სახიფათო პროდუქტები, რომლებიც კატას არ უნდა აჭამოთ

524

კრუტუნა ცხოველების მენიუში ხშირად შეგვაქვს მშრალი და სველი საკვები. ეს ერთადერთი პროდუქტი არაა, რომლითაც შინაური ცხოველი იკვებება. ბევრმა არ იცის, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ესა თუ ის დელიკატესი ცხოველისთვის, ამიტომ სახიფათო საკვების მიწოდებას აგრძელებს. ვეტერინარი გიამბობთ, რა არ უნდა აჭამოთ კატას.

თუ ფუმფულა ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, თვალი არ დახუჭოთ, როცა ის სუფრიდან საჭმელს იპარავს. ერთი შეხედვით ვერ იტყვით, რომ საკვები კატისთვის ასეთი სახიფათოა.

რა არ უნდა აჭამოთ კატას

უმი თევზი

კატის მოყვარულთ ყველაზე მეტად გაუკვირდებათ სიაში თევზის აღმოჩენა, რომელიც ვეტერინარის თქმით ცხოველისთვის სახიფათო საკვებია. ერთი შეხედვით, თევზი კატისთვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, მაგრამ ასე მარტივად საქმე არაა. უმი თევზის ხშირი მოხმარება ცხოველში იწვევს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის პრობლემას, ჭიებით დაინფიცირებას, ასევე რაქიტის გაჩენას.

კატის რაციონში ამ პროდუქტის დამატებას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ზოგიერთის თევზის სახეობა შეიცავს თიამინაზას. ეს ფერმენტი ცხოველების ორგანიზმში თიამინის დეფიციტს იწვევს. კატას ნერვული სისტემის დარღვევამ შეიძლება შეაწუხოს. სპეციალისტები არ გირჩევთ კატის კვებას კობრით, ქაშაყით, კეფალით, წერით და კამბალით. მასში ხომ ბევრი თიამინაზა შედის. ცხოველისთვის უსაფრთხოა შემდეგი სახეობის თევზი:

  • ღურკანა
  • თინუსი
  • ზღვის ქორჭილა
  • ვირთევზა
  • მოივა
  • ხეკი
  • კარჩხანა

სახიფათო პროდუქტები

ზოგიერთი სახეობის თევზის გარდა ცხოველისთვის აკრძალული საკვების ჩამონათვალში შედის:

  • ნიორი და ხახვი. უმი ბოსტნეული ცხოველის კუჭ–ნაწლავის ტრაქტს აღიზიანებს.
  • თევზის კონსერვი. ამ პროდუქტში შემავალი კონსერვანტები ღვიძლის მუშაობის დარღვევას ხელს უწყობენ.
  • შოკოლადი. მასში შედის თეობრომინი, რომელმაც კატაში შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და ტახიკარდია.
  • მარილი. ბევრი მარილის შემცველი პროდუქტები ორგანიზმში ელექტროლიტების დისბალანსს იწვევს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, ასევე კრუნჩხვები.
  • ცომეული და ტკბილეული. ეს პროდუქტები კატის საჭმლის მომნელებელი სისტემის მტერია. მოწამვლის სიმპტომების გამოვლენას ხელს უწყობს. ცხოველში შეიძლება განავითაროს შაქრიანი დიაბეტი ან კბილების მდგომარეობის გაუარესება.

კატებს საუკეთესო სურვილებით ვკვებავთ, ზოგჯერ მათი განებივრება გვსურს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი მხოლოდ აზიანებს. გირჩევთ, თქვენი შინაური ცხოველის მენიუს გადახედოთ და ექსპერტების მიერ აკრძალული დელიკატესები გამორიცხოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს