გულღრძო ადამიანი იყავით და ახლა მუდმივად გიწევთ საკუთარ თავთან და სხვებთან შერიგება. უფრო კეთილი და თანამგრძნობი გახდით. მიღწეულზე არ გაჩერდეთ, შინაგან და გარეგნულ იერსახეზე იმუშავეთ. გულწრფელი შრომა და სამყაროსადმი აბსოლუტური ნდობა სწორ გზაზე გაგიყვანთ.

ციფრი 4

ეს ციფრი მიუთითებს, რომ საკუთარ თავში ბევრი ნეგატივის დაგროვება გახასიათებთ. შესაძლოა წინა ცხოვრების სირთულეები აწმყოში გადმოვიდა, რაც ცხოვრებას გირთულებთ, გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს. ენერგეტიკული ველის გასაწმენდად თავმდაბლობა გამოიჩინეთ, ცოდვას მოერიდეთ და სინდისის შესაბამისად იმოქმედეთ.

ციფრი 5

ხუთიანი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან კარმულ ვალზე საუბრობს. ალბათ, ერთ–ერთ წინა ცხოვრებაში უმადურობას ხშირად ავლენდით. თქვენი დანაშაული „სწორი“ აქტივობის შერჩევით გამოისყიდეთ. საქველმოქმედო ფონდებს რეგულარულად დაეხმარეთ, სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში ჩაერთეთ. კეთილი საქმეები უსასყიდლოდ გააკეთეთ.

ციფრი 6

თუ თქვენ მიიღეთ 6, სიგნალია, რომ ცხოვრების ძირითად პრინციპებზე დაფიქრდეთ. ალბათ, ამ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი ძალებზე დაყრდნობა მოგიწევთ, წარმატების ან ღვთიური კეთილგანწყობის იმედი არ უნდა გქონდეთ. უსასყიდლოდ კარგი საქმეების კეთება არ დაგავიწყდეთ. ეს თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შესანიშნავი გამოსავალი გახდება.

ციფრი 7

ითვლება, რომ შვიდი ერთიანის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი ვალის ციფრია. თუ მუდმივად უსიამოვნებებში ხართ, წარსული შეცდომების ბუმერანგად არ ჩათვალოთ. უმჯობესია, საკუთარ ხასიათს, ჩვევებს და გარე სამყაროსთან დამოკიდებულებას გადახედოთ. გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემოა. ასე ნებისმიერი მასშტაბის სირთულეს მარტივად გაუმკლავდებით.

ციფრი 8

ნუმეროლოგიაში ითვლება, რომ ამ ციფრის მქონე ადამიანს ყოველთვის აქვს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც წინა შეცდომებს უკავშირდება. ამ ცხოვრებაში თქვენი არსი უნდა აღიაროთ და საკუთარ თავს გულწრფელად ელაპარაკოთ. დაიწყეთ საკუთარი თავის და გარემოცვის მიღებით. წონასწორობის პრინციპები დაიცავით და სინდისის შესაბამისად იცხოვრეთ. თქვენ სხვებზე მეტად უნდა მოემზადოთ გამოცდებისთვის. გახსოვდეთ, გამოცდა მოგეცათ სიბრძნისთვის, კარმის გასაწმენდად და მომავალში ფასდაუდებელი ცოდნის მისაღებად.

ციფრი 9

ამ ციფრის მქონე ადამიანს პრობლემები სულიერ დონეზე სხვებზე მეტად ექმნება. ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება ხშირად დაკარგოთ ცხოვრებისეული მიზნები და დინებას მიჰყვეთ. ნუმეროლოგები გირჩევთ, რომ ღრმა აზრი იპოვოთ და დაისახოთ მიზანი, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. სირთულეების მარტივად დასაძლევად რეგულარულად მიმართეთ სულიერ პრაქტიკებს (მედიტაცია, იოგა, წმინდა წერილების კითხვა, დასვენება, თანამოაზრეებთან ურთიერთობა).

ამავდროულად, კარმულ ვალზე ჩაციკვლას არ გირჩევთ. თქვენი გზის და ცხოვრების აზრის პოვნა უფრო მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს დედამიწაზე საკუთარი დანიშნულება აქვს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ: კარგი უანგარო ქცევით საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობისთვის საუკეთესო სამყაროს ნაწილი ნამდვილად გახდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს