ხშირად ისე ხდება, რომ ვიღაცის ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებას ვგრძნობთ. როცა ყველა გეგმა და წამოწყება შეუსრულებელი რჩება, ხოლო ძალა ხელიდან გვეცლება. შურიანი ხალხი ჩვენთვის ზიანის მიყენებას ყველანაირად ცდილობენ. მათი ბოროტება გარდაიქმნება ნეგატიურ ენერგიად და გარეთ გამოდის. ნეგატიური ენერგია ხშირად გამოიხატება სიტყვებით, უკულტურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით. როგორ მოვიშოროთ გათვალვა?
Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ავი თვალი სიტყვის ძალის გამოყენებით. ამ სიტყვებს ყოველდღე ვიყენებთ და არ ვიცით, რა ძლიერ ენერგიას ფლობს.
როგორ მოვიშოროთ გათვალვა?
ძველად ადამიანის ბედზე ავი თვალის ზემოქმედების განსაზღვრა კარგად შეეძლოთ. იცოდნენ, რომ სიტყვით ზიანის მიყენება ან განკურნება შეიძლებოდა. თან ამისთვის იყენებდნენ ერთსა და იმავე სიტყვას, მხოლოდ განსხვავებული მნიშვნელობით. ასეთ სიტყვებს მიეკუთვნება გინებაც. ამ სიტყვებით ადამიანს შეგიძლიათ მიაყენოთ არა მხოლოდ შეურაცხყოფა. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ განკურნების და დაცვის რიტუალებში იყენებენ.
ამ სიტყვებს ყოველდღიურად ვიყენებთ და არ ვეჭვობთ, რა ძლიერ ენერგიას მალავს. იმ მომენტში, როცა საკუთარ თავზე სხვისი ავი თვალის ან ნებისმიერი ნეგატიური ენერგიის გავლენას გრძნობთ, მარტივი რიტუალი შეასრულეთ.
მისი დახმარებით მოიშორებთ ყველაფერ ცუდს, რასაც თქვენი ცხოვრების განადგურება სურს. რიტუალის შესრულების შემდეგ იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას, რომელიც ცხოვრების მოწესრიგებასა და შემოქმედებაში დაგეხმარებათ. რიტუალის შესრულებისას მარტო უნდა იყოთ, რომ არავინ ხელი არ შეგიშალოთ.
ძლიერი რიტუალი
ყველაზე უბრალო თხელი სანთელი აიღეთ და აანთეთ. ამ შემთხვევაში სიმბოლოა იმ ნეგატივის, ავი თვალის, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეს. ხელში აიღეთ ბასრი დანა, სანთლის ალს უყურეთ და თქვით: „ჩემი უბედურება დასრულდა, ხოლო გათვალვა ვარსკვლავი“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ სანთლის ალი დანის პირით ჩააქრეთ. შემდეგ ეს სანთელი რამდენიმე ნაწილად დაჭერით, ქაღალდში გაახვიეთ და ქუჩაში გაიტანეთ. უმჯობესია, სადმე მიწაში ჩამარხოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, სანაგვე ყუთში გადააგდეთ. როცა სანთელს გადაყრით ან დამარხავთ, შელოცვის სიტყვები კიდევ გაიმეორეთ.
ამ რიტუალის შემდეგ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატივი და ავი თვალი გაქრება. გაჩნდება უხილავი დაცვა, რომელიც ბოროტი ხალხის ზეგავლენისგან დაგიცავთ. მათ მიერ ნათქვამი სიტყვა ისე ჩაქრება, როგორც სანთლის ალი დანის პირით. გასაგები მიზეზებით შელოცვის ბოლო სიტყვა შევცვალეთ. ასეთ სიტყვებს ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ. დარწმუნებული ვართ, თითოეული მიხვდება, რა სიტყვა არის დაშიფრული იქ.
სიტყვა ნებისმიერი ერის უდიდესი ძალაა. სიტყვით შეგვიძლია გამოხატოთ გრძნობები, განცდები. სიტყვებით ერთმანეთს ვამხნევებთ და შთავაგონებთ ახალი მწვერვალების დაპყრობას. სიტყვით შეგიძლიათ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ და მოკლათ კიდეც. თითოეულ ნათქვამ სიტყვას პატივისცემით და გაგებით უნდა მოვეკიდოთ. თითოეული სიტყვა, რომელსაც სხვისგან მოვისმენთ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგიას შეიძლება ატარებდეს. მთავარია, რომ ცუდი გავლენისგან თავის დაცვა ისწავლოთ.