კატრინ დენევის ყოველდღიური ჩაცმულობა. როგორ იცვამენ ფრანგი ქალები

338

დაგვეთანხმებით, რომ კატრინ დენევი უბრალოდ დიდებული ფრანგი ქალია უდავო ნიჭით და საოცარი ხიბლით. მისი მონაწილეობით ერთი ფილმის ყურება საკმარისია, რომ ამ მშვენიერი ქალის ფანი გახდეთ. Vivien–მა მისი ჩაცმულობის სტილი დეტალურად გაანალიზა. თამამად შეგიძლიათ თქვენს გარდერობში გადმოიტანოთ.

ალბათ, უკვე შენიშნეთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ივ სეინტ ლორენის მუზამ წონაში აშკარად მოიმატა. საქმე ჭარბ წონას არ ეხება, გარეგნულად მხოლოდ 52-54 წელს თუ მისცემთ. მსახიობს საკმაოდ პროპორციული ტანი აქვს და აშკარად იცის, როგორ გამოიყენოს თავისი „სასიამოვნო სისავსე“. გიამბობთ, როგორ იცვამს კატრინ დენევი ყოველდღიურად და რატომ არის მისი სტილი იდეალურთან ახლოს.

როგორ იცვამს კატრინ დენევი და რა შეგვიძლია გადავიღოთ

პირველ რიგში, კატრინ დენევი კარგ მემკვიდრეობით და ბუნებრივ სილამაზეს ფლობს. მას აქვს სქელი თმა, ქათქათა კბილები და სუფთა კანი მინიმუმი ღრმა ნაოჭებით. ლამაზმანის დედამ 109 წლამდე იცოცხლა, ხოლო თავად ვარსკვლავს მავნე ჩვევები არასდროს აწუხებდა: ბევრს არ ჭამდა და ალკოჰოლს ბოროტად არ მიირთმევდა. შედეგად, 79 წლის ასაკში აქვს სიბერის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება, მოხდენილი ფორმები, სასიამოვნო ქცევა და შესანიშნავი გემოვნება ტანსაცმელში.

შავი ფერი

ადგილობრივი პარიზელების მსგავსად კატრინი შავ ფერზე გიჟდება. ცოტამ თუ იცის, რომ შავი სამოსი თითქმის ყოველთვის კარგ ვარცხნილობას და იდეალურ მაკიაჟს მოითხოვს. ამის გარეშე შავი სამოსი ასაკობრივ ქალზე სარგებელს არ მოიტანს, პირიქით, მოუწესრიგებელი, გამოუძინებელი ქალის იმიჯს შექმნის. მსახიობი ახალგაზრდობაში შავ ფერს გაურბოდა, მაგრამ ასაკთან ერთად ამ ფერმა გარკვეული არისტოკრატიულობა მიანიჭა.

ვიწრო შარვალი

პლუს ზომის ქალებს მთელ სიგრძეზე ვიწრო შარვალი ძალიან უხდებათ. სიმაღლეს, ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს, ანუ ტანს უფრო მოხდენილს აჩენს. კატრინ დენევი უპირატესობას ანიჭებს ჟაკეტის ან ტუნიკის ჩაცმას, რომელიც თეძოებს უფარავს.

წითელი მოტივები

თუ ფიქრობთ, რომ წითელი 60 წლის ქალისთვის ზედმეტია, ცდებით. როგორც ხედავთ, მსახიობი წითელი სამოსის ჩაცმულობას არ ერიდება. გონივრულ და მოდურ წითელ კაბებს ირჩევს. ალისფერი ნებისმიერ ასაკოვან ქალს აახალგაზრდავებს, მიმზიდველს და სექსუალურს ხდის.

მუხლს ოდნავ ქვემოთ კაბა და ქვედაბოლო

მსგავს სიგრძეს „ფრანგულს“ უწოდებენ. როგორც ხედავთ, კატრინ დენევს საკმაოდ მოხდენილი და გრძელი ფეხები აქვს, რასაც სწორად იყენებს, მუხლს ოდნავ ქვემოთ სიგრძის სამოსს იცვამს. თუ მსგავსი ტანი გაქვთ, ეს მაგალითი გადაიღეთ. ქუსლიანი ფეხსაცმელი დახვეწილი ჩექმით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ბეწვის საგარეო ტანსაცმელი

კატრინ დენევი ბეწვის სამოსის დიდი მოყვარულია. საგარეო ტანსაცმელს განსაკუთრებული სკრუპულოზურობით ირჩევს, სხვადასხვა მოდის ჩვენებას და გამოფენას სტუმრობს. უპირატესობას ანიჭებს თავისუფალ ჭრილს, რომელიც მოძრაობას არ აფერხებს. ჩვეულებრივ, საგარეო ტანსაცმლის სიგრძე საშუალოზე ოდნავ გრძელია. ასაკოვანი ქალისთვის კარგი არჩევანია.

როგორც ხედავთ, მსახიობს კარგად ესმის, როგორი სტილი შეეფერება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ღია ჩრდილები, ტუჩსაცხი და რუმიანა უხდება. კოსმეტიკა მისი სახის სწორ ნაკვთებს მხოლოდ ხაზს უსვამს. ინდივიდუალურ სტილს მატებს აქსესუარები, ჩანთები და საყვარელი ბაფთები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს